Jump to content
×
×
  • Create New...

თევზაობა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ესეიგი რა ხდება. დავინტერესდი თევზაობით, მაგრამ ჯერ ნუბიც არ ვარ. არაფერი არ ვიცი. 

როდის არის სეზონი, რამე შეზღუდვები თუა სეზონურად და სად. აღჭურვილობა, სტრატეგიები, ფიდერი, ბადე, სპინინგი. ყველაფერი მაინტერესებს. 

განსაკუთრებით ანკესით თევზაობა. 

რას უნდა მოვერიდო, რა უნდა გავითვალისწინო. თუ რამე იცით, მითხარით.

 

დაგუგლვა ვიცი, მაგრამ თქვენი რჩევებიც მაინტერესებს. მეც რასაც გავარკვევი, დავწერ ხოლმე

Share on other sites

  • ფორუმელი

ვუაა

პირველი მეთევზე გვყავს ბადეზწე

კი არა და პოტენციური მეთევზე ჰაჰ

 

 

:lol:

 

მონადირეში მიდი და დაგაკვალიანებენ ჯიგრულად, დანარჩენი პრაქტიკის ამბავია!

რატომ მგონია რომ შენნაირი ტიპი მაქს ერთ სთ ში ისე გაითიშება მდინარის შრიალში რომ ჩამოგეძინება? არ ვიცი ასე მგონია!

მე შენ ადგილას თავიდან უწიპუწი ანკესს არ ავაწყობდი. რამეს საშუალოს. 

 

სტრატეგიები არ იხვი კიდევ!

თევზის ბიზნესი გინდა მოხოდო თუ დაისვენო და ისიამოვნო თევზაობით? 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
19 საათის წინ, Mulan said:

რატომ მგონია რომ შენნაირი ტიპი მაქს ერთ სთ ში ისე გაითიშება მდინარის შრიალში რომ ჩამოგეძინება? არ ვიცი ასე მგონია!

 

მე არ ვიცი, როგორ ვარ. შენ რა იცი

 

19 საათის წინ, Mulan said:

მონადირეში მიდი და დაგაკვალიანებენ ჯიგრულად, დანარჩენი პრაქტიკის ამბავია!

 

რა მოიგონე

რაღაც მეთევზეების ფედერაციის ფორუმი ვიპოვე და ჩავუჯექი

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ტივტივით თევზაობის გაკვეთილები დამწყებთათვის

ჩემი ჰობიდან და ბიზნესიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ურთიერთობა სხვადასხვა თაობის მეთევზეებთან. ხანდახან,  მათთან საუბრისას ვიბნევი, რადგან ტერმინებს ისე ურევენ, რომ თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. მაგალითად, „სპინინგს“ უწოდებენ ყველა იმ ანკესს, რომელთა შეერთებაც „შტეკერულია“, ხოლო „ანტენას“ – ტელესკოპური წყობის ჯოხებს.  ერთი მხრივ, ეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ნათლად აჩვენებს, რომ ამ სფეროში ინფორმაციისა და ცოდნის სერიოზული დეფიციტია. სწორედ ამიტომ,  თავს უფლებას ვაძლევ, თევზაობაზე საუბარი ელემენტარულით დავიწყო.

 

პირველი  გაკვეთილი: ტივტივით თევზაობა

დამწყებ მეთევზეს, რომელიც გადაწყვეტს ტივტივით თევზაობას,  გარკვეული აღჭურვილობის შეძენა მოუწევს.  კერძოდ, ტივტივით სათევზაო ჯოხი, კოჭა, ძუა, ტივტივა, ტყვიის სიმძიმეების (საფანტის) კოლოფი, ნემსკავები, სიღრმის საზომი, ექსტრაქტორი (ნემსკავის ამოსაღები თევზის პირიდან), ანკესის დასადები  ჯოხი (ორკაპა ჭიგო), ჩოგანბადე (ე.წ. საჩოკი), თევზის ჩასასმელი ბადე (ე.წ. სადოკი), ყუთი სატყუარებისათვის, სატყუარა.

ტივტივით თევზაობის 4 აღიარებული მეთოდი არსებობს და ყველა მათგანს თავისი მოწყობილობა გააჩნია:

  • ბოლონიური ანკესი ანუ ბოლონეზი
  • ინგლისური ანკესი ანუ მატჩი
  • მოსაქნევი ანკესი
  • „შტეკერი“

ბოლონიური  ანკესი  ანუ  ბოლონეზი

ბოლონეზი  ტელესკოპური კონსტრუქციის ჯოხია, რომელიც აღჭურვილია კოჭის დამჭერით და ძუის გამტარი რგოლებით , ისე, რომ მათი რაოდენობა უდრის მუხლების რაოდენობას პლუს 1–2 მოძრავი რგოლი ანკესის წვერზე. ფოტო N1 ფოტოზე ჩანს, რომ ჯოხს აქვს 5 მუხლი და 8 რგოლი.

N 1

უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ყოველ მუხლს აქვს თითო ფიქსირებული რგოლი, ხოლო ანკესის წვერს, ფიქსირებულის გარდა, კიდევ დამატებული აქვს 1 ან 2 მოსრიალე რგოლი. ხშირად, მოძრავი რგოლები არამარტო ანკესის წვერზე, არამედ ბოლოსწინა მუხლზეც გვხვდება. მათი დანიშნულება თხელ და მგრძნობიარე ჯოხზე ზედმეტი დატვირთვის შემცირებაა. ფოტო N2

N 3

უმეტესად, გამოიყენება  5–7 მეტრი სიგრძის ბოლონეზები, უფრო იშვიათად 4 ან 9 მეტრი.

ამ ანკესით თევზაობისას ხმარობენ ბოლონიურ ტივტივებს, რომლებიც ძუაზე ორი წერტილით მაგრდება. ფოტო N3

N 3

რჩევა: მიუხედავად იმისა, რომ ამ ტივტივებს ორი წერტილით დასამაგრებელი ეწოდება, გირჩევთ ისინი ძუაზე სამ წერტილში დააფიქსიროთ. ერთი კემბრიკი (სილიკონის ან  რეზინის მილაკი) ანტენაზე, ხოლო ორი კილზე. ქვედა ორი  მილაკიდან ერთი გაუკეთეთ სხეულთან ახლოს, ხოლო მეორე, კილის ბოლოში, თანაც ისე, რომ კილი კი არ გამოდიოდეს მილაკიდან, არამედ კემბრიკის ბოლო გადაცდეს კილს 0,5–1 სმ–ით. ფოტო N4, ფოტო N5 ამით, ერთი მხრივ, თავიდან აიცილებთ სართავის (оснастка) ახლართვას (რაც საკმაოდ ხშირია), მეორე მხრივ კი, ასეთი დამაგრებისას უფრო  მეტად დაცული ხართ ტივტივის დაკარგვისაგან, რადგან ძუა ხშირად ჭრის სილიკონის მილაკებს.

N 4
 
N 5

დღეს, საქართველოში ბოლონეზის ტიპის ანკესი  საკმაოდ გავრცელებულია. თუმცა, მისი პოპულარობის მიზეზი, ჩემი აზრით, არა მისი კონსტრუქციული თავისებურებები და დანიშნულება, არამედ მხოლოდ ტელესკოპური წყობაა, რაც აადვილებს ტრანსპორტირებას. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ  ბოლონეზს ჩვენთან ,უმეტესად, იყენებებ ტბაზე სათევზაოდ, მაშინ როდესაც იგი დინებისთვისაა შექმნილი.

ბოლონიურ ანკესებს, ძირითადად, აქვთ მარკირება BOLOGNESE. ფოტო N6

N 6

თუმცა, შესაძლებელია ბოლონეზს ასეთი წარწერა არც კი ჰქონდეს. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი კომპანია SHIMANO ამ მარკირებას არ იყენებს.

სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ამ ტიპის ჯოხი  იტალიაში, კერძოდ კი, პროვინცია ბოლონიაში გამოიგონეს. მათდამი ინტერესი გაჩნდა და გაიზარდა 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც იტალიის ნაკრებმა პირველად გამოიყენა ბოლონეზები და გახდა კიდეც ჩემპიონი. ბოლონიური ანკესი უზრუნველყოფდა არა მარტო სატყუარას შორს გადაგდებას, არამედ დინებაზე  ტივტივის ადვილად კონტროლს. სხვათაშორის, იტალიის ნაკრები ახლაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და 2011 წელს მან ეს ტიტული იტალიური კომპანია COLMIC-ის ბოლონეზებით მოიპოვა.

 

სტატიის ავტორი გიგი ყუფარაძე

 

 

მეორე გაკვეთილი: ინგლისური ანკესი ანუ მატჩი

მატჩი ანუ ინგლისური თევზაობა. ჩვენს ენაზე ეს არის თევზაობა ტივტივის შორ  გადაგდებით.

მატჩის ჯოხს აქვს მარკირება "MATCH" და  აღჭურვილია კოჭისდამჭერითა და დიდი რაოდენობის ძუის გამტარი რგოლებით. ამ ტიპის ანკესი, როგორც წესი, შედგება სამი სექციისაგან, რომელებიც ერთმანეთთან შტეკერულად ერთდება.

1
 
2

დასახელება მოდის ინგლისური "MATCH ROD"–გან , რაც აღნიშნავს მატჩის ანუ სპორტულ ჯოხს, რომელსაც სპორტსმენები იყენებენ შეჯიბრებისას.

ჯოხის სიგრძის სტანდარტი ინგლისური ფუტის ჯერადია. ტიპური სერია არის: 12, 13, 14, და 15 ფუტი (.. შესაბამისად 3,6; 3,9; 4,2 და 4,5 მეტრი). მატჩს, უმეტეს შემთხვევაში, იმდენი რგოლი აქვს, რამდენი ფუტიცაა სიგრძეში. ინგლისური ანკესის რგოლები, როგორც წესი, მაღალ ფეხზე დგას. ბევრი და მაღალი რგოლი იმისთვისაა საჭირო, რომ წვიმის დროს თავიდან აიცილონ ძუის ბლანკზე მიკვრა.

მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ დიდ ბრიტანეთში მეთევზეები ხშირად დგებიან ამ პრობლემის წინაშე და ამიტომაც შექმნეს ასეთი კონსტრუქციის ანკესი. ხოლო იტალიაში, სადაც იშვიათად წვიმს  გამოგონეს ბოლონეზი, რომელსაც  თითოეულ მუხლზე (წვერის გარდა), ანუ ყოველ ერთ მეტრში, ერთი რგოლი აქვს.

სპორტში ძირითადად იყენებენ 4,2 ან 4,5 მეტრიან ანკესებს, ხოლო სამოყვარულო თევზაობისას უფრო გამოსადეგად ითვლება 3,9 ან 4,2 მეტრის ჯოხები. ძალზე საინტერესოდ მომეჩვენა SHIMANO-ს ახლი მატჩი, 2012 წლის მოდელი CATANA CATDXM 1517, რომელიც ე.წ. „მულტი–სიგრძის“ ანკესს წარმოადგენს. სათევზაო პირობებიდან გამომდინარე, მისი ზომა იცვლება 15–დან 17 ფუტამდე ანუ 4,57–დან 5,18 მეტრამდე, რაც დამატებითი მუხლის ჩადგმის ან ამოღების გზით ხდება.

3

ბოლო ხანს, ინგლისური კომპანიების გარდა, თითქმის ყველა მწარმოებელი გვთავაზობს ტელესკოპურ მატჩებს.

4

მართალია, ისინი წყობით ჩამოუვარდებიან სამმუხლიან კლასიკურ მატჩს, მაგრამ ბოლონეზის მშვენიერ ალტერნატივას წარმოადგენენ.

მატჩი თევზაობის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული სახეა, რომელსაც პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები  გააჩნია დისტანციისა და დიდი თევზის გამოყვანის თვალსაზრისით. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აქვს სპეციფიური აქსესუარები, რომელთა გარეშე მატჩით ჭერა არასრულფასოვანია, და მეტიც, არც კი ჩაითვლება ინგლისურ თევზაობად.

ასეთ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს მატჩის კოჭა, რომელსაც აქვს გადაცემის მაღალი სიჩქარე 5,5:1, ან 6:1.  ამასთან, მატჩის კოჭას აქვს დაბალბორტიანი მასრა, რომლიდანაც ადვილად იხსნება ძუა და ეს უზრუნველყოფს შორს ტყორცნას. 

5

მატჩის ძუა, რომელიც არის ძალიან რბილი, მეხსიერების გარეშე, გახეხვისადმი მედეგი და აუცილებლად ძირვადი. 

6

მატჩის ტივტივა – ვაგლერი, რომელსაც ინგლისურ ტივტივას უწოდებენ და შორს სროლისათვისაა შექმნილი.

7

მატჩის ტივტივა – ვაგლერი ძუაზე მხოლოდ ერთი წერტილით მაგრდება. ამასთან, ამ ერთი წერტილით იგი შეიძლება დავამაგროთ ისეც, რომ ისრიალოს და ისეც, რომ ყრუდ იყოს დაფიქსირებული. ამისათვის სხვადასხვა სახის სამაგრი გამოიყენება.

8

აქვე, ერთ დეტალზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას.

იქ სადაც არის საშუალება, გირჩევთ ითევზაოთ ფიქსირებული ტივტივით. ყრუდ დამაგრებული ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე სრიალა ტივტივა და იგი უკეთ გადმოსცემს თევზის სატყუარაზე შეხებას. მოსრიალე ტივტივა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჭერა ხორციელდება ისეთ სიღრმეზე, რომელიც აღემატება თქვენი ანკესის სიგრძეს. ანუ თუ თქვენ გაქვთ 4 მეტრიანი ჯოხი, ხოლო ფსკერი 5 მეტრზეა, ბუნებრივია, იძულებული გახდებით, დააყენოთ სრიალა ტივტივა, რადგან სხვაგვარად 5 მეტრიან სართავს ვერ გადააგდებთ.

ძუის მარკერი გამოიყენება იმისათვის, რომ ზუსტად, სანტიმეტრებში დავიცვათ ჭერის დისტანცია.

იმის გამო, რომ  მატჩი შორ მანძილზე, 30–50 მეტრზე, ხანდახან კი 80 მეტრზე  თევზაობას გულისხმობს, საკვების ამ სიშორეს გადაგდება ხელით წარმოუდგენელია. ამისათვის სპეციალური შურდული გამოიყენება. 

9

არ მინდა ვინმე შევაშინო, ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ ეს აქსესუარები ძვირი არ ღირს და გამოყენების რესურსიც საკმაოდ დიდი აქვთ. ტივტივით თევზაობის მსოფლიო სპორტში მატჩი, შტეკერთან ერთად, N 1 აღჭურვილობაა.

 

სტატიის ავტორი გიგი ყუფარაძე

 

Share on other sites

  • ფორუმელი

როგორ აირჩიოს სპინინგი დამწყებმა

1

სხვადასხვა სათევზაო გამოცემებში სპინინგზე უამრავი სტატიაა დაწერილი. რომელი ფირმის სპინინგზეც არ უნდა წაიკითხო, ყველგან ერთი და იგივე წერია - ჩვენ საუკეთესო სპინინგის მოდელებს ვაწარმოებთ და თქვენ ბედნიერება ვერ გეღირსებათ, თუ მათ არ შეიძენთ!  რა თქმა უნდა, რეკლამა პროგრესის მამოძრავებელია, მაგრამ ხშირად ისე გამოდის, რომ წყალზე გასვლისას ახალშეძენილი ჯოხი იმედგაცრუებულს გვტოვებს.

სპინინგით თევზაობას ყველა ქვეყანაში თავისი მოთხოვნილებები აქვს და მათ შორის საქართველოშიც.

დიდ წყალსატევებზე, როგორც წესი, იყენებენ 3 მეტრიან 30-40 გრამის ტესტიან ჯოხებს, რომლებიც ჩვენი პირობებისთვის ელემენტარულად მოუხერხებელი იქნება.

2

ვინაიდან საქართველოში წყალსატევები (სადაც მტაცებელი თევზი ბინადრობს) მცირეა, როგორც სიგანეში, ასევე სიღრმეში, ეს სპინინგის სიგრძისა და ტესტის მიმართ გარკვეულ მოთხოვნილებებს აწესებს. გარდა ამისა, სანაპირო ზოლი, როგორც წესი საკმაოდ გაუვალია, მაღალი ხეები, ხშირი ბუჩქნარი... ამიტომაც ჩვენი პირობებისთვის ოპტიმალური სიგრძე არის 1,8-2,4 მეტრი.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯოხის წონას, ეს უფრო იოლად გაკეთდება თუ თქვენ მაღაზიაში რამდენიმე სხვადასხვა ფირმის (ოღონდ ერთი კლასის) ჯოხს აწონ-დაწონით ხელზე და აირჩევთ იმას, რომელიც შედარებით მჩატე და გამართულია. უფრო ზუსტ დასკვნებს გააკეთებთ, თუ იქვე დაამაგრებთ კოჭასაც (შესაბამისი კლასის, საქართველოსთვის ეს 2000-5000 სერიაა) და შემდეგ მოირგებთ ხელზე

3

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა მასალისგანაა დამზადებული სპინინგის ჯოხი. შუშაპლასტიკი და კომპოზიტი შეგვიძლია ეგრევე გადავდოთ, ვინაიდან ეს მძიმე და მოუქნელი მასალაა. თანამედროვე ჯოხების ქიმიური სტრუქტურების განხილვას რომ თავი ავარიდოთ, უბრალოდ გეტყვით, ჯოხის არჩევისას დააკვირდით მის მარკირებას: მარკირება М-6, М-7 და М-8 საუკეთესოა.

მაღაზიაში შეეცადეთ არჩეული ჯოხით მცირე მოქნევა სჭრაფი გაჩერებით გააკეთოთ - რაც უფრო სწრაფად შეწყვეტს სპინინგის ჯოხის წვერი რხევას, მით უფრო შორ დისტანციაზე გასტყორცნის ასეთი ჯოხი სატყუარას.

სპინინგის ჯოხის არჩევისას რა თქმა უნდა მისი ტესტიც უნდა შეირჩეს. ტესტი  სატყუარას წონის ქვედა და ზედა ზღვარია. ქვედა მაჩვენებელი მიუთითებს რა წონიდან ვიწყებთ სატყუარას გრძნობას გატარებისას, ზედა ზღვარი მიუთითებს მაქსიმალურ წონას, რომელიც სპინინგის ჯოხის წვერს არ გატეხავს.

4

ტესტით სპინინგი არის: ულტრა მსუბუქი 1-5 , მსუბუქი, 5-15 , საშუალო 7-25  და მძიმე 20-60 გ კლასის. დამწყებისთვის ოპტიმალური ტესტია 5-25 .
            სპინინგისტებისთვის მნიშვნელოვანია ჯოხის წყობა. განარჩევენ სწრაფ, საშუალო და ნელ წყობას. ნელი წყობის ჯოხი მუშაობისას მთელ სიგრძეზე თანაბრად იღუნება, საშუალო სადღაც შუა ნაწილიდან, სწრაფი კი წვერში.
საქართველოს პირობებში მე გირჩევდით საშუალო ან სწრაფი წყობის ჯოხის შეძენას.
5

ყურადღება უნდა მიექცეს სპინინგის ჯოხის ტარსაც. იგი მხოლოდ კორპის უნდა იყოს. ხარისხიან კორპს დამცველი პარკის მოხსნის შემდეგ სასიამოვნო მერქნის სუნი უნდა ჰქონდეს.
         სპინინგის ჯოხის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მისი გამტარი რგოლები. ტექნიკურ დეტალებს აგარიდებთ და გეტყვით, რომ ყველაზე კარგ გამტარ რგოლებს აწარმოებს ფირმა "Fuji"; ყველაზე ხარისხიანი გამტარი რგოლებია - SIC silicon carbide და Gold Cermet.

გაყიდვაში არის აგრეთვე ტელესკოპური მოდელებიც. მათი ყიდვა გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის მოთხოვნაა კომპაქტურობა და ტრანსპორტირების მოხერხებულობაა.
6

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე საქართველოს წყალსატევებზე სათევზაოდ გამოსაყენებელი სპინინგის ჯოხის ოპტიმალური პარამეტრებია: სიგრძე 1,8-2,4 , ტესტი 5-25 გ, საშუალო წყობის ჯოხი.

          რჩევა: არაპრაქტიკულია ძალიან ძვირიანი მოდელების ყიდვა, რადგანაც ისინი სათუთ და ფრთხილ მოვლას ითხოვენ, რისი საშუალებაც ხშირად თევზაობისას უბრალოდ არ გვაქვს.

აგრეთვე გირჩევთ, ეჭვის თვალით შეხედოთ სუპერ გარეკლამირებულ სპინინგის ჯოხებს და ჯოხის არჩევისას იხელმძღვანელეთ საკუთარი ცოდნით, ან თუნდაც ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილებით.

kaati

                                          

სტატიის ავტორი შოთა კვარაცხელია 

 

https://sportfishing.ge/forum/

Share on other sites

  • ფორუმელი
საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის კალენდარი 2021
Georgian National Feeder Fishing Federation Calendar 2021
ტურნირი / Tournament თარიღი / Date მდებარეობა / Place
საქართველოს თასი I 25 კუმისი/ნადარბაზევი
Georgian Cup ეტაპი / Leg აპრილი / Aipril Kumisi Lake
საქართველოს თასი II 16 სიონი
Georgian Cup ეტაპი / Leg მაისი / May Sioni Lake
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი I 22-23 სიონი
Georgian National Championship ეტაპი / Leg მაისი / May Sioni Lake
საქართველოს თასი III 13 წალკა
Georgian Cup ეტაპი / Leg ივნისი / June Tsalka Lake
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი II 19-20 წალკა
Georgian National Championship ეტაპი / Leg ივნისი / June Tsalka Lake
მსოფლიო ჩემპიონატი 2021 11-Oct საფრანგეთი
Feeder Fishing World Championship ივლისი / July France
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი III 31-1 ნადარბაზევი
Georgian National Championship ეტაპი / Leg ივლ-აგვ / July-Aug Nadarbazevi
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი IV 25-26 სიონი დამბა
Georgian National Championship ეტაპი / Leg სექტ. / September Sioni Lake
საქართველოს სუპერ თასი 2021 2-3 კუშჩუ
Georgian Super Cup ოქტ / Oct Kushchu Lake
კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი 2021 23-24 ბულგარეთი
Feeder Fishing Club World Championship ოქტ / Oct Bulgaria
ფიდერი ვს. ტივტივა 2021   კუშჩუ
FEEDER vs FLOAT Fishing   Kushchu Lake
 

დიდი რო გავიზრდები. ესეთ ტურნირებში უნდა გავეძრო

Share on other sites

  • ფორუმელი

რამოდენიმე რჩევა ტივტივით სპორტული თევზჭერის დროს

იმისათვის რომ თევზაობამ მოგანიჭოთ მაქსიმალური სიამოვნება, საჭიროა უპირველეს ყოვლისა მოხერხებულად მოეწყოთ წყალსატევის თუ მდინარის პირას. სურათზე №1 წარმოდგენილია ნაპირიდან თევზაობის დროს ყველა საჭირო ინვენტარის განლაგების სქემა.განვიხილოთ ყველაფერი დაწვრილებით.

post-15-0-76019900-1390752703

  1. სათავსურა, ოჩხი (რუსულად садок). განთავსება ხდება ისე, რომ მისი ზედა რგოლი იყოს თქვენს მუხლთან მაქსიმალურად ახლოს. ასეთი განლაგება საშუალებას მოქცემთ თევზი მოხსნათ ნემსკავიდან პირდაპირ ოჩხის თავზე და თუ შემთხვევით თევზი გაგისხლტებათ ხელიდან (რაც მერწმუნეთ ხშირად მომხდარა), ის ჩავარდება პირდაპირ სათავსურაში და თქვენ არ დაკარგავთ ძვირფას ნადავლს. თევზაობის წინ მიზანშეწონილია სათავსურაში მოვათავსოთ ქვა ან რაიმე სიმძიმე, რათა ოჩხი გამრთულ მდგომრეობაში მოვიდეს. მოერიდეთ უსწორმასწორო და წვეტიან ქვებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბადის დაზიანება. მე გირჩევთ მაგალითად, ქვიშით სავსე პლასტმასის ბოთლს.
  2. სკამი.რომელიც უნდა იყოს მოსახერხებელი.გაითვალისწინეთ რომ ფაქტიურად მოგიწევთ მთელი დღე ჯდომა.
  3. თევზის ამოსაყვანი ჩოგან ბადე (რუსულად родсачек). უნდა განთავსდეს ისე რომ საჭიროების დროს, მიწვდეთ სკამიდან აუდგომლად. იგი იდება სადგამზე 11.
  4. საკვები ვარცლი ( რუსულად ведро). განლაგდება სკამიდან ხელმარჯვნივ, როდესაც თევზაობთ გრძელი ანკესის ჯოხებით, ხოლო მარცხნივ როდესც თევზაობთ მოკლე (5 მეტრამდე) ანკესის ჯოხებით.
  5. მეთევზის სათევზაო ყუთი. სადევეებით, ტივტივებით და სხვა სათევზაოდ საჭირო ნივთებით.
  6. სადგამი ყველა საჭირო სატყუარათი განლაგდება თქვენგან მარცხნივ.
  7. სადგამი მოკლე (5 მეტრამდე) ანკესებითვის.
  8. მოკლე ანკესის ჯოხები.
  9. სადგამი გრძელი ანკესის ჯოხებისათვის.
  10. გრძელი ანკესის ჯოხები ( 5 მეტრაზე მეტი).
  11. ჩოგანბადის სადგამი.

სათევზაოდ აუცილებელი ატრიბუტიკის ასეთი განლაგება საშუალებას მოგცემთ კომფორტულად იგრძნოთ თავი წყლის პირას და ზედმეტად არ წამოდგეთ სკამიდან თევზაობის დროს, რითაც თქენ დაზოგავთ შეჯიბრებისთვის გამოყოფილ დროსაც. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ ე.წ. შტეკერული ანკესის ჯოხით, საყრდენი სადგამი განთავსდება ხელ მარჯვნივ, უკან, ოდნავ გვერძე მარცხნივ, სადაც განთავსებულია გრძელი ჯოხები.

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

 პატივისცემით: გიგა ამაშუკელი

 

       კარჩხანა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ თევზის სახეობას ჩვენს ტბებსა თუ მდინარეებში.პატარა ტბორებიც კი რომელშიც არ შეუძლია სიცოცხლე სხვა ჯიშის თევზებს, ჟანგბადის სიმცირის გამო, კარჩხანა მშვენივრად გრძნობს თავს. მასზე თევზაობენ სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და ნაცნობი მეთოდი ,კარჩხანაზე ტივტივით თევზაობაა.

       სად შეიძლება კარჩხანის დაჭერა ყველა წყალსაცავი (ტბა,დამდგარი წყალი) სადაც კარჩხანა ბინადრობს, პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად

      1) პატარა ტბები და ტბორები,რომლის "ბატონ-პატრონად" გვევლინება კარჩხანა და სხვა სახეობის თევზი იქ არ ბინადრობს. ასეთი წყალსაცავები გამოირჩევა დაბალი სიღრმით, ლამიანი ბსკერით და დაჭაობებული ნაპირებით. აქ კარჩხანა კარგად რეაგირებს სხვადასხვა სატყუარაზე,ასევე  იშვიათად გვხვდება მოზრდილი ეგზემპლიარებიც.

img_0819_ca9b66b8.jpg

 

      2)  წყალსაცავები რომლებიც კარჩხანის გარდა მდიდარია სხვა სახეობის თევზებით ,მათ შორის მტაცებლებით, ამ წყალსაცავების სიღრმე საშუალოდ 3მეტრს აღწევს და წყალი მდიდარია ჟანგბადით.ასეთ წყალსაცავებში კარჩხანა ვერ გრძნობს თავს "ბატონ-პატრონად" და გამოირჩევა კაპრიზებით სატყუარასთან მიმართებაში, მაგრამ თუ შევძლებთ და მოვარგებთ ჩვენს დასაკვებსა და სატყუარას მის გემოვნებას შევძლებთ მოზრდილი ეგზემპლიარების დაჭერას.

260px-Kumisi_Lake_(Otogi_2011).jpg

 

     სატყუარები. კარჩხანის დასაჭერად გამოიყენება სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული სატყუარები. ცხოველური სატყუარებიდან ყველაზე უკეთ რეაგირებს აპარიშზე, მიწისა და ნაკელის ჭიაყელაზე. მიზანმიმარტულად მსხვილ კარჩხანაზე სათევზაოდ გამართლებულია მიწის ან ნაკელის ჭიის დაჭრა პატარა ნაჭრებად და ნემსკავზე წამოცმა"მწვადის ნაჭრების" მსგავსად.ასეთ სატყუარას წვრილი თევზი ადვილად ვერ აცლის ნემსკავიდან.

http://s002.radikal.ru/i197/1202/03/7da89601ae6e.jpghttp://s019.radikal.ru/i627/1203/38/9289a25ce17e.jpg

 

     მცენარეული სატყუარებიდან კარჩხანა უპირატესობას ანიჭებს ცომისებურ სატყუარებს რომლებიც მზადდება ხორბლის,ბარდის, სიმინდის ან მანის ფქვილისაგან.არსებობს სხვადასხვა რეცეპტი ცომის მომზადების არომატების დამატებიტ,მაგრამ ეს უშუალოდ მეთევზის ფანტაზიასა და კულინარიულ ნიჭზეა დამოკიდებული :) ასევე ეფექტურ სატყუარად ითვლება ორთქლში მოხარშული პერლოვკა. ის არა მარტო როგორც სატყუარა ასევე შეგვიძლია გამოვიყენოდ როგორც დასაკვები,

http://www.gurman.ge/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/s265/w400/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpg

 

    დასაკვების მომზადება. მაღაზიაში ნაყიდი დასაკვები რათქმაუნდა კარგია და ეფექტურია თევზაობისათვის,მაგრამ სახლის პირობებშიც შეიძლება დამზადდეს სრულფასოვანი დასაკვები, რაც ცოტაარიყოს შრომატევადია, ბევრ იგრედიენტებსა და დროს მიოთხოვს მომზადებისათვის. მაგრამ რაღაც იგრედიენტები მაინც დაგვჭირდება გარდა მაღაზიაში ნაყიდი დასაკვებისა რათა მივიღოთ იდეალური ნაზავი.

   http://sportfishing.ge/forum/uploads/gallery/album_88/sml_gallery_4_88_534520.jpghttp://www.bazieri.ge/_fr/9/0179598.jpg

 

      იმისათვის რომ წარმატებით დავიჭიროთ კარჩხანა საჭიროა სათანადოდ დავკვებოთ სათევზაო ადგილი,სწორი დაკვება დამოკიდებულია იმაზე "ბატონ-პატრონია" კარჩხანა მოცემულ წყალსაცავზე თუ არა.თი ეს ასეა ,მაშინ შეიძლება დასაკვების შემადგენლობაში გამოვიყენოდ წვრილად დაფქვილი ფრაქციის საკვები, ასეთ შემთხვევაში გამოგვადგება როგორც ნაყიდი მზა დასაკვები, ასევე ჩვენს მიერ დამზადებული ნაზავიც.

      როდესაც კარჩხანას გარდა წყალსატევში ბინადრობს სხვა სახეობის თევზებიც (მათ შორის წვრილი თევზიც)მაშინ ჩემი აზრით ჯობია დავკვებოთ სიმინდის, ბარდის, ან ქერის (პერლოვკის) მარცვლებიტ ასევე კარგად მუშაობს გერკულესის, საფანელის და გრუნტის ნაზავით მოზელილი ბურთულები. ას ბურთულები ისეთი კონცენტრავიით უნდა მოვზილოთ რომ დაიშალოს მხოლოდ იმ დროს როცა შეეხება წყალსაცავის ბსკერს.

      კარჩხანაზე თევზაობა შესაძლებელია როგორვ მოსაქნევი ანკესით ასევე მატჩით  

 

http://www.rybolov.ru/editor/storage/uploads/Vo_01.jpghttp://www.fishblog.info/images/rnr/schet-match-2.jpg

 

     მოსაქნევი ანკესით კარჩხანის ჭერის დროს 10-15 მეტრის მანძილზე მეთევზე სრულად და ზუსტად აკონტროლებს თევზაობის პროცესს.ასეთი აღჭურვილობა ბევრ ჩვენგანს ახსენებს  ბავშობას ,როდესაც ბამბუკის ჯოხს წვეროზე მივაბამდიტ ხოლმე წინასწარ მომზადებულ "მონტაჟს" :) .ახლა არის იმის საშუალება რომდამატებით დამაგრდეს ანკესის წვერზე რეზინის ამორტიზატორი, რომელიც ამცირებს თევზის გაქაჩვების ძალას და იცავს სადავეს გაწყვეტისაგან.აუცილებელია რომ ძუის სიგრძე ემთხვეოდეს ანკესის სიგრძეს. მოსაქნევი ანკესი გამოიყენება ნავიდან თევზაობისათვის ან შეზღუდულ აკვატორიაზე.

     მატჩი აღჭურვილია კოჭათი რაც საშუალებას გვაძლევს სატყუარა ვისროლოთ შორ დისტანციაზე.მატჩით თევზაობა მიზანშეწონილია წყალსატევის სუფთა მონაკვეთში სადაც არ არის წყალმცენარეები.

     ტივტივით კარჩხანაზე თევზაობა მეტად საინტერესო და სანახაობრივი პროცესია. როდესავ ტივტივის ანტენა დაიწყებს მოძრაობას გვერდით ან გაუჩინარდება წყლის ქვეშ,დამერწმუნედ ვერცერთი მეთევზე ვერ დარჩება გულგრილი ჭერის პროცესის მიმართ და ვერცერთი თანამედროვე სტილით თევზაობა ვერ მიანიჭებს ამდენ სიამოვნებას როგორც ტივტივა.

     წარმატებულ და სასიამოვნო თევზაობას გისურვებთ :) https://sportfishing.ge/forum/index.php?/topic/126-ტივტივით-თევზაობა-კარჩხანაზე/?p=28429

მეყოდა დღეს 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share