Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 კრიპტოვალუტა კარდანომ გასული კვირის მონაცემებით ფასის რეკორდი გაიმეორა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისდამი ინტერესი კვლავაც მზარდია. 27 თებერვალს პირველად მიაღწია კარდანომ 1.48 დოლარის დონეს. იგივე ღირებულება კი 18 მარტსაც დააფიქსირა. Kraken-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს კარდანოს ფასის მაჩვენებლის დიაგრამა, რომლის მიხედვითაც, ზოგადი ზრდის ტენდენციაა გამოყოფილი და ის აშკარად სტაბილურია. თუმცა 23 მარტის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის ფასი შემცირებულია და ის 1.12 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ კარდანოს ფასი ცალსახად ბიტკოინზეა დამოკიდებული. ბიტკოინის კურსის მცირედი ცვლილებაც კი დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, ბოლო დროინდელი ბიტკოინის ფასის მერყეობამ კარდანოზე იმოქმედა, რა დროსაც ფასი 1.38-დან 1.18-ზე დაეცა. კარდანოს ფასის ზრდა კი, როგორც ჩანს, გამოიწვია Coinbase–ის განცხადებამ, სადაც ნათქვამია, რომ ბირჟა კარდანოს დამატებას Coinbase Pro პლატფორმაზე აპირებს. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 მარტს, დღის მეორე ნახევარში, კარდანოს საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 35.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post კარდანოს მიმართ მომხმარებლის ინტერესი გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა