Jump to content
×
×
  • Create New...

რა არის ასტრონომია?


Katutu
 Share

Recommended Posts

ასტრონომიაეს არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის სამყაროს აგებულებას. ამაში შედის ცის სხეულების მოძრაობა, ფიზიკური ბუნება, წარმოშობა და ევოლუცია.

სამყაროს ფუნდამენტალური თავისებურებანი ასევე ითვლებიან ასტრონომიის შესწავლის საგნად.

ატრონომიის საფუძველი დაკვირვებაა. ასტრონომებს არ შეუძლიათ ცდების ჩატარება როგორც, მაგალითად, ფიზიკოსებს.

თითქმის სრული ინფორმაცია, რომელიც ასტრონომებს ციურ  სხეულებზე გააჩნიათ, მიღებულია ელექტრომაგნიტური გამოსხივების დახმარებით.

სამყაროზე დაკვირვება ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია, იგი მოითხოვს ყურადღებას, რეგულარულობას და კონცენტრაციას. ამიტომაც, ისეთ გასაზომ ერთეულებზე საუბარი როგორებიცაა მეტრები და კილომეტრები, უბრალოდ სასაცილოა.

მზის სისტემის შესწავლისას გამოიყენება ასტრონომიული ერთეული. ეს არის დედამიწის დიდი ნახევარღერძის ორბიტის ზომა. 1 .. (ასტრონომიული ერთეული) = 149 მილიონ კილომეტრს.

უფრო დიდი სიგრძის ერთეულები სინათლის წელიწადი და პარსეკი, ასევე მათი წარმოებულები (კილოპარსეკი, მეგაპარსეკი) საჭიროა ვარსკვლავურ ასტრონომიასა და კოსმოლოგიაში.

სინათლის წელიწადი ეს არის მანძილი, რომელსაც სინათლის სხივი ვაკუუმში გადის დედამიწის დროით ერთი წელიწადის განმავლობაში. იგი ტოლია დაახლოებით 9,51015 .

პარსეკი ისტორიულად დაკავშირებულია ვარსკვლავებამდე მანძილის გაზომვასთან მათი პარალაქსით და შეადგენს 1პკ = 3,263 სინათლის წელიწადს = 206 265 .. = 3,0861016 .

მეთოდები, რომლებიც გამოიყენება სხვა სამეცნიერო დარგებში, ისეთებში როგორიცაა მათემატიკა და ფიზიკა, ფართოდ იყენებენ ასტრონომიაშიც.

კოსმოსი ჯერჯერობით ერთადერთ ადგილად ითვლება, სადაც ნივთიერებას შეუძლია იარსებოს ას მილიონ გრადუსიან ტემპერატურაში და თითქმის აბსოლუტურ ნულზე, ვაკუუმის სიცარიელეში და ნეიტრონურ ვარსკვლავებში.

ბოლო დროს ასტრონომიის მიღწევების გამოყენება დაიწყეს გეოლოგიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში და ისტორიაში.

ასტრონომია და კოსმონავტიკა რჩებიან შეუცვლელ მეცნიერებებად, რომლებიც გამოიყენება რადიოსა და ტელევიზიაში.

ასტრონომიის დახმარებით ჩვენ შევიცნობთ ბუნების კანონებს და თვალს ვადევნებთ ჩვენი მსოფლიოს ევოლუციას.

ასტრონომია ხშირად განსაზღვრავს ბევრი ადამიანის მსოფლმხედველობას.

განსაკუთრებით ბოლო დროს, XXI საუკუნის დასაწყისში კოსმიური თემები ძალიან პოპულარული გახდა, მათ იყენებენ ლიტერატურაში, კინემატოგრაფიასა და ფერწერაში.

 

3564260fce477bedd349f607b29a164f.gif

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

 

სულ ასტრონომიას მიაქვს აქაურობა :chagexuto:ბიოლოგიას ამოვქოქავდი, უსაქმოდ რომ ვიყო.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share