Guest Merlin Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა 30 მარტის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორმა ირმა ხარაზიშვილმა განუცხადა, მასწავლებელმა კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაიტარა, დადებითი პასუხის გამო კი, ვინაიდან მას კონტაქტი ჰქონდა სკოლის მოსწავლეებთან და კოლეგებთან, სწავლის დისტანციურად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. „დისტანციურად გავაგრძელებთ სწავლას 30 მარტის ჩათვლით. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მან ტესტი გუშინ ჩაიტარა, სიმპტომები და გართულებული მდგომარეობა არ ჰქონია. ამ ეტაპზე სხვა არც ერთ მასწავლებელს და მოსწავლეს ვირუსი არ დადასტურებია“, – განაცხადა ირმა ხარაზიშვილმა. მასწავლებლები კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ იტარებენ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა