Guest Merlin Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრის თანამდებობას წელიწად–ნახევრის განმავლობაში იკავებდა. მისი პრემიერობის პერიოდი COVID-19-ის პანდემიასა და მისგან გამოწვეულ კრიზისს დაემთხვა. ამ პერიოდში ქვეყანაში გაუარესდა ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი. ექსპერტების შეფასებით, გახარიამ კრიზისის სწორი მენეჯმენტი ვერ შეძლო და მისი მართვის სისტემა ჩავარდა. ჩავარდნა მართვაში სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, შემცირებული ინვესტიციები და სამუშაო ადგილები, დიდი ეკონომიკური ვარდნა – ეს მხოლოდ იმ პრობლემების ნაწილია, რაც გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ქვეყანაში დატოვა. მისი პრემიერობის პერიოდს უკავშირდება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებაც. ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური ზრდა გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნიდან მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდა. 2020 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყნის ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. მომდევნო თვეებში ვარდნა უფრო დაჩქარდა და წლის ბოლოს უკვე 6%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფლაცია და ლარის კურსი 2013 წლიდან დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება გახარიას პრემიერობის დროსაც გაგრძელდა, რამაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, სტიმული მისცა ინფლაციას. პანდემიის გამო ბიზნესაქტივობის შემცირებამ, ტურიზმის შეჩერებამ, ექსპორტის კლებამ და იმპორტის გაძვირებამ ფასების ზრდა განაპირობა და 2021 წლის თებერვალში ინფლაციამ 6.6% შეადგინა. საგარეო ვალი საგარეო ვალი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $7.825 მილიარდს შეადგენდა. გახარიას პრემიერობისას საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $2 მილიარდზე მეტად გაიზარდა. გიორგი გახარია/gov.geუცხოური ინვესტიციები უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 53%-იანი ვარდნა განიცადა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, შარშან ქვეყანაში სულ $617 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემებზე $694 მილიონით ნაკლებია. ამ გარემოებების გავლენით, ქვეყანაში გამწვავდა ეკონომიკური კრიზისი, გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, სიღარიბის დონე და ეკონომიკური უთანასწორობა სოციალურ ჯგუფებს შორის. გიორგი გახარიას მთავრობას კი ამ პრობლემების დაძლევის რეალისტურ ხედვები არ წარმოუდგენია. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი გაკეთებულა სამუშაო ადგილების შესაქმნელად. გახარიას პრემიერობისას თავი იჩინა სერიოზულმა ხარვეზებმა ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართულებითაც, რასაც მოსახლეობის საპროტესტო აქციები მოჰყვა. გაჩნდა კორუფციის საფრთხეები როგორც ენერგეტიკის, ასევე, წიაღის მოპოვების სექტორში. მისი პრემიერობის დროს ასევე, შენარჩუნდა პრივილეგიები მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესებისთვის, რასაც ქვეყანაში წლების განმავლობაში აქვს ადგილი. „მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გარღვევას მოახდენდა ეკონომიკაში, გახარიას პრემიერობის პერიოდში არ ყოფილა, – ამბობს Business Feed-თან საუბრისას კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, – რაც შეეხება კრიზისის მართვას, ღონისძიებები იყო დაგვიანებული. მთავრობის წერტილოვან სოციალურ პროექტებს ნაკლები საერთო ჰქონდა ეკონომიკურ ხედვასთან. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სესხის თუ დახმარების სახით აღებული თანხები, რისი გადახდაც ჩვენ მოგვიწევს, არარაციონალურად არის დახარჯული. შედეგად გვაქვს უზარმაზარი ვარდნა ეკონომიკაში, გაზრდილი უმუშევრობა, ბევრი ეკონომიკური პრობლემა, რომლის გამოსწორების გზაც არ ჩანს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მთავრობის მეთაურმა რომელიმე ნაწილში კარგად მართა კრიზისი“. დადებითი ცვლილებები გახარიას პრემიერობისას გიორგი გახარიას პრემიერობისას ბიზნესისთვის რამდენიმე პოზიტიური ცვლილებაც მოხდა: 2020 წელს ამოქმედდა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების გეგმა და გაორმაგდა დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება. ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყო 500 მილიონი ლარი. თანხა უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იყო განკუთვნილი. ცვლილებები შევიდა სახელმწიფო პროგრამის – აწარმოე საქართველოში თანადაფინანსების პირობებში: სესხის/ლიზინგის პირობები 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. ასევე, გაიზარდა პროცენტის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა; გახარიას პრემიერობის პერიოდში მთავრობამ დაიწყო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიკროსაგრანტო პროგრამა, რომლის მოცულობა 40 მილიონ ლარამდეა. გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2021 წლის 18 თებერვალს მან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მიზეზად გახარიამ ქართული ოცნების გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა, რაც ნიკა მელიას დაკავებას უკავშირდებოდა. მისი განმარტებით, ის მელიას დაპატიმრების წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობას გააღრმავებდა. გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. The post გახარიას ეკონომიკა appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 ამაში ახალი ძალა როგორ უნდა დაინახო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Global Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 რათ უნდა ექსპერტები და ამბები? გახვალ ქალაქში და მიხვდები უკვე რა ქაქებშიც ჩააგდო ქვეყანა Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 მმართველი ფენა უკიდურეს ნამუსგარეცხილებად ჩამოყალიბდა. საშუალო ფენა უკიდურეს გაქნილგაიძვერა მატრაბაზ მლოკველებად. ლუმპენები უკიდურეს შეშინებულ დაბეჩავებულ მასად. ესეიგი რომ ავიღოთ საქართველოს ქიმიური შემადგენლობა ესაა რაღაც მყაყე სუნიანი ტლაპო, რომელიც არაფერში გამოდგება არც წებო ცემენტი, არც საღებავი არც ასაფეთქებელი არაფერი ამ ნაერთისგან აღარ გამოვა. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა