Jump to content
×
×
  • Create New...

ბითაძის 10 ქულა 19 წუთში – „მილუოკიმ“ შეხვედრის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „მაიამი ჰიტთან“ ჩატარებული მძიმე შეხვედრის შემდეგ „მილუოკი ბაქსის“ ესტუმრა და 113:140 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელს, ამჯერად 18 წუთი და 49 წამი ჰქონდა თავის გამოსაჩენად. ამ დროში მან 10 ქულა, 5 მოხსნა (2 დაცვაში, 3 შეტევაში) და 1 დაფარება დააგროვა. ბითაძემ შვიდიდან ოთხი ბურთი ჩააგდო საშუალოდან, პერიმეტრიდან სამჯერ ისროლა და ერთხელ ზუსტად. გოგამ ერთიდან ერთი საჯარიმოს სროლა გამოიყენა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ცენტრს მაშინაც მოუწია თამაში, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მას წინა შეხვედრებისგან განსხვავებით თავის გამოსაჩენად შედარებით უფრო მეტი დრო ჰქონდა, რაც გამოიყენა.

GOGA ?pic.twitter.com/IexwllJEo8

— Indiana Pacers (@Pacers) March 23, 2021

რაც შეეხება შეხვედრას, „მილუოკიმ“ პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა ყველაფერი, როცა მეტოქეს 48 ქულა ჩაუგდო და 24 ქულით გაექცა. საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 28 ქულითა და 14 პასით გაიფორმა. კარგი მატჩი ჰქონდა კრის მიდლტონსაც, რომლის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასია, ორმაგი დუბლი გაიფორმა ბობი პორტისმაც, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „ინდიანადან“ საუკეთესო 22 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით დომანტას საბონისი იყო. ჯერემი ლემბმა 21 ქულა დააგროვა, კონნაუტონმა და მაკდერმოტმა 20-20.

გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 25 მარტს „დეტროიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

The post ბითაძის 10 ქულა 19 წუთში – „მილუოკიმ“ შეხვედრის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share