Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (featherweight) ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი აქვს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირას UFC 260-ის ფარგლებში ჩასატარებელი სატიტულო ბრძოლა ვოლკანოვსკისა და ბრაიან ორტეგას შორის აღარ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ UFC 260 მიმდინარე კვირას (28 მარტი) შედგება. ღონისძიებაზე თავდაპირველად ორი სატიტულო ბრძოლა იყო ჩანიშნული, თუმცა ვოლკანოვსკის დადებითი კოვიდ-ტესტის გამო, ქარდზე მხოლოდ ერთი საჩემპიონო დაპირისპირება შედგება. სტიპე მიოჩიჩი ფრენსის ნგანუს კარიერაში მეორედ შეხვდება. pic.twitter.com/TFFvTXe08U — Alex Volkanovski (@alexvolkanovski) March 21, 2021 ალექს ვოლკანოვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ COVID 19-ის ტესტები ლას ვეგასის „ბაბლში“ მოხვედრამდე რამდენიმეჯერ გაიარა. მესამე ტესტის პასუხი დადებითი გამოდგა. UFC-ში აცხადებენ, რომ ვოლკანოვსკისა და ორტეგას სატიტულო ბრძოლის თარიღი შეიცვლება და უახლოეს მომავალში დაანონსდება. The post ვოლკანოვსკის კორონავირუსი დაუდასტურდა – ორტეგასთან ბრძოლა მიმდინარე კვირას აღარ შედგება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა