Jump to content
×
×
  • Create New...

“ვარსკვლავური ომები”

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

8848565B-1543-4EDF-8E7A-D0909FB90858.png.6b55479f88a643c091751d562cecd92f.png
 
შესავალში ვიტყვი, რომ პირველად ვცადე ზოგადად ფილმზე დაწერა. ძალიან წმინდას შევეჭიდე, ვიცი, მაგრამ, იმედია, ღირსეულად გავართმევ თავი. :moor:

ვარსკვლავური ომები - კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმების სერია (შექმნილია ჯორჯ ლუკასის მიერ), რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მედია-ფრენჩაიზი კინოს ისტორიაში.

პირველმა ფილმმა (“ვარსკვლავური ომები”), რომელიც 1977 წლის 25 მაისს გამოვიდა და მოგვიანებით ეწოდა Star Wars: Episode IV - A New Hope სწრაფადმზარდი წარმატება მოიპოვა. მას ოთხი წლის განმავლობაში იღებდნენ და გადაღებები მიმდინარეობდა ტუნისში და სიკვდილის ველზე, კალიფორნიაში. 

კოსმოსურ ოპერაში მოქმედება ვითარდება “დიდი ხნის წინ, ძალიან შორს, გალაქტიკაში”. ფილმი ორიენტირებულია ახალგაზრდა მამაკაცზე - ლუკ სქაიუოქერზე, რომელიც ავტორიტარულ იმპერიასა და აჯანყებულ ძალებს შორის ინტერპლანეტარულ ომშია ჩართული. სქაიუოქერსა და კონტრაბანდისტ ჰან სოლოს ევალებათ გადაარჩინონ პრინცესა ლეია იმპერიული ძალების ტყვეობიდან. 

ფილმისა და მისი ეპიზოდების ბირთვს წარმოადგენენ ჯედაის რაინდები - კეთილი ან ბოროტი რაინდების ჯგუფები. ისინი მანიპულირებენ ყოვლისმომცველი სულიერი არსით, რომელიც აბალანსებს სიკეთესა და ბოროტებას. ახალგაზრდა სქაიუოქერი კი ისწრაფვის შეუერთდეს მათ რიგებს.

მიუხედავად იმისა, რომ “ვარსკვლავური ომები” თავდაპირველად მხოლოდ 42 კინოთეატრში აჩვენეს, ფილმმა პირველ კვირაში თითქმის 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ზაფხულის ბოლომდე კი - 100 მილიონი დოლარი. 

ფილმმა მიიღო შვიდი ოსკარი, ხოლო ფილმების ეროვნულმა რეესტრმა იგი აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც “კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი.

ლუკასის მიერ გადაღებულ “ვარსკვლავური ომების” პირველ ფილმს ორი გაგრძელება მოჰყვა - Star Wars: Episode V - The Empire strikes Back (1980) და Star Wars: Episode VI - Jedi Returns (1983).

პირველი ფილმის ეკრანებზე გამოჩენიდან 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ლუკასმა დაიწყო ფილმების მეორე ტრილოგიის გამოცემა: Star Wars: Episode I - The Phantom Menace (1999), Star Wars: Episode II - Attack of the Clones (2002) და Star Wars: Episode III -Revenge of the Sith (2005). ამ შემთხვევაში, ლუკასი დაბრუნდა რეჟისორის ამპლუაში (იგი იყო პირველი ფილმის რეჟისორიცმაგრამ არა მისი ორი გაგრძელების).

მეშვიდე ფილმი, Star Wars: Episode VII - The Force Awakens გამოვიდა 2015 წელს. აღნიშნული გადაღებულ იქნა Walt Disney Company-ს მოერ. ფილმის რეჟისორმა ჯ.ჯ. აბრამსმა შემოიყვანა ახალი პერსონაჟები.

Star Wars: Episode VIII - The Last Jedi (2017)-ით რეჟისორმა რაიან ჯონსონმა საგა გააგრძელა ლუკ სქაიუოქერის ხელახლა წარდგენით. 

Star Wars: Episode IX - The Rise of Skywalker (2019) იმ ცხრა ფილმის ბოლო ნაწილი იყო, რომლებიც დაიწყო “ვარსკვლავური ომებით”. 

Rogue One (2016) და Solo (2018) არის ვარსკვლავური ომების ეპიზოდები, რომლებიც წარმოადგენენ ცალკეულ ფილმებს.

პ.ს. ვარსკვლავური ომების “ორთოდოქსი” ფანები თვლიან რომ კოსმოსური ოპერის ყურება სჯობს ფილმების გამოშვების წლების მიხედვით, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს - რომ მისი ყურება სჯობს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.  თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, მიმართეთ პრეს-სამსახურს said:

@ფორთოხალი

ცოტა შენი აზრიც დაგეწერა :wtf:

ფილმების და პერსონაჟების შეფასებები და ჩემი აზრები რომ მეწერა, ძაან დიდი გამოვიდოდა ერთ პოსტში (ჯერ ისედაც მშრალი ინფორმაციაც დიდი გამოვიდა).
 
Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@მიმართეთ პრეს-სამსახურს რადგან ასეა, ნელ-ნელა შემოგაპარებთ, მაგრამ სულ მე არ მომიწევს წერა, იმედია :D

დავიწყებ ე.წ. პირველ ეპიზოდზე ზოგადად (რადგან ქრონოლოგიურად ყურების მომხრე ვარ). 

ჩემი აზრით, "ფარული საფრთხე" არ არის ვარსკვლავური ომების საუკეთესო ეპიზოდი, თუმცა, ვთვლი, რომ კარგია. კარგი სათავგადასავლო ისტორია, კარგი სამსახიობო შესრულებიტ.
ჩემთვის ერთი დიდი პლუსია გრაფიკული მხარე. ეს იქნება შექმნილი პერსონაჟები თუ ცხოველები, რომლებიც ნამდვილებს ჰგვანან და არა პლასტმასისებს. მაგ. ჯარ ჯარ ბინკსი (ამ ფილმის უარყოფით მხარედ მიიჩნევს მავანი ბინკსს, მაგრამ ჩემთვის საყვარელი პერსონაჟია თავისი მოუქნელობით და გარკვეული დოზით იუმორიც შემოაქვს ფილმში). ჰო და კიდევ, ლაზერული ხმლები აღარ ჰგავს სათამაშოს ?

ჩემი ფავორიტია ენეკინის ისტორია - პატარა მონა ბიჭუნა, რომელსაც თითქმის არ ჰქონდა რესურსები, მაგრამ მიუხედავად ამისა ჰქონდა უნარები და ცოდნა და იყენებდა ჩვეულებრივ ნივთებს. საინტერესო საკითხია ისიც, რომ წინა წელს ფინიშამდეც ვერ მიაღწია რბოლაში და ამის ფონზე თითქოს შეუძლებელი შეძლო და მაინც გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი "ვარსკვლავურ ომებში" ხდება, მაინც ცოტა უფრო მეტად დაუჯერებელი მომენტი იყო ის, რომ რბოლის დროს სწავლობდა რაღაცებს.

რისი ნაკლებობაც არ მიგრძვნია - ეს იყო დრამა. როდესაც ობი ვან კენობი დართ მაულთან ბრძოლის დროს კარგავს მასწავლებელსა და დიდი ხნის მეგობარს. 

და ბოლოს, საუკეთესო მონაკვეთი ჩემთვის:

Edited by Moor
ლინკი გასწორდა

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Guest მიმართეთ პრეს-სამსახურს
52 minutes წინ, ფორთოხალი said:

:up: <3  ეგრე რა, მშვენივრად გამოგდის.  აქ, ანონიმურ სადისკუსიო სივრცეში თუ დაკომპლექსდი აზრის გამოთქმისგან, ფორთოხალო, რეალში რაღას იზამ. თამამად ხოლმე. 

მე არ მაქვს ნანახი ჯერ და თუ დამარწმუნებთ, რომ ღირს, ვნახავ :achkipa:

Share on other sites

  • ფორუმელი

@მიმართეთ პრეს-სამსახურს მადლობა :blush:

უბრალოდ, ველოდებოდი, რომ თანამოაზრე გამოჩენილიყო.

რადგან არ ჩანს, მე დავწერ-ხოლმე, დრო და დრო. “სამ ტანცუიუ, სამ პაიუ” :D

6 საათის წინ, მიმართეთ პრეს-სამსახურს said:

და თუ დამარწმუნებთ, რომ ღირს, ვნახავ 

ვეცდები(თ) :yeah:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

ჩემთვის ძაან ზღაპარია და ვერ აღვიქვამ რამე შედევრად. სორი. ამიტომ გავალ და აღარ შემოვალ :dragon:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share