Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპარლამენტი საქართველოს ფინანსური დახმარების გაჩერებით ემუქრება


Recommended Posts

  • ფორუმელი

„მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Seth said:

მიქსერს ეწყინება

მთლიანი ტექსტი ვარესია :დ

"იმის მაგივრად, რომ ამ თემებზე საუბრობდნენ, საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის და აქედან გამომდინარე იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ისინი, ეს 6 ევროპარლამენტარი მიმართავენ. იქ რამდენიმე ასეული პარლამენტარია, ცნობისთვის... ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება", - თქვა გია ვოლსკიმ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

მთლიანი ტექსტი ვარესია

მონსენიორ, თქვენი ვალი იზრდება და იზრდება. ამჯერად მას დაემატა მშვენიერი (მართალია ცივი და ნისლიანი მაგრამ მაინც) პარასკევის მშვენიერი დილა :user:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

ეს 6 ევროპარლამენტარი მიმართავენ. იქ რამდენიმე ასეული პარლამენტარია, ცნობისთვის

რისი იმედი აქვთ არ მესმის ????

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • მოდერატორი
Posted (შესწორებული)

პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა კი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული წერილის ავტორი ევროპარლამენტარები ან მიკერძოებულები არიან, ან წერილში შეცდომაა გაპარული.

:gigi:

სენიორ @Sethვფიქრობ კუჭავა გვკითხულობს, ან ფრიმენაა მართალი და მარინა&მიკსერი იპპ-მ მიიკერძოვა, ან სენიორ სეტია და უზუსტობა შეაპარესო :lol:

Edited by Freeman
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს წერილი გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ საკითხს დააყენებს.

ქართული მედია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ელჩმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ხელმომწერები ის წამყვანი პარლამენტარები არიან, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ქვემოთ ევროპარლამენტარების განცხადებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებებია მოცემული.

ქართული ოცნების შეფასება

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ყველა პუნქტზე მზად ვიყავით რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია ექვსი ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის მაგივრად რომ ამ თემებზე საუბრობდნენ, საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა [და] რა იყო ევროკავშირის პოზიცია… არ მგონია, რომ ექვსი თუ შვიდი, თუნდაც რვა პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“.

კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „ჩვენ წილ პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ ზუსტად იმიტომ ვიყავით თანახმა შეთანხმება საბოლოო ჯამში შემდგარიყო, თუმცა შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა… ევროკავშირის პოზიცია ეს არ არის, ეს არის შვიდი, ამ შემთხვევაში საკმაოდ გავლენიანი, გეთანხმებით, ევროპარლამენტარის მოსაზრება, რა შეიძლება ამას [შეთანხმების ვერ მიღწევას] მოყვეს. ყველანაირი მზადყოფნაა ჩვენი მხრიდან, [რომ] არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას, არამედ ბოლომდე ვიმუშაოთ ზუსტად ევროკავშირის სტრუქტურებთან, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ თანამშრომლობას რომელსაც ისინი ჩვენგან ელიან“.

ოპოზიციის შეფასება

ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „პირდაპირ არის ნამდვილად საგანგაშო გზავნილი და საგანგაშო გზავნილი იმ კუთხით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს… სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე. დაიწყო საუბარი იმაზე რომ ტექნიკური დახმარება და მთელი ფინანსური ასიგნებების ფარგლებში გადმოცემული ინვესტირება დემოკრატიის განვითარების კუთხით და კანონის უზენაესობის კუთხით შეიძლება შეჩერდეს“.

სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა უპირატესი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა და ეს ნათლად არის ამ გზავნილში. რაც შეეხება ოპოზიცის პასუხისმგელობას, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და მე პირადად ვხედავ ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას იმაში რომ უფრო მეტი ზეწოლა, უფრო მეტი წნეხი უნდა მოგვეხდინა ქართულ ოცნებაზე… ფინანსურ სანქციებზე უფრო მეტად დასანანი იქნება და შემაშფოთებელი და ქვეყნისთვის საზიანო, ის ფრაზა რაც პირდაპირ წერია – ეს არის ევროკავშირისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობების გადახედვა“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „ვოლსკის, თურმე, არ ჰგონებია, რომ 7 პარლამენტარის განცხადება იმოქმედებს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე „გუგლი“ ან „ვიკიპედია“ გამოიყენოს… ეს შვიდი ადამიანი წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ყველა დიდ ფრაქციას. შესაბამისად, მათი ნება ასახავს სრულიად ევროპული პარლამენტის ნებას საქართველოს საკითხზე. მეორეც, სწორედ ამ შვიდი ადამიანის აზრი ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოსა და რეგიონზე.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Freeman said:

პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა კი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული წერილის ავტორი ევროპარლამენტარები ან მიკერძოებულები არიან, ან წერილში შეცდომაა გაპარული.

არც ხუმრობა ესმით, არც დაცინვა, არც ვთპ ბოლო ბოლო ქოფირაითი მაინც დაიცვან :დ რად ჰგავს ეს?! :დ

28 minutes წინ, Freeman said:

სენიორ @Sethვფიქრობ კუჭავა გვკითხულობს, ან ფრიმენაა მართალი და მარინა&მიკსერი იპპ-მ მიიკერძოვა, ან სენიორ სეტია და უზუსტობა შეაპარესო

არის მესამე ვარიანტი სენიორ, მაგრამ ცოტა ზრდილობის ფარგლებს სცდება და აღარ დავკონკრეტდები (თქვენ მიმიხვდებით დარწმუნებული ვარ:დ )

რაც შეეხება გვკითხულობენს - ბატონო @Moor მობრძანდით და გაგვეცით პასუხი :old:

 

:rolf:

Share on other sites

  • მოდერატორი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Seth said:

@Moor მობრძანდით და გაგვეცით პასუხი :old:

+1 

10 minutes წინ, Seth said:

არის მესამე ვარიანტი სენიორ, მაგრამ ცოტა ზრდილობის ფარგლებს სცდება

ბიჭებმა რაღაცა მოვწიეთ და ისაო? :lol:

მოწევა არა, არაყი დავლიეთ ყოფილა :boli:

Edited by Freeman
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share