Guest Merlin Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლის განახლებიდან ერთი თვის თავზე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, რიცხვებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. “მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2% აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა”, – აცხადებს სამინისტრო. მათივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება. “ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა