Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი მიქაუტაძე – სანიოლთან საუბარმა ძალიან გამახარა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

სერენის“ 20 წლის თავდამსხმელმა „მოლენბეკთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ბელგიურ გამოცემა walfoot-თან საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე ილაპარაკა.

გიორგი მიქაუტაძე ახლახან მიიწვიეს საქართველოს ნაკრებში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 25 მარტს შვედეთთან გასვლითი მატჩით იწყებს.

„არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? ამ უკანასკნელმა უფრო სწრაფად იმოქმედა. დიდხანს არ ვიყოყმანე. შემდეგ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დამირეკა და ჩემი ნაკრებში ჩამოსვლის საკითხი განვიხილეთ. მან თქვა, რომ ნაკრებში დანიშვნის შემდეგ მაკვირდებოდა. ჩემი სისწრაფე, შეტევაში მრავალფეროვნება და დაგვირგვინება აღნიშნა. ამან ძალიან გამახარა. მთელი ოჯახი ჩემით ძალიან ამაყობდა. ახლა ყველა ღონე უნდა ვიხმარო, გუნდს შესარჩევ ეტაპზე რომ დავეხმარო”, – ამბობს ბელგიის მეორე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი (18 გოლი გაიტანა).

ლიონის „ოლიმპიკში“ გაზრდილი მოთამაშე ნაკრებში მიწვევით ამაყია და შეკრებას მოუთმენლად ელის. მან კომენტარი საქართველოს ნაკრების ჯგუფზეც გააკეთა, სადაც ჩვენი მეტოქეები არიან შვედეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და კოსოვო.

„ჩემთვის დიდი პატივია, ჩემს ქვეყანას რომ წარმოვადგენ – ამას ბავშვობიდან ველოდი. ახლა მე დამირეკეს და თავის გამოსაჩენად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოხვდით და აქედან გასვლა კარგი ამოცანაა, იმის მიუხედავადაც, რომ ეს ძალიან რთული იქნება. რა მოხდება, კარგად თუ ვითამაშებ და თუ ვიმღერებ? დიდად სიმღერა არ მიყვარს”, – თქვა „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელმა.

გიორგის მიზანი აქვს „სერენთან“ ერთად ბელგიის მეორე ლიგაში მეორე ადგილი დაიკავოს.

„ზაფხულში „სერენში“ იჯარით გადავედი და შევძელი მეჩვენებინა, რომ თამაში შემიძლია. ახლა თითებს ვიფშნეტთ, რომ ბელგიის მეორე ლიგაში მეორე ადგილი დავიკავოთ და გადასასვლელი მატჩი ვითამაშოთ. საამისოდ, ბოლო ოთხი შეხვედრისას ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა მოვიგოთ“.

The post გიორგი მიქაუტაძე – სანიოლთან საუბარმა ძალიან გამახარა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 197 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(11)
    • Chrome(11)
    • Facebookexternalhit(2)