Jump to content
×
×
  • Create New...

სიმართლის ჯაჭვი


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Artie said:

აღწერე შენი სასურველი ცხოვრება. როგორს წარმოიდგენდი.

ცხვორება ქვის ხანის პირობებში. ანუ არა მარტო მე ან ხალხის პატარა ჯგუფი რომ ვცხოვრობდეთ ასე, არამედ მთელი დედამიწის მოსახლეობა ისე ცხოვრობდეს, რომ მეტალის ელემენტარულ დამუშავებაზეც კი უარს ამბობენ, დანარჩენ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესზე რომ არაფერი ვთქვათ.

 

განათლების სისტემის მესვეურთა უმოწყალო გინების სურვილი გაგჩენია?

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ანათლების სისტემის მესვეურთა უმოწყალო გინების სურვილი გაგჩენია?

არა, მაგრამ ახი იქნებოდა მათზე.

ამერიკულ თინეიჯერულ ფილმებში რომ წვეულებებია, ოდესმე მოგდომებია იქ ყოფნა?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

ისეთი თამაშები, სადაც ღიაობაა საჭირო, ვერასდროს ვერ ქაჩავდა მოზამბიკში კიარადა საქართველოში. 

კითხვის დასმაც კი გატრუხებულია. რადგან კითხვა კითხვის ავტორზე ბევრს ამბობს. ვისაც რა აინტერესებს რეალურად, არ იკითხავს. 

 

რამე ტრუხა თამაშები ცადეთ

 

 

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი

@ტირანოზავრიკი ბევრის რა გითხრა, მაგრამ ხშირად რაღაცას კი ამბობს, ეს მართალია.

თუმცა არ გეთანხმები იმაში, რომ დასმულ შეკითხვებზე თანაფორუმელისგან პასუხი არ გვაინტერესებს. 

კარგი, ხანდახან შეიძლება ფორმალობისთვის დავსვათ შეკითხვა, თამაშის წესი რადგან ითხოვს ამას. მაგრამ არამგონია ეს ხშირი შემთხვევა იყოს. 

მე პირადად მართლა მაინტერესებდა & მაინტერესებს. 

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
44 minutes წინ, Artie said:

ამერიკულ თინეიჯერულ ფილმებში რომ წვეულებებია, ოდესმე მოგდომებია იქ ყოფნა?

აქამდე არა, არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ეს შეკითხვა რომ წავიკითხე, მომინდა :) 

 

გყავს უცხოელი მეგობარი?

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Artie said:

თუმცა არ გეთანხმები იმაში, რომ დასმულ შეკითხვებზე თანაფორუმელისგან პასუხი არ გვაინტერესებს. 

 

ეგ როგორ არ გვაინტერესებს, მაგრამ არ გვინდა იცოდნენ ჩვენ რა გვაინტერესებს, რას ვფიქრობთ ან ვგრძნობთ. ამიტომ ვერიდებით რეალურ კითხვებს. 

კითხვაში ხომ კითხვის ავროტიც ჩანს და ფეიქ კითხვებში ვიმალებით. ფლეიმებიც იმიტომაა უფრო აქტიური ყველა ფორუმზე, ვიდრე ფსიქოლოგია, მაგალითად, რომ აქ არ გევალება გახსნა. თუ გაიჭედე, ტროლინგად გაასაღებ სულაც. 

არ არიან ადამიანები სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად ან ფორუმებზე ერიდებიან გახსნას. არადა აქ უფრო ადვილი უნდა იყოს

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი

@ტირანოზავრიკი მაგაში კრისტალი ხარ.

უბრალოდ, უნდა შემოვუძახოთ თავს, რომ გაჩენილი შეკითხვების უმეტესობაში დასამალი არაფერია. ამიტომ დაე ამოიცნონ ჩვენი ნაწილი, რა პრობლემაა?

მე მაგალითად მრავალი წელია "ვოცნებობ" (ამ სიტყვას ვაჭარბებ) მააგარ თინეიჯერულ ფართიზე მოხვედრაზე.

10 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

 

გყავს უცხოელი მეგობარი?

კი, გერმანელები.

ერთთან დიდი ხანია წელიწადში ერთხელღა თუ მაქვს მოკლე და აღარც ისე საინტერესო საუბრები. მაგრამ დღემდე კარგ ვინმედ ვთვლი.

მეორე ცოტა ხნის წინ გავიცანი. წერილის მეგობარია. ჩვენ (ჯერ) არ მოგვბეზრებია ერთმანეთთან საუბრები. მსიამოვნებს და ზუსტად ვიცი, მასაც. უბრალოდ, კვირაზე მეტია მე მეზარება გერმანულად ვრცელი ტექსტების წერა. ყველაფრის მიუხედავად, მეზარება ტვინის განძრევა. :დ დგას ის მეგობარიც და მოუთმენლად მელოდება. :დ

ოდესმე 'უცხოენოვანი' სიზმარი გინახავს და როგორი შეგრძნება იყო?

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Artie

როგორია, შენს წარმოდგენებში

8 minutes წინ, Artie said:

თინეიჯერულ ფართი

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)