Jump to content
×
×
  • Create New...

იჰლავის კინოფესტივალი პროდიუსერებისთვის ტრენინგს გამართავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

იჰლავის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალის ფარგლებში პლატფორმა Emerging Producers, პროდიუსერებისთვის ტრენინგს გამართავს.

Emerging Producers ჩეხეთის ქალაქში მეათედ გაიმართება. ტრენინგი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისთის, შვეიცარიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პროდიუსერებისთვის ჩატარდება. წელს მოწვეული ქვეყანაა სამხრეთ კორეა.

ტრენინგის პირობები:

  • პროდიუსერები რამდენიმეწლიანი გამოცდილებით(სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გარდა), პროფესიული ზრდისა და ევროპულ კინობაზარზე გამოჩენის სურვილით.
  • მონაწილეს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთ საშუალო ქრონომეტრაჟის დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მონაწილეობდა კინოფესტივალზე ან ჰქონდა თეატრალური რელიზი
  • წარსული ვორკშოპების გამოცდილება პრიორიტეტულია
  • პროგრამა არ არის პროექტებზე ორიენტირებული. აპლიკანტები არ წარადგენენ მიმდინარე ფილმს, ტრენინგის მიზანია ინდივიდუალური განვითარება.
  • ტრენინგს დაესწრება 18 პროდიუსერი, შერჩეული კანდიდატების ვინაობა მიმდინარე წლის ივლისში გახდება ცნობილი.
  • სამუშაო ენა: ინგლისური (თარჯიმნის გარეშე)
  • ტრენინგის ღირებულება 1400 ევრო
  • განაცხადების მიღების დედლაინი 2021 წლის 31 მარტი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

The post იჰლავის კინოფესტივალი პროდიუსერებისთვის ტრენინგს გამართავს appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share