Guest Georgia Posted 21 მარტი, 2021 Posted 21 მარტი, 2021 ესპანეთის ჩემიონატის 28-ე ტურის მატჩში „სევილიამ“ „ვალიადოლიდთან“ ფრე ითამაშა -1:1. ეს შეხვედრა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა „სევილიელთა“ მეკარის, ბონოს გოლი, რომელიც გოლკიპერმა მატჩის უკანასკნელ წუთებზე (94-ე) გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე „ვალიადოლიდმა“ „სევილიას“ კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს უგებდა. „სევილია“ მეკარე ბონომ იხსნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, შექმნილი არეულობით ისარგებლა და საკუთარი „კოლეგის“ კარი აიღო. ლა ლიგას სატურნირო ცხრილში „სევილია“ მეოთხე პოზიციაზეა, „ვალიადოლიდი“ კი მე-16 ადგილზე იმყოფება. UN HÉROE LLAMADO BONO “El @SevillaFC nunca se rinde”#RealValladolidSevillaFC #LaLigaSantander pic.twitter.com/mILHZ65kGG — LaLiga (@LaLiga) March 20, 2021 The post „სევილიას“ მეკარემ „ვალიადოლიდს“ ბურთი 94-ე წუთზე გაუტანა და გუნდი დამარცხებას გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა