ფორუმელი Moor Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 გელათის ცუდად გადახურვაში 2015-2020 წლებში 1,453,000 დაიხარჯა admin Fri, 03/26/2021 - 19:58 ბოლოს, 2020 წლის ნოემბერში, 53,000 ლარი გელათის ტაძრის ბრეზენტით გადახურვაში დაიხარჯა, რამაც კვლავ დააზიანა ფრესკები ჰაერგაუმტარიანობითა და ნესტის წარმოქმნით. ბრეზენტით გადამხურავი შპს “ბაგინეთი+”-ის ერთ-ერთი მფლობელი ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” დამაარსებელია, რომლის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოც გახდა საჭირო ტაძრის მეორედ გადახურვა. მონასტერი დღემდე არ არის სათანადოდ გადახურული და წვიმის წყალი უძველეს ფრესკებს ანადგურებს. გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის სამუშაოებისთვის წლების განმავლობაში იხარჯებოდა თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დასავლური ორგანიზაციების გრანტებიდან. მიუხედავად მილიონობით დახარჯული ლარისა, დღეს გელათის ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია, ნადგურდება უძველესი ფრესკები, ტაძარს არ აქვს ნორმალური სახურავი და ტაძრის ზოგიერთ მონაკვეთზე, საერთოდ ბრეზენტი ასრულებს სახურავის ფუნქციას, რომელიც შესაბამის დაცვას ვერ უზრუნველყოფს და ამის გამო ტაძარში წყალი ჩადის. 2015 წელს საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 49,800 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ააიპ ‘საქართველოს მემკვიდრეობასთან”, რომლის თანახმადაც ამ კომპანიას უნდა შეედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვრო დოკუმენტი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ტაძრების გადახურვის სამუშაოებისთვის. ამის შემდეგ 2017 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა 1,350,000-ლარიანი ტენდერი, რომლის მიზანიც იყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვა, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის მოწყობა. აღნიშნულ პროექტს აფინანსებდა აზიის განვითრების ბანკი. გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოს გაიმარჯვა შპს ‘ხელოვნების საერთაშორის ცენტრმა’, რომელიც მის ქვეკონტრაქტორ კომპანია “იკორთა 2007”-თან ერთად შეუდგა სამუშაოების შესრულებას. ე.წ მოჭიქული კრამიტით ტაძრის გადახურვის გეგმამ არ იმუშავა, რის გამოც ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა და გამოუსწორებლად დაზიანდა უძველესი ფრესკები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2020 წლის ნოემბერში 53,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა განახორციელა შპს “ბაგინეთი +”-თან, რომელსაც დაევალა უხარისხოდ გადახურული მონაკვეთების დროებითი გადახურვა, რათა არ დაზიანებულიყო ტაძრის შიდა ინტერიერი და უმნიშვნელოვანესი ფრესკები. ამ კომპანიამ შეასსრულა აღნიშნული სამუშაოები, რისთვისაც მან გამოიყენა მათ შორის ბრეზენტის მასალა, რომელმაც, თავის მხრივ, ცალკე პრობლემები შეუქმნა ფრესკებს, ჰაერგაუმტარიანობისა და ნესტის წარმოქმნის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად დაქირავებული შპს “ბაგინეთი+”-ის ერთ-ერთი მფლობელი და ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, რომელიც, თავის მხრივ, არის გელათის გადახურვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტის შემდგენი კომპანიის ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი. იმ პირობებში, როდესაც ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია გელათში წყლის ჩასვლა, მისი გადახურვის შემდგომ და იყო ეს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების მიზეზით თუ საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის მიზეზით, საყურადღებოა რატომ გაუფორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხელახალი ხელშეკრულება ბაგინეთი + ს, მაშინ როდესაც მისი მფლობელი შესაძლოა თავად იყო დამნაშავე თავის დროზე გადახურვის სამუშოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენაში. წყაროები: DEP170000080 - 1,350,00 ტენდერი, გადახურვის CMR150145151 - ბრეზენტით გადახურვის შესყიდვა CMR150145151 - გადახურვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა 205284495 - შპს ბაგინეთი + 204426451 - ააიპ ‘ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი’ 204545652 - ააიპ ‘საქართველოს მემკვიდრეობა’ https://batumelebi.netgazeti.ge/news/333225/ - ზოგიერთი საინტერესო დეტალი გელათზე Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/165014566_2916633598612071_6305162211697600656_o.jpegმარტი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 37 minutes წინ, Moor said: გელათის ცუდად გადახურვაში 2015-2020 წლებში 1,453,000 დაიხარჯა ხელისუფლების შენარჩუნება კორუფციული მაყუთით თუ გელათის კარგად გადახურვა? რა თქმა უნდა პირველი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 54 minutes წინ, Seth said: ხელისუფლების შენარჩუნება კორუფციული მაყუთით თუ გელათის კარგად გადახურვა? რა თქმა უნდა პირველი #გარეჯისაქართველოა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა