Jump to content
×
×
  • Create New...

ბრაზილიაში კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

bitcoinbrazil-300x141.jpg

ბრაზილიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გასული ერთი კვირის განმავლობაში დაამტკიცა და ხელმისაწვდომი გახადა ბანკებისათვის ორი კრიპტოვალუტის სერვისი.

პირველი ეს არის ბიტკოინი, რომელსაც 100%-ით უჭერს მხარს, ხოლო მეორე სერვისია ხუთი კრიპტოვალუტისაგან შემდგარი ჯგუფი.

აღნიშნული, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის უფრო მარტივ კავშირს შეერთებულ შტატებთან, რადგან ბრაზილიის მარეგულირებელი ისევე, როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილია.

ორივე ორგანო ერთიანდება ფასიანი ქაღალდების კომისიების სახელწოდების ქვეშ. ვაჭრობა სრულად იქნება ნებადართული ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე, მეტიც ორმა ადგილობრივმა ბანკმა Itaú-მა და BTG Pactual-მა უკვე განაცხადეს, რომ კომისიის მიერ დამტკიცებულ ბირჟებს მომსახურეობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

QR Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო კარვალიო ამ ამბავს ბრაზილიის კაპიტალის ბაზარზე ინოვაციის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში წამყვანმა ბრაზილიურმა ბირჟამ, Mercado Bitcoin–მა რეგიონალური გაფართოება დაანონსა. ბირჟის სავარაუდო ორიენტირად ჩილე, მექსიკა და არგენტინა დასახელდა.

The post ბრაზილიაში კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share