Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა – ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა და ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს. მსგავსი: სამეგრელოს დერბი მარტვილელებმა მოიგეს #1TVSPORT ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩერეს „ჩიხურამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 21-ე წუთზე ანგარიში საჩხერელთა კაპიტანმა ლაშა ჩიკვაიძემ გახსნა. საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე „ჩიხურას“ თავდამსხმელმა თორნიკე მეტრეველმა დააფიქსირა. საგარეჯოში „გარეჯმა“ წინა ტურში „რუსთავთან“ წაგების შემდეგ „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მე-16 წუთზე თბილისელთა კარი ბიჭიკო გედენიძემ აიღო, 34-ე წუთზე კი თავი გიორგი კურმაშვილმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ საჩხერელებმა და საგარეჯოელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს. The post ლიგა 2-ში ტური დასრულდა – „ჩიხურამ“ და „გარეჯმა“ პირველი გამარჯვებები იზეიმეს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა