Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 Blockchain ანალიტიკურმა კომპანიამ, Chainalysis-მა, ცოტა ხნის წინ, დახურა დაფინანსების ღია რაუნდი. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე 100 მილიონი დოლარის შეგროვება მოხერხდა. CNBC–სთან გაკეთებულ მოხსენებაში Chainalysis–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ გრონაჯერმა აღნიშნა, რომ ფულის შეგროვების რაუნდის წარმატება განპირობებული იყო კრიპტოვალუტის სექტორის დაინტერესებით. აღნიშნულ დაფინანსების რაუნდში მონაწილეობას იღებდნენ უკვე გამოცდილებისმქონე კომპანიები, როგორიც არის Addition-ი და Ribbit-ი და ასევე ახალი ინვესტორებიც. ასეთი კომპანია არის მაგალითად, TIME Ventures-ი, რომელიც მარკ ბენიოფის საინვესტიციო ფონდია. რაუნდის დასრულების შემდეგ ყველას ერთი კითხვა ჰქონდა, თუ კონკრეტულად რაში აპირებდა აღნიშნული თანახების დახარჯვას კომპანია, რადგან მანამდე Chainalysis-ს ეს ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია. Chainalysis-ის კომუნიკაციების უფროსმა დირექტორმა, მადი კენედიმ განაცხადა, რომ ისინი მოძიებული თანხების ნაწილს ყოველთვის იყენებენ კომპანიის მონაცემთა ბაზების განსაახლებლად და გასაფართოვებლად. მეორე ნაწილს კვლევით სფეროში ანაწილებენ, რომლის მიზანიაცაა Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემების ანალიზი და გაუმჯობესების ხერხების მოძიება. ასევე ეხმარებიან იმ კომპანიებს, რომელთაც სჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფების განახლება. The post Chainalysis-მა დაფინანსების რაუნდით 100 მილიონი დოლარის მიღება მოახერხა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა