Jump to content
×
×
  • Create New...

კაკაბაძე „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ტენერიფეს“ ქართველი მოთამაშე ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სათამაშო პრაქტიკით ჩამოდის.

ტენერიფე“ ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „მალაგას“ ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ესპანურ გუნდში 2020 წელს გადავიდა, მაგრამ დიდი ხანი სათადარიგოთა შორის ხვდებოდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის მიგელ რამისმა მას შანსი მხოლოდ ბოლო დროს მისცა – წინა ტურში შეცვლაზე ათამაშა, ბოლო მატჩში კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ეს დეკემბრის შემდეგ პირველად მოხვდა. რაც მთავარია, კაკაბაძემ ნდობა გაამართლა და კარგად ითამაშა.

ანგარიში „მალაგას“ მცველმა ლუის მუნიოსმა 23-ე წუთზე გახსნა. „ტენერიფე“ არ დანებდა და მატჩის მიწურულს, 79-ე წუთზე, რამონ ფოლჩმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

30 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ ლა ლიგა 2-ში 40 ქულით მე-11 ადგილზეა. გუნდს თეორიულად ჯერ კიდევ აქვს შანსი, ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლოს, რადგან გადასასვლელი მატჩის ზონაში მყოფ „რაიო ვალეკანოს“ 6 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი 12 ტურია დარჩენილი.

ამ მატჩის შემდეგ ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა, რომელიც 22 მარტს თბილისში დაიწყება. „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოემზადებიან.

?@KakabadzeOto has been called up by #Georgia?? for the following #WorldCup2022 qualifiers:

? 25/3 ???? (?#Solna).
? 28/3 ????? (?#Tbilisi).
? 31/3 ???? (?#Saloniki).#InternationalCDT pic.twitter.com/xKl06CB8mC

— CD Tenerife (@CDTOfficialEN) March 17, 2021

The post კაკაბაძე „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share