Jump to content
×
×
  • Create New...

უნივერსიტეტების წარმოდგენები სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების ჩამოყალიბების კუთხით არაერთგვაროვანია – კვლევა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

“უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს აქვთ არაერთგვაროვანი წარმოდგენები საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების, სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიზანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებები და მათზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების განსაზღვრა წარმოადგენდა.

ფოკუს-ჯგუფით გამოიკვეთა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს სჭირდებათ დამატებითი განმარტებები კლასტერული აკრედიტაციის პროცესის შესახებ, ასევე გამოიკვეთა კვალიფიკაციების სამსახურის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობა მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდების ფორმულირების, ინტერდისციპლინური და არაკლასიფიცირებული სფეროების პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.

„რაოდენობრივი კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხული უსდ-ების 48%-ისთვის გამოწვევაა სწავლის შედეგებში პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის კომპონენტის ფორმულირება, 13%-ისათვის შედარებით რთულია სწავლებისა და შეფასების მეთოდების კომპონენტის ფორმულირება, 14%-ისთვის კლასიფიკატორის შესაბამისად მისანიჭებელი კვალიფიკაციის ფორმულირება, 4%-ისთვის კი პროგრამის შესწავლის მიზნისა და პროგრამის სწავლის შედეგების კომპონენტში ცოდნა-გაცნობიერების კომპონენტების ჩამოყალიბება, გამოკითხულთა 2%-ისთვის გამოწვევაა სწავლის შედეგებში უნარის კომპონენტის ფორმულირება“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ასევე გამოკითხული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თითქმის ნახევარი სწავლის შედეგებში – პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის კომპონენტის ფორმულირებას გამოწვევად მიიჩნევს.

„აღნიშნულის შესახებ ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რომ პროგრამის სწავლის შედეგებში პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის კომპონენტის განსაზღვრა ცენტრისავე რეკომენდაციით არ იყო სავალდებულო და იმ სწავლის სფეროზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, რომელსაც განეკუთვნება საგანმანათლებლო პროგრამა. ცენტრის კვალიფიკაციების სამსახურის მოსაზრებით აუცილებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის სწავლის შედეგებში მკაფიოდ განისაზღვროს ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის რა ხარისხით შეძლებენ ისინი მიღებული ცოდნის გამოყენებას“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად შემდეგი საკითხებია მნიშვნელოვანი:

1. გამოკითხული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ნაწილი აღნიშნავს, რომ სწავლის შედეგების განსაზღვრის კომპლექსურობიდან გამომდინარე მათთვის შედარებით რთულია სწავლებისა და შეფასების მეთოდების კომპონენტის ფორმულირება.

2. თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ უმაღლესების ნაწილისთვის ასევე გამოწვევაა კლასიფიკატორის შესაბამისად მისანიჭებელი კვალიფიკაციის ფორმულირება. ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას გაცხადდა, რომ კლასიფიკატორის მიხედვით კვალიფიკაციების დასახელებების ფორმულირების უნიფიცირებული წესის არარსებობის გამო, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მისანიჭებელი კვალიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფორმულირებით იქნას ჩამოყალიბებული (მაგ. კვალიფიკაცია: ფილოსოფიის ბაკალავრი − ბაკალავრი ფილოსოფიაში), რაც იწვევს გარკვეულ ბუნდოვანებას.

3. გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმაღლესების ნაწილისთვის გამოწვევად რჩება კონკრეტული პროგრამის შესაბამის სწავლის სფეროსთან კლასიფიცირების პრინციპები, ასევე გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ინტერდისციპლინური პროგრამებისა და არაკლასიფიცირებული პროგრამების შემუშავებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის განსაზღვრის ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბება.

4. გამოკითხვით დადგინდა, რომ ცენტრის კვალიფიკაციების სამსახურთან კომუნიკაციის დამკვიდრებულ პრაქტიკას უმაღლესი სასწავლებლები აძლევენ საშაულო ან მაღალ შეფასებას.

5. კვალიფიკაციების სამსახურის მიერ უსდ-ების მხარდასაჭერად შესამუშავებელი ტრენინგების შესახებ შეგროვებული მონაცემების ანალიზმა ცხადჰყო, რომ კლასტერული აკრედიტაციის პროცესის გააქტიურების და უმაღლესებისთვის აღნიშნული თემის აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ თემებზე უნივერსიტეტებს სჭირდებათ დამატებითი ინფორმირება ცენტრის მხრიდან აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის, ვადების და პროცედურების შესახებ.

კვლევის თვისობრივ ნაწილში 12 , ხოლო რაოდენობრივ კომპონენტში 51 უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება მონაწილდეობდა.

გამოკითხვაში მონაწილე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან 69% მდებარეობს თბილისში, 14% მდებარეობს ბათუმში, 5% – ქუთაისში, 4% – გორში, 2-2% კი ზუგდიდში, თელავში, ახალციხეში და ა.შ

კითხვარის საშუალებით დადგინდა, რომ გამოკითხული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 71% პროგრამებს ახორციელებს როგორც ავტორიზებულ, ისე აკრედიტებულ რეჟიმში. პროგრამებს მხოლოდ აკრედიტებულ რეჟიმში ახორციელებს გამოკითხული დაწესებულებების 18%, ხოლო მხოლოდ ავტორიზებულ რეჟიმში გამოკითხულთა 11%.

რა საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს ასახელებენ პროფესიული კოლეჯები – კვლევის შედეგი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share