ფორუმელი Dude Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 სად ტარდება, რამე კლუბი თუ გვივარგა ან რომელია უკეთესი? გამოცდილება თუ გაქვთ, გამოუშვით Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“ კლუბი „სპირიტი“ – თავისუფლება, სიამოვნება, ჯანმრთელობა! კლუბის შესახებ თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თბილისის ზოოლოგიური პარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“. კლუბის სტუმრების განკარგულებაშია როგორც გადახურული მანეჟი, ისე ღია მოედანი. მანეჟში ვარჯიშის გარდა დენდროპარკში შესაძლებელია საცხენოსნო ბილიკებზე გასეირნება და საცხენოსნო ტურების ორგანიზება. დაეუფლეთ ცხენოსნობას საცხენოსნო კლუბში „სპირიტი“. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის. გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ შეგიძლიათ ცხენოსნობის როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიულ დონეზე შესწავლა. კლუბში 30-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ცხენი და პონია, რაც შესაფერისი ცხენის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა დამწყები და პროფესიონალი მოჯირითეებისთვის. http://www.zoo.ge/content_images/01.jpg რატომ „სპირიტი“? დააღწიეთ თავი ხმაურიან ქალაქს, მტვრიან ქუჩებს, ოფისის კედლებს და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ესტუმრეთ ჩვენს საცხენოსნო კლუბს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, დაისვენეთ, მხიარულად გაატარეთ თავისუფალი დრო და გამოსცადეთ ჯირითით მიღებული სიამოვნება. თუ სპორტული მწვერვალების დაპყრობას არ გეგმავთ, შეგიძლიათ სამოყვარულო დონეზე დაეუფლოთ ცხენოსნობას. სულ რამდენიმე ვარჯიშია საკმარისი, რომ თავდაჯერებულად მოკალათდეთ უნაგირზე და უპრობლემოდ შეძლოთ არა მხოლოდ მანეჟში, არამედ დენდროპარკის ტერიტორიაზე გასეირნება. ცხენზე ჯირითი დადებითი ემოციების ულევი წყაროა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტონუსის ამაღლების გარდა ცხენოსნობა დაგეხმარებათ განტვირთვაში, სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში. ცხენებთან, ამ ლამაზ, ჭკვიან ცხოველებთან ურთიერთობა ახალი ძალითა და ენერგიით აგავსებთ. კლუბში მიღებული სიამოვნება და პოზიტიური მუხტი დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ. http://www.zoo.ge/content_images/002.jpg „სპირიტი“ ბავშვებისთვის კლუბში მიიღებიან ბავშვები 11 წლის ასაკიდან. ცხენოსნობა მოზარდებისთვის მეტად სასარგებლო სპორტის სახეობადაა აღიარებული, რადგან ცხენზე ჯდომა ხელს უწყობს ბავშვების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ განვითარებასაც. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორები პატარებს სპეციალურად მომზადებულ, მშვიდ და მორჩილ ცხენებზე ავარჯიშებენ. პონიკლუბი ჩვენს ყველაზე პატარა მეგობრებს „სპირიტის“ პონიკლუბი უმასპინძლებს. პატარები აღტაცებულნი დარჩებიან საყვარელ, ალერსიან პონებთან ურთიერთობით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცხოველების სტაფილოთი და ორცხობილებით გამასპინძლებისა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემათ. დღის ბანაკი თუ გსურთ, თქვენმა ბავშვებმა მხიარულად და ჯანსაღად გაატარონ დრო სუფთა ჰაერზე, კლუბის დღის ბანაკში გეპატიჟებით. დღის ბანაკი მასპინძლობს პატარებს 5-დან 11 წლის ასაკამდე. ბავშვები მთელ დღეს (11:00-დან 17:00 საათამდე) კლუბში ატარებენ; სწავლობენ ცხენზე ჯირითს, ინსტრუქტორების თანხლებით დადიან ლაშქრობებში დენდროპარკის ტერიტორიაზე, თამაშობენ და ერთობიან ეკოლოგიურად სუფთა, სასიამოვნო გარემოში. მომსახურებაში შედის 2-ჯერადი კვება და ცხენოსნობის 2 გაკვეთილი. http://www.zoo.ge/content_images/003.jpg გაკვეთილები კლუბი „სპირიტი“ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ გაკვეთილებს და საცხენოსნო ტურების ორგანიზებას დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე. ინდივიდუალური გაკვეთილები: ხანგრძლივობა – 45 წუთი. ღირებულება: გადახურული მანეჟი – 30 ლარი; ღია მანეჟი – 40 ლარი. ფასდაკლება: 4 და მეტი გაკვეთილის ღირებულების წინასწარ გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ჯგუფური გაკვეთილები (ჯგუფში არაუმეტეს 5 ადამიანისა): ხანგრძლივობა – 45 წუთი. ღირებულება: გადახურული მანეჟი – 20 ლარი; ღია მანეჟი – 30 ლარი. ფასდაკლება: 4 და მეტი გაკვეთილის ღირებულების წინასწარ გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. პონით გასეირნება: ხანგრძლივობა – 15 წუთი; ღირებულება – 10 ლარი. დღის ბანაკი: ხანგრძლივობა – 3 საათი და მეტი; ღირებულება – 80 ლარი. მომსახურებაში შედის: ცხენოსნობის 2 გაკვეთილი; ცხენის მოვლა (სურვილისამებრ); ლაშქრობა დენდროპარკის ტერიტორიაზე; 2-ჯერადი კვება. ფასდაკლება: ოჯახის 2 ან მეტი წევრის სტუმრობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. კლუბის ტერიტორიაზე გასეირნება (მაქსიმუმ 2 საათი) – 50 ლარი.ერთდღიანი საცხენოსნო ტური დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე – 90 ლარი. http://www.zoo.ge/content_images/004.jpg სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა.სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.შესვენება: 13:00-დან 14:00 საათამდე.შენიშვნა სასურველია, გაკვეთილზე გამოცხადდეთ მოხერხებული ტანსაცმლით და დაბალძირიანი, კომფორტული ფეხსაცმლით. საცხენოსნო კლუბი მოსწავლეებს უზრუნველყოფს ჩაფხუტებითა და დამცავი ჟილეტებით. საკონტაქტო ინფორმაცია გია ღოღობერიძე თბილისის ზოოპარკის საცხენოსნო განყოფილების უფროსი ტელ.: (+995) 599 711205 http://www.zoo.ge/content_images/005.jpg Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 (შესწორებული) https://www.facebook.com/horseclub.ge "ახალუბნის საცხენოსნო კლუბი" მდებარეობს მცხეთის რაიონ, სოფელ ახალუბანში და ფუნქციონირებს 2012 წლიდან. საცხენოსნო კლუბის ტერიოტორია განთავსებულია 1,5 ჰექტარ მიწაზე და მოიცავს 20 ცხენზე გათვლილ თავლას, ქვიშიან სავარჯიშო მოედანსა და ცხენების 6 სასეირნოდ განკუთვნილ შემოღობილ ტერიტორიას (ლევადას). კლუბის შექმნის მიზანია საქართველოში საცხენოსნო სპორტის, კერძოდ მისი კლასიკური სახეობის კონკურის (ბარიერების გადალახვა) განვითარების ხელშეწყობა. +995 577 54 06 70 / 574 01 32 91 ახალი ამბავი ჩვენი მოედანი მზად არის ხვალინდელი ვარჯიშისთვის. თუ ჯერ კიდევ არ იცით ცხენზე ჯირითი ან გინდათ გააუმჯობესოთ თქვენი ცოდნა სწორედ ამიტომ "ახალუბნის საცხენოსნო კლუბი" გთავაზობთ ჯირითის შემსწავლელ კურსებს. თქვენ შეგიძლიათ, როგორც ერთჯერადი ასევე სააბონენტო სისტემით სარგებლობა. მოაწყეთ სარეკლამო, საქორწილო ან პირადი ფოტოსესია. კიდე ეს Equestrian Club Lisi საცხენოსნო კლუბი ლისი 593408260 horseridinggeo@gmail.com გარდაბანი https://www.facebook.com/sacxenosnoklubilisi/ ესენი უფრო ტურებზე ჩალიჩობენ. -- https://www.facebook.com/თბილისის-იპოდრომი-297271723734268/ 0322153131 ვაკის საცხენოსნო კლუბი https://www.facebook.com/sacxenosno 591 88 32 85 ეს მკვდარია. 3 წელია ახალი არაფერი დაუწერიათ, მარა ცადე https://www.facebook.com/Georgian-Equestrian-Federation-199705666763248 საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაცია თბილისი, ლისის ტბის მიმდ. ტერიტ. ტელ: (599) 44 65 64, (577) 23 11 12 ელ. ფოსტა: bakargachechiladze@gmail.com ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/Georgian-Equestrian-Federation-199705666763248 ბევრი არაფერია, არადა რაღაც ჩემპიონატები იმართება და ვიგებთ Edited 24 მარტი, 2021 by Georgia Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 სპორტის სახეობის აღწერა საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ. ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთებზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, კოლხეთში, ნაოხვამუში აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში ბადალი არ ჰყოლიათ. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით იბერთა მეფე ფარსმან ქველი თანმხლებ წარჩინებულებთან ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ. ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” (კოლხეთში, “არესის ველზე ვრცელი იპოდრომი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”), პროკოფი კესარიელისა და იოანე შავთელის თხზულებებში. ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობებზე მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – არქანჯელო ლამბერტიმ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო დე კასტელიმ. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ესწრებოდა. აჭარაში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდევაც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძველი ქართული მხედრული ტრადიციები განავითარეს რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა კავალერისტებმა, მათ შორის გიორგი და კონა ერისთავებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, გრიგოლ და ილია ორბელიანებმა, სპირიდონ ჭავჭავაძემ, ივანე ამილახვარმა და სხვებმა. თბილისში იპოდრომები მოეწყო დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და ამერიკაში იმოგზაურეს გურულმა მხედრებმა და თავიანთი ოსტატობით აღაფრთოვანეს იქაური მაყურებელი. 1912 წელს ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიგო კონსტანტინე ავალიშვილმა, რომელიც ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო. 1920-იანი წლებიდან ეროვნული სახეობების პარალელურად განვითარდა ცხენოსნობის ე.წ. კლასიკური სახეობები. 1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი. თბილისის კლუბ “ოსოვიახიმში” გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექცია, სადაც მწვრთნელებად მუშაობდნენ მ. ჭავჭავაძე და შ. მაჩაბელი. მოგვიანებით კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობით სპორტსაზოგადოება “სპარტაკის” ბაზაზე შეიქმნა პირველი საცხენოსნო სკოლა. კლასიკურ სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალია როგებმა, მათი საქმე კი ნაყოფიერად გააგრძელეს რევაზ კორძაიამ, რევაზ მანჯავიძემ, დიმიტრი წვერავამ, შოთა აფციაურმა და სხვებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახშირდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სენაკის, გუდაუთის, ოჩამჩირის, სოხუმის, გალის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, წალენჯიხის, ქობულეთისა და სიღნაღის ცხენოსნები. არაერთ ქალაქსა და რაიონში მოეწყო იპოდრომები და სპეციალური მოედნები. ცხენოსნური სპორტული სკოლები გაიხსნა გუდაუთაში, სოხუმში, ზუგდიდში, გალსა და ჩოხატაურში. საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კ. მიქელაძემ, ბ. დადიანმა, ე. ერისთავმა, გ. ივანიძემ, ფ. მჭედლიშვილმა, გ. ქიქავამ, კ. ხარებავამ, ი. ჩალიმ, დ. კანკავამ, ს. დარასელიამ, მიხეილ მაისეევ-ჩერკასკიმ, ვ. ჯგერენაიამ, ი. კიზირიამ, ვ. მაქაცარიამ, შ. ჭურღულიამ, გ. ჩხიკვაძემ, ვ. ლაშქარავამ, ჭ. კვარაცხელიამ, გ. გამზარდიამ, დ. ხოფერიამ, ლ. ჯაიანმა და სხვებმა. მდიდარი ცხენოსნური ტრადიციების მიუხედავად, კლასიკურ სახეობებში საქართველოს მხედართა წარმატებები მხოლოდ საბჭოური შეჯიბრებებით შემოიფარგლა. სხვადასხვა დროს სსრკ ჩემპიონები იყვნენ ნატალია როგე-ვასილიევა, ზალატისკა ანშბა, ანატოლი დოლჟენკო, ავთანდილ კიკიანი და ხარლამ სიმონია. სახელი გაითქვეს აგრეთვე მურად ძიძიგურმა, ოთარ ხაინდრავამ, შოთა აფციაურმა, ალექსანდრე დგებუაძემ და სხვებმა. საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 30 მაისს. 1992 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია. პრეზიდენტები: დავით სალარიძე (1991-96), თენგიზ აბულაძე (1996-2003), ვალერიან როგავა (2003-04), თენგიზ აბულაძე (2004-?), ლაშა ჯაიანი (დღემდე). შედეგები ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2015, თბილისი, საქართველო გიორგი ჩხარტიშვილი - მესამე ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2015, თბილისი, საქართველო გიორგი ჩხარტიშვილი - მესამე ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2015, თბილისი, საქართველო გოგა ქევხიშვილი - მეორე ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2015, თბილისი, საქართველო დავით დუნდუა - პირველი ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2017, კაჭრეთი, საქართველო შალვა გაჩეჩილაძე - პირველი ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი ("კავკასიის თასი") 2018, თბილისი, საქართველო შალვა გაჩეჩილაძე - პირველი ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2019, თბილისი, საქართველო გიორგი კვარაცხელია - მესამე ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2019, თბილისი, საქართველო გიორგი კვარაცხელია - მესამე ადგილი ცხენოსნობა - გერმანიის ღია პირველობა 2019, გერმანია შალვა გაჩეჩილაძე - პირველი ადგილი სამბო - არჩილ ჩოხელის მემორიალი 2014, თბილისი, საქართველო ივანე გაჩეჩილაძე 57კგ - მეორე ადგილი ცხენოსნობა - მსოფლიო თასი 2019, თბილისი, საქართველო შალვა გაჩეჩილაძე - მესამე ადგილი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 24 მარტი, 2021 Author Posted 24 მარტი, 2021 ეს კაი და, ვინმე დადიოდით? გამოცდილება ან რეკომენდაციები მაინტერესებს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 თბილისის ზღვაზეა კლუბი როგორც ვიცი, ილიაუნის სპორტის ფაკულტეტის გაკეთებული თუ რაღაც ეგეთი. წლების წინ ერთ-ერთი მწვრთნელი მეპატიჟებოდა გაკვეთილებზე და ვერ გავაღწიე, ახლა კი ვნანობ. ამაზე მაგარი თერაპია და კეთილშობილური სპორტი არ მეგულება Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 http://www.zoo.ge/index.php?page_id=66 აი ამათE ვამბობ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 25 მარტი, 2021 Author Posted 25 მარტი, 2021 @Mulan დაწერეს მაგ კლუბზეც მარა არავინ ყოფილა აქაური როგორც ჩანს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა