Jump to content
×
×
  • Create New...

უცნაურია


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Katutu said:

ვახსენე უკვე თეორიულიც და რეალური მაგალითებიც, მეტი რაღა დავწერო

არ დაგიწერია არაფერი რაც სასამართლოში თავდაცის საფუძვლად გამოდგებოდა :gigi:

ერთადერთი რაც დაწერე არის ის რომ შენ, როგორც იმ დღეს აგიდგება, ისე გადაწყვეტ რაღაც თანხა ოჯახზე მოკლებული არის თუ არა.

აი ხელს რა შეგიძლის იმაში რომ ის PS5-ის ფული, რომ ჰქონდეს და იყიდოს, ჩათვალო ოჯახზე მოკლებულად?

ის რომ არ ეყიდა ხო ჭერის შესაცვლელ ფულს მიამატებდი, ან ზალის გასარემონტებელს, ან რუმინული ტროიკის საყიდელს?

Share on other sites

7 minutes წინ, Damnoc said:

არ დაგიწერია არაფერი რაც სასამართლოში თავდაცის საფუძვლად გამოდგებოდა :gigi:

 

სასამართლოში რატომ უნდა გამოდგეს თავდასაცავად? შენ ოჯახზე გაქვს საუბარი თუ დაყაჩაღებაზე? მანდ ბევრი ნიუანსია

 

8 minutes წინ, Damnoc said:

აი ხელს რა შეგიძლის იმაში რომ ის PS5-ის ფული, რომ ჰქონდეს და იყიდოს, ჩათვალო ოჯახზე მოკლებულად?

 

მაშინ ჩაითვლება ოჯახზე მოკლებულად, როდესაც პრიორიტეტში მე-5 ადგილზე დგას და პირველზე, მაგალითად, ბავშვებისთვის სკოლის წიგნების ყიდვაა, მიხვდი? 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Katutu said:

სასამართლოში რატომ უნდა გამოდგეს თავდასაცავად? შენ ოჯახზე გაქვს საუბარი თუ დაყაჩაღებაზე? მანდ ბევრი ნიუანსია

ყველაფერი რაც კონკრეტულად არ არის გაწერილ-შეთანხმებული იქნება ინტერპრეტირებული ისე როგორც იმ მიმენტში აწყობს ადამიანს. ის კი არა და ეგეც ვერ არის გარანტია.

შავით თეთრზე წერია "არა კაც ჰკლა"-ო და ხშირად ადეკვატურ ინტერპრეტაციად იქნა მიღებული "ურჯულოები ხალხი არ არიან"-ო.

7 minutes წინ, Katutu said:

მაშინ ჩაითვლება ოჯახზე მოკლებულად, როდესაც პრიორიტეტში მე-5 ადგილზე დგას და პირველზე, მაგალითად, ბავშვებისთვის სკოლის წიგნების ყიდვაა, მიხვდი?

ვინ განსაზღვრავს უფრო ზემოთ პრიორიტეტში PS5 უნდა იყოს თუ რუმინული ტროიკა?

მოდი ამ პასუხის დროს ცოტა ხანი აღარ გინდა დრამატიზაცია და "won't somebody think of the children?".

ბავშვებს არ შიათ, ტანსაცმელიც აქვთ, ჭერიდან წყალი არ ჩამოდის, ზამთარში არ ვიყინებით. კიდევ რამდენი პირობა უნდა შესრულდეს სანამ PS5-ის დრო მოვა? ან ვინ განსაზღვრავს მაგას?

Share on other sites

@Damnoc

თუ გაქვს იმხელა შემოსავალი რომ თან არც ოჯახს მოაკლო და არც თავად მოიკლო, მაშინ იგლიალე ოქრო, ვერავინ გაგამტყუნებს

არც რუმინული ტროიკა და არც პს5 არ იქნება პრიორიტეტში იქ სადაც ოჯახის მოთხოვნილებებია, იქნება ეს ბავშვები, ჭერის გადახურვა თუ ზამთარში გათბობა. ეს არის ჩემი პირადი აზრი. 

მოდი ერთხელ ვიტყვი და დავასრულებ, გასაგებია შენი პოზიცია და პასუხს აქ ვერავისგან მიიღებ, გარდა იმ დროისა როდესაც თავად გეყოლება (არ ვიცი გყავს თუ არა) ოჯახი. პრიორიტეტები ლაგდება ადამიანის პიროვნებიდან და მისი ფასეულობებიდან გამომდინარე. მაშასადამე, პრიორიტეტებს განსაზღვრავს ცოლ-ქმარი ერთად და შეთანხმებულად. ზოგ ადამიანს პრიორიტეტში აქვს გართობა და მეორე ადგილზე აქვს ოჯახის კეთილდღეობა, ზოგს პირიქით. ჩემი აზრით ოჯახის ყოლა მოიაზრებს პასუხისმგებლობას და ეგოიზმის გვერდზე გადადებას. თუ ოჯახი შექმნეს ისეთმა კაცმა, ვისთვისაც საკუთარი კარგად ყოფნა დგას ოჯახის კეთილდღეობაზე მაღლა და ისეთი ქალი, ვისაც პრიორიტეტები პირიქით აქვს, ასეთ ოჯახს დიდხანს სიცოცხლე არ უწერია. 

 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Katutu said:

თუ გაქვს იმხელა შემოსავალი რომ თან არც ოჯახს მოაკლო და არც თავად მოიკლო, მაშინ იგლიალე ოქრო, ვერავინ გაგამტყუნებს

სამეცნიერო ინტერესში ვარ უბრალოდ ჩავარდნილი, ვერ გესმის რას ვამბობ თუ არ :gigi:

 

 

საჯარო ტენდერს ვაცხადებ რომ ოჯახიანი ხალხი შემოხვიდეთ და მაგალითი გვითხრათ ცხოვრებაში თუ გინახავთ "ზედმეტი" ფული როგორია.

ანუ ისეთი რომელიც ოჯახის ერთმა წევრმა რომ საკუთარ თავზე დახარჯოს, ეგოისტურად, ის ოჯახს არ მოაკლდება.

Share on other sites

@Damnoc გავიგე რასაც ამბობ, რაოდენობას გულისხმობ. მაგას კიდევ ვერავინ გეტყვის. კონკრეტულად იმ მომენტში რა იქნება საჭირო არავინ იცის და ამიტომაც გითხარი, აპრიორი წყვილის პრიორიტეტებზე იგება მსგავსი გადაწყვეტილებები. 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Katutu said:

კონკრეტულად იმ მომენტში რა იქნება საჭირო არავინ იცის

ხო ხვდები რა თემაა, მიზეზი არსებობს რატომაც ყველა მნიშვნელოვან სასამართლოში კენტი რაოდენობის მოსამართლეა.

ის რომ "ხო რავი როგორმე შევთანხმდებით" არის კარგ ვარიანტში ოპტიმისტური მიდგომა და უფრო რეალისტურში ჩვეულებრივი დელუზია.

გარანტირებულად იქნება საკითხები სადაც ხმების რაოდენობა 1:1 გაიყოფა და ყველა თავისას მიაწვება. თვალების ფართოდ დახუჭვით ეს არ შეიცვლება.

 

მე მკიდია ბავშვებს რცხვენიათ თუ არა რომ აიფონები არ აქვთ. შენ არ გკიდია. ფული ჩემი გამომუშავებულია. რა ვქნათ?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share