Jump to content
×
×
  • Create New...

უფასო ვორქშოპების სერია BTU-სგან თელავში: “როგორ გამოვიყენო ინტერნეტი უსაფრთხოდ”


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ღონისძიებების სერია – “როგორ გამოვიყენო ინტერნეტი უსაფრთხოდ” გაიმართება.

სამიზნე ჯგუფი: აბიტურიენტები და სკოლის მოსწავლეები
ღონისძიებების თარიღი: 19 აპრილი, 2021
შეხვედრების დრო: 13:00 ან/და 17:00 საათი
შეხვედრის ადგილი: ქალაქი თელავი, სასტუმრო “Holiday Inn” (მისამართი: რუსთაველის ქუჩა 2)
სამუშაო ენა: ქართული
მომხსენებელი: ექსპერტი გიორგი იაშვილი

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ინგლისურ ენაზე.

PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

ასევე იხილეთ: BTU-ს უფასო ვორქშოპების სერია თელავში – „როგორ შევქმნა სტარტაპი?”

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share