Jump to content
×
×
  • Create New...

სალომე ჯაშის “მოთვინიერებამ” მორიგი ჯილდო მოიპოვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სალომე ჯაშის “მოთვინიერებამ” საერთაშორისო კინოფესტივალზე Cinema Du Reel ახალგაზრდა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

“მოთვინიერება” შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჰობის, ხეების შეგროვებას ეხმიანება. სურათს წინა პლანზე ადამიანისა და ბუნების მეტოქეობის თემა აქვს წარმოჩენილი, რომელიც საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე ვითარდება.

“მოთვინიერების” პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა კრიტიკოსების დადებით შეფასებები დაიმსახურა. სურათი 2021 წლის ბერლინალეს ერთერთი სექციის, “ფორუმის” მონაწილე იყო.

Cinéma du Réel დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში 1978 წლიდან იმართება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს 200 დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს. ფესტივალის 2021 წლის გამოშვება 12-21 მარტს გაიმართება.

ამავე თემაზე:

The post სალომე ჯაშის “მოთვინიერებამ” მორიგი ჯილდო მოიპოვა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share