Jump to content
×
×
  • Create New...

ბოლნისში კორონავირუსის შემთხვევების გამო, რამდენიმე სკოლა და ბაღი დაიხურა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთისა და ბალაჭის საბავშვო ბაღები დაიხურა და სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

დაიხურა ბოლნისის პირველი ბაღიც. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც რაიონში „კოვიდ-19“-ის 14 შემთხვევა დადასტურდა. ათეულობით ადამიანი იზოლაციაშია გადასული. სკოლები დისტანციურად 12 დღის განმავლობაში იმუშავებენ.

დაბა კაზრეთში კი, სადაც „კოვიდ-19“-ზე ტესტირების ჩასატარებლად ორი ლოკაციაა, მომავალი კვირიდან მობილური ჯგუფი დაემატება, რომელშიც მოსახლეობას ტესტირებას ჩაუტარებენ.

წყარო: 1tv.ge

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   31 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)