Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 NBA-ში გუშინ გაცვლების და საკადრო ცვლილებების ბოლო დღე იყო. „ნიუ ორლეანის“ ორი კალათბურთელი ლონზო ბოლი და ჯეი ჯეი რედიკი პოტენციური გაცვლის კანდიდატები იყვნენ. საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ გუნდს მხოლოდ რედიკი დატოვებს. შემს ჩარანია იუწყება, რომ რედიკი „დალასში“ გადავიდა. შეთანხმების ზუსტი დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა როგორც ამერიკული მედია იუწყება, გაცვლაში მონაწილეობას „სან ანტონიოც“ იღებს. No Lonzo Ball trade, sources tell ESPN. He's staying in New Orleans. — Adrian Wojnarowski (@wojespn) March 25, 2021 რედიკისთვის მიმდინარე სეზონს საუკეთესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ის სამქულიანი დისტანციიდან კარიერაში ყველაზე ცუდი პროცენტით ესვრის (36.4%). რაც შეეხება ლონზო ბოლს, ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, ის მინიმუმ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე „პელიკანსში“ დარჩება. ბოლი მატჩში საშუალოდ 14.2 ქულას, 5.6 პასს, 4.2 მოხსნასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებს. პარკეტზე ის საშუალოდ 31.7 წუთს ატარებს. The post „პელიკანსმა“ ლონზო ბოლი შეინარჩუნა, ჯეი ჯეი რედიკი კი „დალასში“ გაუშვა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა