Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 საქართველოში, მოქალაქეთა 22 პროცენტს მიაჩნია, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა ყურადღება განათლების საკითხებზე უნდა გაამახვილოს. შესაბამის მონაცემებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო თებერვალში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის თანახმად აქვეყნებს. „ახალ პარლამენტზე თუ იფიქრებთ, რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს პარლამენტმა ყურადღება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში?“, – ასე ჟღერდა კითხვა, რომლითაც ინტერვიუების დროს მოქალაქეებს მიმართეს. საქართველოს მოქალაქეები სამ ძირითად პრიორიტეტს შორის, რომელზეც პარლამენტმა მომდევნო ერთი წლის გამავლობაში უნდა იმუშაოს განათლებას მესამე ადგილზე ასახელებენ. პირველ-მეორე ადგილს კი ეკონომიკა და ჯანდაცვა ინაწილებს. რაც შეეხება ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, მოსახლეობის 36 პროცენტი უარყოფითად, 14 პროცენტი კარგად და 38 პროცენტი საშუალოდ აფასებს. „შემოვიღოთ შეფობის პრინციპი სკოლებში“ – განათლების კომიტეტის წევრის ინიციატივა პარლამენტს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა