Jump to content
×
×
  • Create New...

მე-7 და მე-8 კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადათარგმნიან


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებისთვის, გრიფირებულ სახელმძღვანელოებს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე გადათარგმნიან. თარგმნის მომსახურების შესყიდვას  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დაჩქარებული წესით ითხოვს და  638 617.77 ლარის გადახდას აპირებს.

სააგენტო რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე VIII კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების (ქიმია, ისტორია, მოქალაქეობა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა) და VII კლასის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თარგმნას გეგმავს.

„სახელმძღვანელოების რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნის გარდა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ნათარგმნი სახელმძღვანელოების კორექტირება, სტილისტური გასწორება, სამეცნიერო რედაქტირება (დარგის სპეციალისტის მიერ) და დაკაბადონება. შესაბამისად, სააგენტოსთვის წარდგენილი გამოსაცემად გამზადებული საბეჭდი ფაილის (სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ 3600) მომზადება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და უშუალოდ სასკოლო სახელმძღვანელოების თარგმნის გამოცდილებას. ამასთან, სახელმძღვანელოები უნდა იყოს ნათარგმნი შესაბამისი საგნის და ენისთვის მორგებული ტერმინოლოგიით და გრამატიკული შესატყვისობებით და ზედმიწევნით უნდა შეესაბამებოდეს ორიგინალს“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის უწყების მიერ გაგზავნილ მიმართვაში.

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო – გადაწყვეტილება 18 ივნისამდე უნდა გამოცხადდეს

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share