Jump to content
×
×
  • Create New...

მაიამის „მასტერსზე“ ნოვაკ ჯოკოვიჩიც არ ითამაშებს – ფლორიდაში ტოპ100-ის 28 ჩოგბურთელი არ მიემგზავრება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უარი თქვა მაიამის „მასტერსში“ მონაწილეობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

„უმჯობესია, ეს დრო საკუთარ ოჯახს მივუძღვნა. მსოფლიო რთულ სიტუაციაშია, ასე რომ, საჭიროა ბალანსის პოვნა პირადსა და პროფესიას შორის“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ნოვაკმა.

პირველად ბოლო 17 წელიწადში, მაიამის „მასტერსი“ „დიდი სამეულის“ მოთამაშეების გარეშე ჩაივლის. TOP5-ის ჩოგბურთელთაგან ფლორიდაში მხოლოდ რუსი დანიილ მედვედევი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი ითამაშებენ.

საერთო ჯამში, მაიამიში ვერ ვიხილავთ რეიტინგის პირველი ასეულის 28 ჩოგბურთელს: ნოვაკ ჯოკოვიჩს, რაფაელ ნადალს, დომინიკ ტიმს, როჯერ ფედერერს, გაელ მონფილსს, პაბლო კარენიო-ბუსტას, სტენ ვავრინკას, ბორნა ჩორიჩს, ფილიპ კრაინოვიჩს, გვიდო პელიას, რიშარ გასკეს, ნიკ კირგიოსს, ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას, პაბლო ანდუხარს, კაილ ედმუნდს, ჟო-ვილფრიდ ცონგას, ჟილ სიმონს, პაბლო კუევასს, კორენტენ მუტეს, ლუკ პუიეს, მარკო ჩეკინატოს, ხუან-იგნასიო ლონდეროს, რობერტო კაბრალიეს-ბაენას, ანდრეას სეპის, ნორბერტ გომბოშს, ხაუმე მუნიარს, დენის ნოვაკსა და ატილა ბალაშს.

The post მაიამის „მასტერსზე“ ნოვაკ ჯოკოვიჩიც არ ითამაშებს – ფლორიდაში ტოპ100-ის 28 ჩოგბურთელი არ მიემგზავრება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   17 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 15 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(16)
    • YandexBot(6)