Jump to content
×
×
  • Create New...

იქნებ კალაძე მართალია?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობისპრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება. მერის თქმით, ამგვარი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება უნდა იყოს. მიზანი კარგია, თუმცა, მთავარი ის არის, მერიის ეს გეგმა როგორ განხორციელდება. დედაქალაქს ამ დრომდე არ აქვს მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა, დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ქალაქში ტრანსპორტის სწორად გადანაწილებისა და ურბანული მოწყობის სქემები.

ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში

დედაქალაქში კერძო ავტომობილების რიცხვმა ბოლო წლებში მკვეთრად  მოიმატა. 2018 წელს ყოველ ათას მოსახლეზე 268 ავტომობილი მოდიოდა და ზრდის ტენდენცია ბოლო წლებშიც გრძელდება. ავტომანქანების რიცხვმა ყველაზე მეტად თბილისში მოიმატა, სადაც, დაახლოებით 500 ათასი ავტომანქანა მოძრაობს. ავტომანქანების რაოდენობის ზრდა საცობებსა და მზარდ გამონაბოლქვს ნიშნავს, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ასეთივე ტენდენციაა რეგიონის სხვა დიდ ქალაქებშიც.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 7%-ით იზრდება. უკვე 1.4 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული. ეს კატასტროფული რიცხვი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ავტოპარკი ძველი ავტომობილების ხარჯზე იზრდება. 450 ათასზე მეტი ავტომობილი 20 წელზე ზე მეტი ასაკის არის.

მოსახლეობის ნაწილი ავტომობილებს ოჯახის სარჩენად ყიდულობს, მეორე კატეგორიას იმისთვის სჭირდება, რომ სახლიდან სამსახურში მივიდეს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი ცუდად არის მოწყობილი. მეტრო, ავტობუსები ძალიან არის გადატვირთული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობა ბევრს აიძულებს კერძო ავტომობილზე გადაჯდეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ალტერნატიული ტრასპორტის განვითარება, როგორიცაა ველოსიპედი, ელექტრონული ტრანსპორტი, მოპედები და სხვა, – ამბობს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.  
ფაქტია, რომ ჯერჯერობით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არაკომფორტული და არცთუ უსაფრთხოა. თბილისში არის უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.

მერიაში ამბობენ, რომ ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლების პროცესი დაწყებულია.

4.jpgახალი მიკროავტობუსები/თბილისის მერია

გვინდა, დამატებით შემოვიყვანოთ, დაახლოებით, 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები. ავტობუსები შესყიდულია და მის მოწოდებას ველოდებით. წლის ბოლომდე თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, თბილისის მიკროავტობუსი მერიის მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსს შემოიყვანს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანია, რომ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს ჰქონდეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი პირობები და შემდეგ მოსახლეობამ თვითონ აირჩიოს, რითი სურს გადაადგილება. სწორედ ამიტომ მოხდა მიკროავტობუსების ტარიფის გათანაბრება და ინტეგრაცია, რათა სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში“, – უთხრეს Business Feed-ს თბილისის მერიაში.

გაამართლა თუ არა ჭავჭავაძის ექსპერიმენტმა

ერთადერთი ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფად ხერხდება, განახლებული ჭავჭავაძის გამზირია, რომლის გადაკეთებამ საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ცალკე გამოყოფილი ავტობუსისა და ველოსიპედის ახალი ზოლების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირზე პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკადს მიენიჭა. კერძო ავტომობილებს მოძრაობისთვის მხოლოდ ერთი ზოლი დარჩათ.

როგორც მერიაში გვითხრეს, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირი არისსანიმუშო ურბანული გადაწყვეტა, სადაც პრიორიტეტები სწორად არის გათვალისწინებული (ფეხით მოსიარულე, არამოტორიზირებული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავტომობილი). ქუჩა ეკუთვნის ადამიანებს და არა ავტომობილებს. შედეგად, 1.5-ჯერ გაიზარდა ქუჩის გამტარუნარიანობის შესაძლებლობა და 5-ჯერ გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიჩქარე.

თბილისის მერია 2020 წელს ჭავჭავაძის მსგავსი დიზაინით სამი ქუჩის – ქეთევან წამებულის, წერეთლის და ვაჟა-ფშაველას რეაბილიტაციას გეგმავდა, მაგრამ პანდემიამ ეს პროექტები შეაჩერა.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ „2021 წელს ქეთევან წამებულის რეაბილიტაცია მაინც აუცილებლად განხორციელდება“.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე არ უნდა მოძრაობდეს სწრაფად. დღეს ჭავჭავაძის გამზირი არის კუნძულივით. მის გაკეთებას აზრი არ აქვს, თუ მგზავრი სხვა ქუჩაზე გაიჭედება. მერია ამბობს, რომ სურს გააკეთოს დერეფნები, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად და სწრაფად იაროს. ეს არის კარგი, მაგრამ საბოლოო შედეგი რომ დავინახოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორია ურბანული განვითარების გეგმა“, – გვითხრა დავით მესხიშვილმა.

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე თბილისის მერია, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, 2 წელია მუშაობს. ის 2020 წლის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ, COVID-19-ის გამო ვადებმა 2021 წლის სექტემბრამდე გადაიწია. ურბანული მობილობის გეგმა 15 წელზე უნდა იყოს გაწერილი და ხელი უნდა შეუწყოს ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ტრანსპორტის სწორად გადანაწილებას.

მერიაში აღიარებენ, რომ თბილისში საცობების გამო ვერ ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დროების დაცვა:

რეფორმის მეორე ეტაპი გულისხმობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარებას, რისთვისაც 2020 წელს ავტობუსებისთვის გამოყოფილი 20 კმის სიგრძის ზოლი დაიხაზა და 2021 წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2.5-ჯერ მეტი მგზავრის გადაყვანას შეძლებს, რაც შეამცირებს მოლოდინის დროს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ სიმჭიდროვეს, – განუცხადეს Business Feed-ს მერიაში.

სპეციალისტების შეფასებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას სხვა არაერთი პრობლემა აქვს. ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს გზების გაბარიტები, რაც ახალმა მშენებლობებმა კიდევ უფრო შეავიწროვა. 

როცა ქუჩის სიგანე არის 4 მეტრი და ორივე მხარეს შენდება 18-20-სართულიანი კორპუსები პარკინგის გარეშე, ცხადია, რომ გზა გადაიტვირთება. სამშენებლო ნებართვები უნდა გაიცემოდეს იმის მიხედვით, რამდენად აქვს წვდომა იმ არეალს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რამდენ კერძო ტრანსპორტს დაიტევს ის კონკრეტული ქუჩა. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ქალაქის განაშენიანებაზე. უნდა რეგულირდებოდეს, როგორი ავტობუსი გვინდა, რა ზომის, ფერის და .. ასევე, უნდა დარეგულირდეს სამშენებლო ნებართვების გაცემა. ჩანს, რომ მერიაში ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს უნდა ეწეროს სტრატეგიულ დოკუმენტში, – ამბობს დავით მესხიშვილი.

The post იქნებ კალაძე მართალია? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   21 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 18 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(4)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(1)
    • Freeman