Guest Georgia Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 ზუგდიდში დაბადებულმა და ამჟამად, ისრაელში მოთამაშე ლევან კუტალიამ, რომელსაც წლების მანძილზე არაერთ ქართულ თუ უცხოურ კლუბში უთამაშია, საკუთარი ქალაქის გუნდს, „ოდიში 1919“-ს საჩუქარი გადასცა, – ინფორმაციას „ოდიში 1919“-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელის“ ქართველმა ლეგიონერმა, ლევან კუტალიამ ზუგდიდურ გუნდს საჩუქრად სათამაშო ფორმები გადასცა. საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, ლევან კუტალიას ინიციატივას მიესალმება და გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის – ისრაელში კი საფეხბურთო კარიერაში წარმატებებს უსურვებს“, – წერია „ოდიში 1919“-ს ადმინისტრაციის განცხადებაში. ზუგდიდელ ლევან კუტალიას საფეხბურთო კარიერაში სხვადასხვა კლუბში უთამაშია – ზუგდიდის „მგლებში“ (2007-2008), სარაევოს „სლავიაში“ (2008 -2010), „ზრინსკიში“ (2011), ზუგდიდის „ბაიაში“ (2012), „ზესტაფონში“ (2013), „ზუგდიდში“ (2015), მარტვილის „მერანში“ (2015), ზუგდიდის „ოდიში 1919“-ში (2016), ქობულეთის „შუქურაში“ (2016-2017), ქუთაისის „ტორპედოში“ (2017-2018), „დინამო თბილისში“ (2019), პავლოდარის „ირტიშში“ (2020), თელ-ავივის „ჰაპოელში“ (2020), უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. შეგახსeნებეთ, რომ 2019 წელს ლევან კუტალია „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა და 20 გოლით, სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში კი ბოლო გუნდი ლევან კუტალიასთვის 1სწორედ „ოდიში 1919“ იყო. The post კუტალია ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს ფორმებით დაეხმარა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა