Jump to content
×
×
  • Create New...

პოზნერის ჩამოსვლა


Guest Genetic Miracle
 Share

Recommended Posts

Guest Genetic Miracle

რატო გამოგრჩათ? 

პოლიციელები არკვევენ თბილისში, სასტუმრო „ვინოტელში“ მყოფ რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული პირები არღვევენ თუ არა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეგულაციებს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ვითარებაში გარკვევის შემდეგ მედიას ამ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თავად ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. გარდა ამისა, ის არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

შსს-ს ცნობით, საქართველოში საზღვრის გადმოკვეთისას კი ჩამოსულთა ნაწილმა მთავრობის დადგენილების შესაბამისად წარმოადგინა კოვიდპასპორტი, ნაწილს კი ჰქონდა საბუთი PCR-ტესტის ჩატარების შესახებ.

ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად დაბადების დღის აღნიშვნას (1 აპრილს) ასახელებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Genetic Miracle said:

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თავად ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. გარდა ამისა, ის არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

 

 

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტის გამო ხელისუფლება მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. გუშინ, გვიან ღამით გამართულ საპროტესტო აქციაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, სადაც პოზნერს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასახარბიელო გამონათქვამებითაა ცნობილი, ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

მედიის ინფორმაციით, პოზნერი დაახლოებით 50 რუს ჟურნალისტთან და ცნობილ სახესთან ერთად თბილისში ჩარტერული რეისით 31 მარტის საღამოს ჩამოვიდა და 1 აპრილს საკუთარი დაბადების დღე უნდა აღენიშნა.

ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის 30 წლისთავს დაემთხვა და ამას გარდა რუსმა ჟურნალისტებმა პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი დაარღვიეს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება.

სამოქალაქო და ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები, ასევე ოპოზიციის ლიდერები თბილისის ცენტრში იმ სასტუმრო-რესტორნის წინ შეიკრიბნენ, სადაც პოზნერის მეგობრების ჯგუფი კომენდანტის საათის დარღვევით ვახშმობდა.

აქციის მონაწილეები, რომელთაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ, აცხადებდნენ, რომ „კრემლის პროპაგანდისტი“ და „პუტინის იდეოლოგი“, რომლის თქმითაც, „აფხაზეთი არასდროს გახდებოდა საქართველო“, არ უნდა შემოეშვათ ქვეყნაში. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა იმ შენობას, სადაც პოზნერის სტუმრები იყვნენ შეკრებილნი, დენი გაუთიშეს.

აქციაზე პოლიტიკური მოძრაობის „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 112-ში დარეკა და კოვიდ-19-ის წესების დარღვევის შესახებ აცნობა. შრომის ინსპექციამ სასტუმრო-რესტორანი 21:00 საათის შემდეგ სტუმრების ადგილზე მომსახურებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის სიტყვებზე დაყრდნობით, მედია ასევე იტყობინება, რომ პოლიცია პოზნერსა და მის სტუმრებს კომენდანტის საათის დარღვევის გამო თითოეულს 2 000 ლარით დააჯარიმებს.

პროტესტის ფონზე, პოლიციამ პოზნერი და მისი სტუმრები რესტორნიდან სასტუმრო „რუმსში“ გადაიყვანა, სადაც ისინი დაბინავდნენ. აქციის მონაწილეები მათ უკან გაჰყვნენ და სასტუმროს შესასვლელს პროტესტის ნიშნად კვერცხები ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით მედია იტყობინება, რომ პოზნერს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი არ დაურღვევია და იგი საქართველოს მანამდეც ბევრჯერ სტუმრობდა. სამინისტროს ინფორმაციით, პოზნერის დელეგაციის ნაწილს კოვიდ-პასპორტები ჰქონდა, ხოლო სხვებმა ჩამოსვლისას უარყოფითი PCR ტესტები წარმოადგინეს.

თუმცა, ზოგიერთმა აქტივისტმა განაცხადა, რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს უცხოელი მოქალაქეების მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, მათ შორის, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მისი საქართველოში ყოფნა მიუღებელია.

რეაქციები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ვლადიმირ პოზნერი არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელის, პუტინის პირდაპირი ემისარი. მან უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. არანაირი უფლება არ აქვს, რომ ამ ქვეყანაში იმყოფებოდეს და ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოებს სვამდეს“.

აღნიშნა რა, რომ პოზნერის ჩამოსვლა ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რომ მისი განცხადებების გამო იგი ქვეყანაში არ შემოუშვას – განცხადებების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული“.

„ჩვენი მიზანია, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდის სახის ყოველი საქართველოში გატარებული წუთი იყოს მაქსიმალურად არაკომფორტული“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა. მისივე თქმით, სერგეი გავრილოვის ამბიდან ქართულმა ოცნებამ ვერანაირი გაკვეთილი ისწავლა და პირიქით, იმავეს აგრძელებს.

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პოზნერი და მისი სტუმრები ქართული პოლიციის ესკორტით მოძრაობენ, ქართული პოლიციით გარშემორტყმულ რესტორანში სხედან და „როდესაც საქართველოს მოქალაქეებს პირბადის არტარებაზე აჯარიმებენ ქუჩაში, ეს თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში და რესტორანშიც ქეიფობს“.

„დღეს ამ ხელისუფლებამ გვითხრა კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერს უნდა შევეგუოთ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ქართველთა წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ფაშისტური პოლიტიკა არის მისაღები, ეს ადამიანი დღეს აქ ქართულ ღვინოს სვამს. ამ დროს, მთელი საქართველო პოლიტიკური კომენდანტის გამო სახლშია გამოკეტილი“, – აღნიშნა ლელო საქართველოსთვის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Genetic Miracle said:

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თავად ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა

:lol:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ეგ საოცრება თქვეს

 

სამაგიეროდ ზიგიმანტასია ფორმაში

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პრემიერსაც გაუპრავებია

"პირველ რიგში, მე მინდა ავღნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი", - თქვა პრმიერმა

და ამ დროს ამერიკელი დიპლომატია შეშფოთებული :დ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

4 minutes წინ, Moor said:

პირველ რიგში, მე მინდა ავღნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი", - თქვა პრმიერმა

:user:

სინაგლეა ესეც და შსს-ს განცხადებაც

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share