Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 კოვიდ პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერთან ერთად, სპორტდარბაზებიც დაიხურა, სავარჯიშო ატრიბუტიკა დახლებიდან გაქრა. ხალხმა გადაწყვიტა, რომ სავარჯიშო სივრცე სახლში მოეწყო. პირველ რიგში, დახლებიდან ჰანტელები გაქრა, რადგან ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სავარჯიშო ატრიბუტია, თუმცა არსებობს ალტერნატივა „წინაღობის სარტყელის“ სახით. „წინაღობის სარტყელი“ ძალაინ დაუფასებელი სავარჯიშო ატრიბუტია, თუმცა მას შეუძლია დაგეხმაროთ შედეგის გაუმჯობესებაში და ჩაანაცვლოს ჰანტელები. პირველ რიგში, მათი გამოყენება უფრო მრავალმხრივად შეიძლება, ვიდრე ჰანტელების. წინაღობის სარტელის გამოყენება გეხმარებათ ყველა კუნთის ამუშავებაში. როგორც სახელიდან ჩანს, „გამძლეობის რეზინი“ დამატებით წინაღობას ქმნის, მისი გამოყენება გეხმარებათ თქვენი ვარჯიში კიდევ უფრო მეტად დატვირთოთ და გახადოთ ეფექტური. წინაღობის დაძლევა მოითხოვს ძალაას, ძალის გამომუშავება კი ეტაპობრივი და რეგულარული ვარჯიშით ხდება. წინაღობის სარტყელი- როგორც სახელიდანვე ჩანს, ქმნის გარკვეულ წინაღობას, რომლის დაძლევაც უნდა შეძლოთ. მათ კონკრეტული ვარჯიშის გართულება ან პირიქით, გამარტივება შეუძლია; გამოიყენება როგორც სხეულის ზედა, ასევე ქვედა ზონების გასააქტიურებლად. იყენებენ როგორც ძალოვანი, ისე აერობული ვარჯიშების დროს. გამძლეობის რეზინები გეხმარებათ უფრო ეფექტურად შეასრულოთ კარდიო ვარჯიშები. მათი გამოყენებით ეფექტურია ისეთი ვარჯიშების კეთება როგორიცაა, მაგალითად, ჩაჯდომები (სქუათები), rear-delt jacks, ან ბოქსის მოძრაობები. ჰანტელებისგან განსხვავებით, წინაღობის სარტყელი ბევრად მოსახერხებელია თუნდაც სატარებლად, მარტივად თავსდება ნებისმიერ სივრცეში, არ ჭირდება დიდი ადგილი. ამ უპირატესობების გარდა, მას შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს ჰანტელების გამოყენება თავისი მრავალმხრივი დანიშნულებიდან გამომდინარე. მათი გამოყენებისას, თავისუფალი სიმძიმეებისგან განსხვავებით, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდებათ ვარჯიშის შესასრულებლად და არამხოლოდ კუნთის შეკუმშვის მოძრაობისას, არამედ მისი გაშლის მოძრაობისასაც. მაგალითისთვის, ბიცეპსის სავარჯიშოები ჰანტელებით, როდესაც ჰანტელის მიზიდვისას და მკლავის მოხრისას ბიცეპსის კუნთის შეკუმშვა ხდება, ხოლო გაშლისას კი სრული თავისუფლება გაქვთ და კუნთს რეალურად კალორიების წვა არ ესაჭიროება. სახლში სავარჯიშოდ, არსებობს წინაღობის სარტყელის დიდი არჩევანი. TheraBrand-ს აქვს საკმაოდ ფართო არჩევანი, არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ხართ თუ ფიტნესის ფანატიკოსი, წინაღობის სარტყელი ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ. კონკრეტულად ამ ბრენდს აქვს სხვადასხვა შემცველობის სარტყელები, თითო შეკვრაში სამი წინაღობის სარტყელი დევს. ლურჯი ყველაზე მსუბუქია, შავი საშუალო სიძლიერის, ხოლო ვერცხლისფერი ყველაზე რთული წინაღობაა. თუ თქვენ მუდმივად გაადგილება გიწევთ, ხშირად მოგზაურობთ და ამავდროულად გსურთ თქვენი ვარჯიშის რუტინა თან „ატაროთ“, მაშინ Better-ის მინიატურული ზომის წინაღობის სარტყელი საუკეთესო ვარიანტია. 2-9 ინჩამდე ზომის სარტყელი მინიმალურ ადგილს იკავებს როგორც სამოგზაურო ჩანთში, ისე ნებისმიერ ადგილას კომპაქტურად თავსდება. Dynapro ლიდერი ბრენდია წინაღობის სარტყელის წარმოების კუთხით. ყველა სარტყელს მოყვება სიგრძის მარეგულირებელი, რაც ნიშნავას იმას, რომ ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ მისი გამოყენება და სასურველ ზომაზე დაყენება. ყვითელი შეფერილობის სარტყელი ყველაზე მსუბუქია, წითელი საშუალოა, შავი კი ყველაზე ძლიერი. წყარო: Insider.com The post „წინაღობის სარტყელი“ უფრო პორტატული და მრავალმხრივია, ვიდრე ჰანტელები appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა