Jump to content
×
×
  • Create New...

რა უპირატესობა აქვს სპინინგის ჯგუფურ გაკვეთილებს?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ეჭვგარეშეა, რომ სპინინგის გაკვეთილები ძალიან სასარგებლოა სხეულისთვის, განსაკუთრებით კი სახსრებისთვის. თუ სახსრების პრობლემა გაწუხებთ, სირბილსა და სხვა მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების შესრულებას, ჯობია დაესწროთ სპინინგის გაკვეთილებს და შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

სპინინგი საკმაოდ სასიამოვნო კარდიო ვარჯიშია, ჯგუფურად ყველა მართავს  სტატიკურ ველოსიპედს, ფონად ენერგიული მუსიკა კი გმატებთ მოტივაციას ბოლომდე შეასრულოთ დღის სავარჯიშო გეგმა.

ბევრ ადამიანს მოსწონს, როცა ვარჯიშის დროს ამხნევებენ, ეს მათ მოტივაციას ამაღლებს. სპინინგის გაკვეთილებსაც სწორედ ეს ფუნქცია აქვს, ინსტრუქტორი არ მოგცემთ გაჩერების საშუალებას.

სპინინგის უარყოფითი მხარეები

სპინინგი ძალიან ეფექტური კარდიო ვარჯიშია ზედმეტი კილოგრამების და კალორიების დასაწვავად, თუმცა არც ისე ეფექტურია კუნთოვანი მასის ზრდისთვის. სპინინგთან ერთად, თუ ძალისმიერ ვარჯიშებსაც გააკეთებთ, შედეგი ბევრად ეფექტური იქნება.

ხშირად სპინინგ კლასი ერთ საათიანია, ამდენი დრო კი ბევრს არ აქვს, თუმცა არსებობს უფრო ცოტახნიანი, 30-40 წუთიანი გავკეთილებიც და შეგიძლიათ ნაკლებად ხანგრძლივი გაკვეთილები აირჩიოთ. ნამდვილად არ ინანებთ, რადგან ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მსგავსი ტიპის გაკვეთილები გეხმარებათ განწყობის ამაღლებაში.

სპინინგის დროს, კალორიების წვის სქემა

მარტივი – ამ დროს, 30 წუთის განვამლობაში 233 კალორია იწვება, 45 წუთში – 350, ხოლო 60 წუთში 466;

ზომიერი – 30 წუთის განმავლობაში 350 კალორია იწვება, 45 წუთში – 525, ხოლო 60 წუთში 700 კალორია;

ენერგიული – 30 წუთში 416 კალორია იწვება, 45 წუთში 625, 60 წუთში – 833.

შეჯამება

სპინინგის გაკვეთილები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სახსრების პრობლემა აქვს და ასევე უყვარს ჯგუფური ვარჯიშები. მიუხედავად ამისა, თუ კუნთოვანი მასის მომატება გსურთ, სპინინგთან ერთად მნიშვნელოვანია ძალისმიერი ვარჯიშების კეთება. თქვენს სავარჯიშო გეგმაში გაითვალისწინეთ სპინინგის დროც, მხოლოდ სპინინგის გაკვეთილებზე დასწრება ეფექტური არ იქნება.

წყარო: Myprotein.com

The post რა უპირატესობა აქვს სპინინგის ჯგუფურ გაკვეთილებს? appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   35 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 35 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)