Guest Georgia Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩის მოლოდინშია. „დინამო-არენაზე“ ჩვენი მეტოქე მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია – „რეალის“, „ბარსელონას“ და სხვა ევროპული გრანდების მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან გამარჯვებისთვის იბრძვის. მსგავსი: ვილი სანიოლი - შვედეთთან გუნდმა დისციპლინა გამოავლინა და ესპანეთთანაც იგივეს ველოდები #1TVSPORT საქართველოს შეცვლილი შემადგენლობა საქართველოს ნაკრებში რამდენიმე დანაკლისია. ჯერ კიდევ შვედეთთან მატჩამდე გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებოდნენ – პირველი კვიპროსში დაშავდა, ხოჭოლავა კი თბილისში მოსვლის შემდეგ ჩატარებულმა სავალდებულო კოვიდ-19-ის ტესტმა დადებითი პასუხი დაუფიქსირა. შვედეთში დაშავდა დებიუტანტი გიორგი მიქაუტაძე, ხოლო ესპანეთთან შეხვედრის წინა დღეს – ჯიმი ტაბიძე. ოქრიაშვილის ნაცვლად ჯერ ვარშავის „ლეგიადან“ ვილი სანიოლმა სასწრაფოდ ვაკო გვილია გამოიძახა, ხოლო შვედეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე შეუერთდა. რამოსის ისტორიული მოვლენა ესპანელები, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ესპანელების ვარჯიშზე გაუთვალისწინებელი ამბავი ორჯერ მოხდა. ჯერ ორი ფანი ვარსკვლავებთან სელფის გადასაღებად შევარდა, შემდეგ კი ერთ-ერთი თავდამსხმელი ვარჯიშზე ბურთის დასარტყმელად ემზადებოდა, როდესაც შუქი ჩაქრა. ამაზე „მარკასთან“ ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა იხუმრა: „ცხოვრებაში რა არ მინახავს, მაგრამ სტადიონზე შუქის ჩაქრობა და ამხელა ფეხბურთელის გაქრობა საოცრება იყო – გასახდელში უნდა დავბრუნდეთ. ეს ისტორიული მოვლენაა“. რამოსი ამის გარდა სხვა მიზეზითაც იყო ხუმრობსის ხასიათზე – საბერძნეთთან პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლილ „რეალის“ და ესპანელთა კაპიტანზე დაიწერა, რომ ტერფის ტრავმა ისევ აწუხებდა, მაგრამ „დინამო-არენაზე“ გამოვიდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. პლუს ბუსკეტსი და ალბა ესპანური გამოცემა explica ამტკიცებს, რომ ლუის ენრიკე თბილისში, საქართველოს წინააღმდეგ შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს. მის გუნდს გამარჯვება სჭირდება მას შემდეგ, რაც სადებიუტო მატჩში საბერძნეთთან მხოლოდ ქულა (1:1) მოიპოვა. „ლუის ენრიკეს ცვლილებები წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ საბერძნეთთან გარკვეული ხვრელები დაინახა და იძლებული გახდა, უფრო რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. ლუის ენრიკეს ახლა განსაკუთრებით სერხიო ბუსკეტსი და ჯორდი ალბა დასჭირდება. როტაციით მწვრთნელმა საბერძნეთის წინააღმდეგ როდრი და ხოსე ლუის გაია დააყენა. პირველმა დაკარგა ბურთი, რომელიც დასრულდა ბერძნების გოლით. ამჟამად კი ჯორდი ალბა არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლუის ენრიკე თბილისში ორ გამოცდილ ფეხბურთელს დაეყრდნობა, რათა მასპინძელთა მჭიდრო დაცვას გაარღვიონ. სავარაუდოდ, საქართველოც საბერძნეთის მსგავსად დაცვიდან ითამაშებს. ამ დროს გუნდს სჭირდება ჭკვიანი და სწრაფი მოთამაშეები, „ბარსელონას“ ორივე მოთამაშე კი სწორედ ასეთია“, – წერს ესპანური გამოცემა. თუმცა, explica ცნობით, ცვლილებები სხვა ხაზსაც შეეხება: „ესპანელი მწვრთნელი შეცვლის ყველა ხაზს, მაგრამ საეჭვოა, მეკარე შეცვალოს და უნაი სიმონის ნაცვალდ კარში დე ხეა დააყენოს. ბილბაოს „ატლეტიკის“ მეკარეს ჯერ შეცვლის მიზეზი არ მიუცია. კაპიტანი სერხიო რამოსი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, ითამაშებს. ბუსკეტსისა და ალბას გარდა, კოკესთან ერთად ითამაშებს, ხოლო მარცხნიდან პედრის შეუძლია დაიწყოს. არ გამოირიცხება ფაბიან რუისის დაყენებაც. თუ ჟერარ მორენო კუნთის დისკომფორტისგან არ გამოჯანმრთელდა, მორატა კვლავ ითამაშებს. ფერან ტორესი, დანი ოლმო, ოიარსაბალი და იმედისმომცემი ბრაიან გილი შემადგენლობაში ორი პოზიციისთვის იბრძვიან“. რევანშისა და სამი ქულის გამო საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ. ორჯერ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში – პირველი მატჩი თბილისის „დინამო-არენაზე“2012 წლის 1 სექტემბერს შედგა და რობერტო სოლდადოს მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრებმა 0:1 მოიგეს. მეორე მატჩი 2013 წლის 15 ოქტომბერს ალბასეტეში გაიმართა და ალვარო ნეგრედოს და ხუან მატას გოლებით ესპანეთმა 2:0 მოიგო. მესამე და ჩვენთვის დაუვიწყარი მატჩი 2016 წლის 7 ივნისს ხეტაფეში შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, საქართველო დიდი სენსაციის ავტორი გახდა და მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი ბურთით 0:1 მოიგო. ესპანელების მოტივი საბერძნეთთან დაკარგული ქულების (1:1) შემდეგ სამი ქულის უეჭველი მოგება და რევანშის აღების სურვილია – საქართველოსთან წაგება, ცხადია, ასეთი გრანდის ისტორიაში შავი ლაქაა და მის გამოსწორებას შეეცდებიან, მაგრამ ჩვენებიც სენსაციის მეორედ გამოცხობის იმედად არიან. რუმინელი არბიტრი საქართველო-ესპანეთის მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ არბიტრად უეფა-მ 38 წლის რადუ პეტრესკუ დანიშნა, რომელსაც ხაზის არბიტრების როლში რადუ გინგულეჩი და მირჩა გრიგორიუ დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი მარსელ ბირსანი იქნება. პეტრესკუმ საქართველოს ნაკრების მატჩს პირველად 2018 წლის 15 ნოემბერს, უეფა-ს ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში ანდორასთან (1:1) უმსაჯა. ტელე და რადიო რეპორტაჟები საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 28 მარტს თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას, კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ეროვნულ გუნდს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. The post საქართველო-ესპანეთი საქართველოს პირველ არხზე – რევანშისა და მეორე სენსაციის იმედად #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა