Jump to content
×
×
  • Create New...

თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე და შეიარაღების ადგილობრივ წარმოებაზე საუბრობს


Recommended Posts

  • ფორუმელი

თავდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 23 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე, შეიარაღების ადგილობრივ წარმოებასა და უცხოური შეიარაღების შესყიდვაზე ისაუბრა.

გაიხსენა რა ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინთან 4 მარტის სატელეფონო საუბარი, მინისტრმა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მან კოლეგას უთხრა, რომ თავდაცვის უწყება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისის სიღრმეებში არ შევა. „მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს დემოკრატიის წითელ ხაზებს“, – დაამატა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მან ამერიკელ კოლეგას პირობა მისცა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიის დასრულებამდე დარჩებიან. „მზად ვართ ყველგან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით ვიბრძოლოთ მსოფლიო მშვიდობისთვის“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავის მხრივ, „აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის დასაცავად რეგიონში და კერძოდ ჩვენი პარტნიორობისთვის“, რასაც მისივე შეფასებით, „სატელეფონო საუბარი, გაცვლითი ვიზიტები [და] პორტში მათი ფლოტის ვიზიტები“ ადასტურებს.

„ბუნებრივია, ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული რისკები იზრდება რეგიონში და ეს ჩემი პირადი აზრით უფრო ხელს შეუწყობს ნატოში ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას“ – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვის ძალების მზადყოფნის კონტექსტში სამხედრო წარმოების გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „პარტნიორებთან ვმუშაობთ დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე, რაც უახლოეს მომავალში მივა შედეგამდე“, – განაცხადა და დაამატა, რომ ამ მიზნით იგი გასულ თვეს პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობდა.

ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის უწყებამ სუ-25-ის მოიერიშე თვითმფრინავი უკვე გაარემონტა და ყოველ მომდევნო ერთ თვეში ქვეყანას კიდევ ერთი ერთეული რეაბილიტირებული  მოიერიშე თვითმფრინავი ეყოლება.

თავდაცვის მინისტრისვე თქმით, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ აღდგა ადგილობრივი წარმოებაც, პარალელურად კი – საქართველო უცხოური შეიარაღების შესყიდვასაც გეგმავს, მათ შორის, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“,  რომელიც პირველად საქართველომ 2018 წელს, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრობის დროს მიიღო.

ჯუანშერ ბურჭულაძემ 2020 წელს ისრაელთან გაფორმებული ხელშეკრულებაც გაიხსენა, რომლის საფუძველზეც საქართველოს საჰაერო თავდაცვით დანადგარებს „სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება“ და თქვა, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. „ჩვენ პროდუქტს  მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share