Jump to content
×
×
  • Create New...

ასტროლოგია დამწყებთათვის


Guest Karma
 Share

Recommended Posts

რითი დავიწყოთ? მოდი, გავიგოთ - რა არის „ასტროლოგია“.
თვითონ სიტყვა „ასტროლოგია“ ქართულად ნიშნავს „ვარსკვლავების მეცნიერებას“. ასტროლოგია წარმოიქმნა ღრმა წარსულში „ვარსკვლავების“ ქვეშ, მაშინ ესმოდათ ყველა ციური ობიექტი (როგორც ღამის, ასევე დღის). ასე რომ, ძველი ასტროლოგების ყურადღების ქვეშ ექცეოდა როგორც ვასკვლავები, ასევე პლანეტები, მთვარე, მზე, კომეტები. იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, თავიდან მოგვიწევს გავიაროთ პატარა ექსკურსია სტრონომიაში. ყველა თქვენგანი სავარაუდოდ, სწავლობდით სკოლაში და გავლილი გექნებათ ასტრონომია. და აი, ამ ბაზაზე გავივლით პატარა ექსკურსს.
დავიწყოთ მზის სისტემით. მზე მდებარეობს მზის სისტემის ცენტრში. ეს ვარსკვლავია. მზის შიგნიდან მილიონობით გრადუსზე მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რის შედეგადაც ანათებს მზე. მზე 109-ჯერ დიდია დედამიწაზე, მასა კი 333000-ჯერ მეტი. დედამიწის დიამეტრი 12740 კმ, ეს საშუალო დიამეტრია, როგორც ასეთი ბურთის ფორმისაა, მაგრამ პოლუსები ოდნავ გაბრტყელებულია მისი ბრუნვის გამო.
მზის გარშემო პლანეტები თავის ორბიტაზე მოძრაობენ. თუ მზე - გავარვარებული აირის ბურთია, მაშინ პლანეტები - შედარებით ცივი სხეულები. მერკურის, ვენერას, დედამიწას, მარსს და პლუტონს აქვთ მკვეთრი მყარი ზედაპირი. გიგანტი პლანეტები კი - იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი თხევად - აიროვანია, თუმცა ცენტრში შეიძლება ქონდეთ მყარი ბირთვი. ყველაზე დიდი პლანეტა - იუპიტერი. ის დიამეტრით 13-ჯერ და მასით 318-ჯერ დიდია დედამიწაზე. პლანეტები თავისით არ ანათებენ, ისინი ირეკლავენ მზის სხივებს. მზის გარშემო თანრიგის მიხედვით ასე მოძრაობენ შემდეგი დიდი პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი.
დიდი პლანეტების გარდა მზი სსისტემაში ასევე გვხვდება პატარა პლანეტები (ასტეროიდები). ყველაზე დიდი ასტეროიდი - ცერერა - აღმოაჩინეს 1801 წელს და მისი დიამეტრია 1000 კმ, დანარჩენი პატარა პლანეტები გაცილებით მცირე ზომისაა. ამჟამად ცნობილია რამოდენიმე ათასამდე ასტეროიდი. ასტრონომები კვლავაც ახდენენ ახალ აღმოჩენებს. მათგან უმეტესობა მოძრაობს მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის.
მზის სისტემაში ასევე გვხვდება კომეტები. კომეტის ბირთვი შედგება ქვებისა და ყინულისაგან, მისი დიამეტრი რამოდენიმე კილომეტრია. კომეტის ორბიტა ძალიან გაჭიმულია. როდესაც კომეტა უახლოვდება მზეს, ყინული დნება და წარმოიქმნება გაზის მტვერის ღრუბელი (კომა), შემდეგ კი კომეტის კუდი.
მზესთან დაშორების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაწილობრივ იფანტება სივრცეში და კვლავ იყინება. ზოგ კომეტას არა აქვს დახურული ორბიტა, ტოვებენ მზის სისტემას და მიდიან სხვა ვარსკვლავებთან. ასევე შეიძლება ჩვენი მზის სისტემაში მოვიდეს სხვა ვარსკვლავიდან.
ზოგიერთი სხეული, მაგალითად ქირონი, რომელიც მოძრაობს სატურნისა და ურანის ორბიტებს შორის, თავისი მახასიათებლით არის პლანეტასა და ასტეროიდ სშორის. ამიტომ ქირონს მისცეს თავისი სახელი - პლანეტოიდი.
მზის სისტემის მოწყობის პრინციპი აღმოაჩინა კოპერნიკმა. ამ სისტემას ეწოდება ჰელიოცენტრული (მზეც ენტრში). მანამდე დომინირებდა პტოლემეოსის სისტემა. ის იყო გეოცენტრული (დედამიწა ცენტრში). ეხლა კი ვიცით, რომ სინამდვილეს ასახავს კოპერნიკას სისტემა. მაგრამ ასტროლოგიაში გამოიყენება გეოცენტრული სისტემა, ე.ი. ასტროლოგიაში ციური სხეულების ურთიერთქმედება განიხილება დამკვირვებლის გადმოსახედიდან, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დგას. ფაქტიურად აქ მხედველობაშია სამმაგი ურთიერთქმედება: კოსმოსი-დედამიწა-დამკვირვებელი.
ახლა კი, რა შეიძლება დაინახოს დამკვირვებელმა დედამიწის ზედაპირიდან?
1 ნახატზე მოყვანილია წარმოსახვითი ციური სფერო - ზედაპირი, რომელზეც წარმოდგენილია ყველა მნათობი, რომელსაც ვხედავთ ცაზე. სფეროს ცენტრში, 0 წერტილში იმყოფება დმკვირვებელი. ჰორიზონტალური სიბრტყე გაივლის წერტილებს 0, ს, ა, ჩ, დ - ეს არის ჰორიზონტის ხაზი სამხრეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთ წერტილებით. ხაზი ჩ.პ. - ს.პ. ე. წ. დედამიწის ღერძი, რომელიც გვევლინება დედამიწის ბრუნვის ღერძის გაგრძელებად. ამ ღერძის დახრის კუთხე თანაბარია დამკვირვებლის გეოგრაფიული განედისა. ბრტყელი სამყაროს პერპენდიკულარული ღერძი, რომელიც გაგრძელებაა მიწის ეკვატორისა ცის სიბრტყეში, ცის სფეროს გადაკვეთისას გამოდის წრე, რომელსაც ქვია ზეციური ეკვადორი. გეომეტრიიდან ცხადია, რომ ყველაზე დიდი სიმაღლე ზეციური ეკვადორისა ტოლია 90 გრადუსს მინუს გეოგრაფიული განედი. ვერტიკალური სიბრტყეს, რომელიც გადის წერტილებს 0, ჩ, ს, ასევე ზენიტს (წერტილი ზუსტად დამკვირვებლის თავზე) და надир (ზენიტის საპირისპირო წერტილი, რომელიც არ ჩანს, პირდეპირ ფეხებქვეშ) ეწოდება ზეციური მერიდიანი. ყველა მნათობი ამოდის აღმოსავლეთ ჰორიზონტის გადაკვეთის შედეგად, შემდეგ მიაღწევენ ზეციური მერიდიანის ჩრდილოეთის წერტილს, და ამ დროს, როცა ისინი გადაკვეთავენ ზეციურ მერიდიანს ჩრდილოეთის მხრიდან მათი სიმაღლე აღწევს მაქსიმუმს ჰორიზონტიდან მოცემული დღე-ღამისთვის. ამ მოვლენას მნათობის ზედა კულმინაცია ქვია. შემდეგ მნათობი ეშვება ჰორიზონტის დასავლეთ მხარეს, გადაკვეთავს მას, ჩავა, ამის შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ მას, ის კი აგრძელებს მოძრაობას ზეციური მერიდიანის სამხრეთ მხარეს და გადაკვეთს მას, ამას ქვია ქვედა კულმინაცია, შემდეგ ისევ ამოდის აღმოსსავლეთიდან შემდეგი დღისთვის.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/thumbs/1475509948_astrowigni1.jpg











ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვარსკვლავური დღე განვიხილოთ, როგორც დრო, რომელიც ზედა კულმინაციიდან შემდეგი ზედა კულმინაციის მისაღწევად დასჭირდება რომელიმე (ნებისმიერ) ვარსკვლავს. რეალური მზის დღე კი-დრო, რომელიც ზედა კულმინაციიდან შემდეგი ზედა კულმინაციის მისაღწევად დასჭირდება მზეს.
ასტროლოგებს უფრო მეტად აინტერესებთ მზე, მთვარე და პლანეტები. ისინი კი მოძრაობენ ეკლიპტიკის გასწვრივ. ზეციურ სფეროში ეკლიპტიკა გვევლინება წრის სახით. ის გადახრილია ზეციურ ეკვადორისგან 23°26'_ით და გადაიკვეთება გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობის წერტილებზე. ეკლიპტიკის ჩრდილოეთ მხარე (ტყუპები და კირჩხიბი) უფრო მაღლა ამოდის ჰორიზონტზე ვიდრე ზეციური ეკვადორი, ხოლო ეკლიპტიკის სამხრეთ მხარე (მშვილდოსანი და თხის რქა) უფრო დაბლაა.
ეხლა რამოდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება.
ეკლიპტიკის და ზეციური მერიდიანის გადაკვეთის წერტილს ჩრდილოეთ მხრიდან ეწოდება შუა ცა და აღინინიშნება MC-თი (Medium Coeli). მის საპირისპირო ჰორიზონტის ქვედა, სამხრეთ მხარეს ეწოდება ქვედა ცა და აღინიშნება IC-თი (Imum Coeli). ეკლიპტიკის გადაკვეთის წერტილს ჰორიზონტის აღმოსავლეთ მხრიდან, ანუ მოცემულ დროში ამომავალ წერტილის ეწოდება ასცენდენტი, აღინიშნება Asc-თი (Ascendant-ამომავალი). მის მოპირდაპირე, ეკლიპტიკის გადაკვეკვეთის წერტილს დასავლეთ მხარეს, ეკლიპტიკის ჩამავალ წერტილს ეწოდება დესცენდენტი და აღინიშნება Dsc-თი (Descendant-ჩამავალი).
დედამიწა ბურნუვას, დედამიწიდან დამკვირვებლისთვის კი ზეციური სფერო ბრუნავს დედამიწის ღერძის გარშემო. ყოველ 4 წუთში ზედა კულმინაციის წერტილში გაივლის ზეციური ეკვატორის ყოველი მომდევნო გრადუსი და დაახლოებით ასევეა ეკლიპტიკის მომდევნო გრადუსი. ტროპიკულ განედებში 4 წუთში გაივლის ეკლიპტიკის ერთი გრადუსი, საშუალო განედებში კი ეს ასე არაა. რამდენადაც ეკლიპტიკის სიბრტყე გადახრილია ზეციური ეკვადორისგან, ამდენად, როდესაც ამოდიან ის ნიშნები, რომლებითაც მიდის მოძრაობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ანუ ზამთრის მზის მდებარეობის წერტილიდან ზაფხულის მზის მდებარეობის წერტილამდე, ისინი ამოდიან მალე. ამ ნიშნებს ასეც დაარქვეს-სწრაფი ამოსვლის ნიშნები (თხის რქა, მერწყული, თევზები, ვერძი, კურო და ტყუპები). ეკლიპტიკისწ საპირისპირო ნახევარი ამოდის ნელა, ეს არის ნელი ამოსვლის ნიშნები (კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი). როცა მზე სწრაფი ამოსვლის ნიშნებში მოძრაობს დღე მატულობს, ხოლო როცა ნელი ამოსვლის ნიშნებში-კლებულობს. სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაფერი პირიქითაა.
იმისათვის რომ გამოვთვალოთ ეკლიპტიკის წერტილი, რომელიც ამოდის, კულმინაცია აღცევს და ჩადის, საჭიროა ვარსკვლავური დროის ცოდნა, შემდეგ კი მივმართოთ ასტროლოგიური სახლების ცხრილს ან გამოითვალოს სპეციალური ფორმულით (ეს მომდევნო ლექციაზე).
ეხლა ვილაპარაკოთ მზისა და პლანეტების გეოგრაფიული დაკვირვების მნიშვნელობაზე სახვა და სხვა განედებიდან. ეკვატორზე დღე ყოველთვის ღამის ტოლია. 12 საათი ჰორიზონტზეა, დილით და საღამოთი ბინდია, დანარჩენი ღამეა. დროის შეცვლა წლის განმავლობაში არ ხდება. დილით ჰორიზონტზე ამოდის მზე, მისი სიმაღლე სწრაფად იზრდება, მარტის ბოლოს და სექტემრის ბოლოს ზუსტად ზენიტში გადის, დანარჩენი დრო-ახლოს ზენიტთან , შემდეგ ის მკვეთრად ეშვება და საღამოს ჩადის. ამოსვლა და ჩასვლა თითქმის ერთი და იგივე დროს ხდება.
ეკვატორიდან, ჩრდილოეთისანსამხრეთმხარეს, რამოდენიმეგრადუსითდაშორებაცკიარცვლისდღისხანგრძლივობას, წლისდროისცვლილებაცკიარარის (ხანდახან არის სველი და მშრალი სეზონები, მაგრამ ეს დამოკიდებულია ატმოსფეროს ნაკადზე, ზღვისა და ხმელეთის განლაგებაზე და ასტრონომიასთან კავშირი არა აქვს). როცა ჩვენ ვაღწევთ 23°26'განედს (ეკლიპტიკის კუთხე ეკვატორთან), ჩვენ ვხვდებით ჩრდილოეთ ტროპიკულ ზონაში. აქ 22 ივლის მზე გადის ზენიტს, დანარჩენი დღეები კი მასზე ნაკლებია, და რაც უფრო ახლოსაა დეკემბერთან მით უფრო მეტად იკლებს. დღის ხანგრძლივობა უკვე იცვლება, ივნისში ის მაქსიმალურია, დეკემბერში კი მინიმალური. ასევე იცვლება წლის დროები, ცივი ზამთარი კი არ არის, მზის სიმაღლე დეკემბერშიც კი საკმარისია რომ მიწა გაათბოს.
რაც უფრო შორსაა ჩრდილოეთისგან მზე, მით უფრო დაბლაა ჰორიზონტზე, განსაკუთრებით ზამთარში, დღის ხანგრძლივობა ზამთრიდან ზაფხულამდე იცვლება, და უფრო მეტად განსხვავდება კლიმატური პირობებით ზამთარი და ზაფხული. მოსკოვის განედით (55°45'), დეკემბრის მეორე ნახევარში დღე 7 საათი გრძელდება, ივნისის მეორე ნახევარში კი 17 საათი და 35 წუთი. ზაფხულში ნათელი (თეთრი) ღამეებია, რადგან მზე ღრმად არ ჩადის ჰორიზონტის ქვევით. 66°34'განედზე საინტერესო მოვლენა ხდება: 22 ივნის მზე საერთოდ არ ჩადის ჰორიზონტის ქვეშ (პოლარული დღე), ხოლო 22 დეკემბერს საერთოდ არ ამოდის (პოლარული ღამე). ამ განედის მოშორებით ჩღდილოეთ მხარეს, წოდებულს ჩრდილოეთ პოლარული წრეს, პოლარული დღეები ზაფხულში და პოლარული ღამეები ზამთარში უფრო და უფრო გრძელდება, მზის სიმაღლე ჰორიზონტზე უფრო და უფრო დაბლდება ზაფხულშიც კი.
ჩრდილოეთ პოლარული წრის რაიონებში ყოველთვის არც კი დგება ასტროლოგიური სახლები (დაწვრილებით სახლებზე ცოტა მოგვიანებით): ეკლიპტიკა ზოგიერთ მონაკვეთზე არასდროს არ ამოდის, განსაზღვრულ დროს Asc ემთხვევა MC-ს წერტილს და თითქოს ქრება, წყვიტავს არსებობას. ასტროლოგიური სახლები ასიმეტრიულია, ზოგი ძალიან დიდია, ძალიან პატარაა ან მათი გამოყვანა შეუძლებელია. ზუსტად ეს ასახავს პოლარულ დაძაბულობას ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ ან დიდხანს ცხოვრობენ პოლარულ ზონაში. სამაგიეროდ ეკვადორზე ან მის ახლოს ყველა სახლი თანაბარია ზომით, ეს უფრო ჰარმონიულია, უფრო დაბალანსებული ცხოვრების რიტმი.
ასე რომ Asc, MC, ასტროლოგიური სახლები გამოითვლება მათემატიკურად და მყარი ასტრონომიული საფიძვლები აქვთ.
 

მეორე ნაწილი:

ზოდიაქოს ნიშნები
მოდით, ერთხელ და სამუდამოდ განვიხილოთ ერთი აბსურდი, რომელსაც „ქადაგებენ“ ასტროლოგიის კრიტიკოსები. მტკიცდება, რომ ძველ დროს ეკლიპტიკის სიბრტყე გადიოდა 12 ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს (ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები), ჩვენ დროს კი, პრეცესიის გამო, ეკლიპტიკის სიბტყე გაივლის კიდევ ერთ თანავარსკვლავედს - გველისმჭერს, და კიდევ, ნიშნებმა ძალიან შეიცვალეს ადგილი თანავარსკვლავედებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, მთელი სისტემა, რომლითაც ასტროლოგია ხელმძღვანელობს, სულ მცირე, მოძველდა (მაქსიმუმ კი - უბრალოდ, „ზღაპარი და მითოლოგიაა სამყაროზე“). ამასთან დაკავშირებით, ასტროლოგიური მეცნიერება ამბობს შემდეგს: ზოდიაქოს ნიშნები და ზოდიაქალური თანავარსკვლავედი - აბსოლუტურად განსხვავებული ობიექტებია. ზოდიაქოს ნიშანი - ეს არის სივრცის ის ზონა, რომელიც იქმნება ეკლიპტიკის 12 ნაწილად დაყოფის შედეგად (თითოეული30°-ია), ამასთან, დასაწყისისთვის, იღება გაზაფხულის ბუნიობის წერტილი - მისი მდებარეობა მოცემული დროისთვის. ზოდიაქალური თანავარსკვლავედიდან, ნიშნები მხოლოდ თავის სახელს იღებენ. ეს ტრადიციული მომენტია - ოდესღაც ნიშნები და თანავარსკვლავედები ემთხვეოდნენ და, აი ამ დროს იყო ნიშნები დასახელებული. შემდეგ ნიშნები და თანავარსკვლავედები დროსთან ერთად „გაიყარნენ“, მაგრამ ასტროლოგია ყოველთვის ოპერირებდა ნიშნებით როგორც სივრცის ზონებად, ასეთი მიდგომით სისტემა მუშაობს ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლიპტიკის ნებისმიერი პოზიციით და ნიშნებისა ნებისმიერი პოზიციით თანავარსკვლავედთან მიმართებას.
ნიშნების გადანაცვლება თანავარსკვლავედებთან მიმართებაში განსაზღვრავენ ასტროლოგიურ ეპოქებს 2160 წელს (საშუალოდ). მოცემულ მომენტში, გაზაფხულის ბუნიობის წერტილი (ვერძის ნიშნის დასაწყისი) თევზების თანავარსკვლავედიდან გადადის მერწყულის თანავარსკვლავედში, ამის მიხედვით, რწმენის ეპოქა (თევზები) კოსმოსური ცოდნის ეპოქაში (მერწყული).
რატომ არის სახელდობრ 12 ნიშანი? ეს ფილოსოფიური კითხვაა, იმედი გვაქვს, რომ მას თავს გაართმევთ ასტროლოგიური გამოცდილების გზით, მაშინ დარწმუნდებით, რომ 11 - ეს ცოტაა, 13-კი - ბევრი. და მერე კიდევ, ქრისტეს 12 მოწაფე, მრგვალი მაგიდის 12 რაინდი, 12 თვე წელიწადში და ა.შ...
ზოდიაქოს წრის ცენტრში იმყოფება დედამიწა. მასზე მომავალი ენერგია სხვა და სხვა ზოდიაქოს ნიშნიდან განსხვავდება ხარისხით, რომელიც განსაზღვრავს მათ თავისებურებებს. თითოეული 12 ნიშანი მიეკუთვნება 4 სტიქიას.
ნიშანი - ეს არის ტერიტორია - განსაზღვრული თავისებურებებით, რომელზეც შეუძლიათ იმოძრაონ პლანეტებმა.
მზე შედის ნიშანში:

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/thumbs/1475577749_cxr.jpg





















სტიქიები. სტიქიების თავისებურებანი
ძველ დროს თვლიდნენ, რომ მსოფლიო შედგებოდა 4 ელემენტისგან - ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. შეიძლება მოვიყვანოთ ანალოგია ნივთიერებების ოთხ მდგომარეობასთან თანამედროვე ფიზიკაში: მიწა - მყარი, წყალი - სითხე, ჰაერი - აირადი ნივთიერება, ცეცხლი - პლაზმური (იონიზირებული აირი). პირველადი ელემენტები იყოფდნენ შემდეგ თვისებებს:
ცეცხლი - თბილი და მშრალი
ჰაერი - თბილი და ტენიანი
მიწა - ცივი და მშრალი
წყალი - ცივი და ტენიანი
ამ სტიქიების შესაბამისად დაალაგეს ზოდიაქოს ნიშნები. ვერძი - ცეცხლი, კურო - მიწა, ტყუპები - ჰაერი, კირჩხიბი - წყალი და ა. შ. ზოდიაქოში შეიქმნა ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედი, მათ ასეც ეძახიან - ცეცხლის ტრიგონი, მიწის ტრიგონი, ჰაერის ტრიგონი, წყალის ტრიგონი. ასე რომ,
ცეცხლოვანი ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი;
მიწის ნიშნები: კურო, ქალწული, თხისრქა;
ჰაერის ნიშნები: ტყუპები, სასწორი, მერწყული;
წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები.
თუ ადამიანის ჰოროსკოპში რამენაერად გამოკვეთილია რომელიმე ერთი სტიქიის ნიშნები, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ცეცხლოვანი ადამიანი, ან ჰაეროვანი ადამიანი.
როგორ გავიგოთ, რომელი სტიქია დომინირებს? უბრალოდ. უნდა გავიგოთ რომელ ნიშნებში მდებარეობენ პლანეტები (ამის გამოთვლა ცოტა მოგვიანებით), შემდეგ უნდა მივანიჭოთ ქულები იმის მიხედვით, რომელი პლანეტები რა სტიქიის ნიშნებში არიან. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა პლანეტას აქვს თავის „წონის კოეფიციენტი“:
მზე და მთვარე - 2 ქულა,
მერკური, ვენერა, მარსი - 1,5 ქულა,
ქირონი - 0,8 ქულა,
შავი მთვარე, მთვარის კვანძები - 0,5 ქულა,
დანარჩენი პლანეტები - 1 ქულა.
განვიხილოთ მაგალითი. ვთქვათ, რომელიმე ადამიანის დაბადების დროს პლანეტები ნიშნებში ასე იყო განლაგებული: მზე - მერწყული, მთვარე - კურო, მერკური - მერწყული, ვენერა - მერწყული, მარსი - ვერძი, იუპიტერი - კირჩხიბი, სატურნი - ტყუპები, ურანი - მერწყული, ნეპტუნი - მერწყული, პლუტონი - მშვილდოსანი, მთვარის კვანძები (ისინი ორია - ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს) - ტყუპები და მშვილდოსანი, შავი მთვარე - თევზები, ქირონი - თხის რქა. ვითვლით.
ცეცხლი: მარსი - ვერძი + 1,5; პლუტონი - მშვილდოსანი + 1; კვანძი - მშვილდოსანი + 0,5; შედეგი - 3 ქულა.
მიწა: მთვარე - კურო + 2; ქირონი - თხის რქა + 0,5; შედეგი - 2,5 ქულა.
ჰაერი: მზე - მერწყული + 2; მერკური-მერწყული + 1,5; ვენერა-მერწყული + 1,5; სატურნი-ტყუპები + 1; ურანი - მერწყული + 1; ნეპტუნი - მერწყული + 1; კვანძი - ტყუპები + 0,5; შედეგი - 8,5 ქულა.
წყალი: იუპიტერი - კირჩხიბი + 1; შავი მთვარე - თევზები + 0,5; შედეგი - 1,5 ქულა.
ჰაეროვანი ადამიანია - მსუბუქი და მოძრავი. ძალიან უყვარს საუბარი, ინფორმაციის გაცვლა, ინფორმაციას ჰაერში იჭერს. დიდი ხნით არ ბრაზდება, მალე გადასდის. თვითონ აგრესიული არაა, მაგრამ ხანდხან სწრაფი და მწარე ენა აქვს. ხშირად ინტელექტუალური ინტერესები აქვს. აი, ფიზიკური ძალა და ენერგია ხანდახან არ ყოფნის, მალე იღლება. ხშირ შემთხვევაში, არასტაბილურია, არც ისე ზუსტი და დისციპლინირებული.
დავუშვათ, რომ რომელიმე ადამიანი ფლობს ცეცხლის სტიქიას. როგორი იქნება ის, ცეცხლოვანი ადამიანი? ის, როგორც ცეცხლი - ექსპანსიური და იმპულსურია, სავსეა ენერგიით, მოძრავი, ხშირად აგრესიული (ცეცხლი წვავს!). მათთან ლაპარაკი ყოველთვის არაა კომფორტული, მაგრამ ვერც მოიწყენ. ის შეიძლება თავისდაუნებურად გაბრაზდეს, მაგრამ არ იტოვებს ძირითადად. ის ყოველთვის წინ არის, არ უყვარს ადგილზე ჯდომა. ყველაფერს ჩქარა აკეთებენ. როგორც წესი, უყვართ სპორტი. უყვართ - ასწავლონ და ბრძანებები გასცენ, იყვნენ ლიდერები.
მისი საპირისპირო ადამიანი მიწის სტიქიით - ნელი, ფუნდამენტალური, მუდმივი. ძალიან პრაქტიკული, მიზანმიმათულია კონკრეტულ შედეგზე, შრომისმოყვარე. ამის მიუხედავად, ხანდახან ნელი გადახრები აქვს ხოლმე. მიწის ადამიანი საიმდოა, ამასთან ცოტა ცივი და მშრალი.
წყლის ადამიანი - მას უცებ ვერ გაუგებ, არ დაგანახებს მას რა უდევს სულში. ხანდახან ჩაკეტილია საკუთარ თავში, როგორც კოსმოსში იკვრება წყალი ბურთად. ემოციურია, მაგრამ ემოციებს შიგნით იკავებს. მგრძნობიარეა, შეუძლიათ თანაგრძნობა, ხშირად განცდებით ცხოვრობს. გარედან ელასტიურია, შინაგანად უფრო მუდმივი. ფლობს კარგ ინტუიციას. ხშირად მუშაობს განწყობის მიხედვით, და როდესაც განწყობა აქვს არ ჩამოუვარდება ცეცხლის და მიწის პპროდუქტიულობას.
ცეცხლი - ლიდერობა და ძალა, ენერგია, გაბედულობა, გახსნილობა, პირდაპირობა, უხეშობა, ფიზიკური აქტიურობა, ენთუზიაზმი, იმპულსურობა, მებრძოლობა, აგრესიულობა, მბრძანებლობა, მმართველობა, დამორჩილება, დაპყრობა, დემონსტრაციულობა, თავხედურობა, პატივმოყვარეობა.
ჰაერი - გონება, ურთიერთობა, კომუნიკაცია, შინაგანი აქტიურობა და გარეგანი პასიურობა, გაფართოება ურთიერთქმედების გარეშე, სიმსუბუქე, დახვეწილობა, დამკვირვებლობა, აღქმა, სივრცის დაპყრობა, შთამბეჭდავურობა, მიდრეკილება შესრულებისკენ, მოუსვენრობისკენ, ნერვოზულობისკენ, შფოთვისკენ, მაგრამ მალე დამშვიდებისკენ, გონივრული წარმოდგენა, გულწრფელობა, გახსნილობა, ყურადღება, ზედაპირულობა და დილეტანტიზმი, არამუდმივობა, ცვალებადობა.
მიწა - მიზანი, სტაბილურობა, პრაქტიკულობა, ეგო, შინაგანი და გარეგანი პასიურობა, ურთიერთქმედების და გაფართოების უქონლობა, ფუნდამენტალურობა, ხერხემალი, სიმყარე, გამძლეობა, შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, რაციონალურობა, ემოციური სტაბილურობა, მიდრეკილება ანალიზისკენ, მშრალი ლოგიკა, მიდრეკილება შესრულებისკენ, კეთილსინდისიერებისკენ, სიმშრალე, სიხისტე, სიცივე, გულგრილობა, გაუმაძღრობა (ამ სიტყვის ფართო გაგებით).
წყალი - შინაგანი სამყარო, გრძნობა, ინტუიცია, შინაგანი პასიურობა და გარეგანი აქტიურობა, ურთიერთქმედება გაფართოების და ექსპანსიის გარეშე, ემოცია, „სული“, ფსიქიკა, განწყობა, მდგომარეობა, შემსრულებლობა, პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, გულმოდგინება, მესაკუთრეობა, დაფარული აზრები, გრძნობების აქტიური გამოვლინება, მზრუნველობა, ყურადღებიანობა, დამშვიდების შესაძლებლობა, დედობა, წარმოსახვა, ფსიქიკა, ფსიქოსომატიკა, ისტერიკა, რომანტიზმი, იდეალიზმი, სუბიექტივიზმი.
დომინანტი სტიქიის გამოკვეთით, ასევე სტიქიის, რომელიც ძლიერად არის გამოკვეთილი ან საერთოდ არ არის, თქვენ უკვე შეგიძლიათ ბევრი რამის თქმა ადამიანზე. მისი ხასიათის ძირითადი თვისებები, ტემპერამენტი, რა იქნება მისთვის უკეთესი რომ დაკავდეს და რისთვის არ უნდა დახარჯოს ტყუილად დრო.
მაგალითად, ცეცხლოვანი ადამიანი მიწის სტიქიის არ ქონით დიდი ხანი იჯდება საკანცელარიო მაგიდასთან? ნაკლებად სავარაუდოა. ადამიანს კი, რომელსაც ძირითადად წყალი და მიწა აქვს, სიამოვნებით დაიჭერს დამნაშავეებს ან გადმოხტება პარაშუტით? საერთოდაც არა და მართალიც იქნება...
ერთი სტიქიის ადამიანები ყოველთვის უკეთ უგებენ ერთმანეთს, რადგან ერთი ტემპერამენტი და ერთი ფასეულობათა სისტემა აქვთ. ასევე მეტ-ნაკლებად ეწყობიან ცეცხლი და ჰაერი, მიწა და წყალი. ცეცხლმა შეიძლება ხანდახან გააღიზიანოს მიწა და წყალი, თავისი მიწოლით და აგრესიულობით.
და თუ გამოხატულია ორი სტიქია?
ცეცხლი და ჰაერი - ეს არის აქტიური, კაცური სტიქიები, ისინი გამოხატავენ ჩინურ პრინციპს იან. ისინი არიან ინიციატივის და ენერგიის წყაროები. დამოუკიდებლობა. ისინი თხელები, მსუბუქები და შინაგანად აქტიურები არიან. არ შუძლიათ იმის დამალვა, რასაც ფიქრობენ.
მიწა და წყალი - პასიური, ქალური სტიქიები. ჩინური პრინციპი ინ. ისინი იღებენ ინიციატივას და მას ან მხარს უჭერენ ან ეწინააღმდეგებიან. პრინციპი - პასიურობა, აღქმა და დაცვა. უფრო შრომისმოყვარე, დამოკიდებულია სხვის აზრზე, არ ფართოვდებიან. თავშეკავებული, იდუმალი (სინამდვილეში, წყალი არ არის გრძნობების და ემოციების დამალვისკენ მიდრეკილი), ფრთხილი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
თუ კოსმოგრამაში ჭარბობს ცეცხლი და ჰაერი, ეს იანური, აქტიური, ცოცხალი, ინიციატორი ადამიანია. ის თვითონ იწყებს საქმეს, ყველაფერი გამოდის მისგან. ამავდროულად, სუფთა ცეცხლისგან განსხვავებით, მას აქვს უფრო სიმსუბუქე, პრინციპი „ძალა არის, გონება აღარ უნდა“ უკვე აღარ განიხილება. სუფთა ჰაერისგან განხვავებით კი, მას უფრო მეტი ენერგია აქვს, შემართულია, მიმწოლია. კარგი მდგომარეობაა ისეთი საქმეში წარმატებისთვის, რომელსაც ჭირდება აქტიური მიდგომა, მაგალითად, პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი. უკმარისობა სიმტკიცის, სისტემურობის, მგრძნობელობის, სიღრმისეულობისა.
ცეცხლი + მიწა. ეს არის ე. წ. „ასფალტის კატოკი“. ადამიანი ძალიან მძიმე, მიმწოლია, თავის საქმის მცოდნე. მმართველი, დიქტატორი. ცეცხლის აქტიურობას ემატება მიწის მიზანდასახულობა და პრაქტიკულობა, რასაც ყოველთვის მოაქვს შედეგი საქმეში. მაგრამ ასეთ ადამიანებთან ურთიერთბა მძიმეა, მისთვის რამის დამტკიცება რთულია, ისინი ძალიან ჯიუტები არიან.
ცეცხლი + წყალი - ეს არის მდუღარე წყალი, ემოციების ერთობლიობა. ყველაფერი იმპულსებზეა, ყველაფერი გრძნობებზეა. ორი შეუთავსებელი სტიქია შეერთდა. ალბათ კარგი იქნება ლოგინში საყვარელ ადამიანთან, თუ ეჭვიანობის ნიადაგზე არ გაგუდა, რა თქმა უნდა, მაგრამ სრულიადაც არ გამოდგება ბუღალტრული აღიცხვისთვის. უკმარისობა ობიექტივიზმის და რაციონალიზმისა.
ჰაერი + მიწა - პირიქით, ყველაფერში ფხიზელი გათვლა და მინიმალური ემოცია. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გონებით და არა გულით. კარგად შეეფერება ისეთი სამსახურები, რომელსაც სჭირდება მკვეთრად გამოხატული ფუნქციების შესრულება, საქმიანი ურთიერთობები.
ჰაერი + წყალი - კონტაქტურობა, აღქმითობა. მასთან მიდით თუ გინდათ, რომ დაგეხმარონ, გითანაგრძონ, თუნდაც მოგისმინონ. შეუძლიათ ბავშვებთან მუშაობა, ავადმყოფებთან. მაგრამ ასეთ ადამიანებს არ უყვართ ზედმეტის აღება, არ უყვართ რისკი. მათ ხანდახან არ ყოფნით ენერგია და პრაქტიკულობა.
მიწა + წყალი - პასიური ხალხია. მათგან არ უნდა ელოდოთ შემართებას, ინიციატივას, გარღვევას. მაგრამ ისინი მომთმენნი, გულმოდგინე, მდგრადები არიან. კარგი დამცველები, მაგრამ ცუდი თავდამსხმელები. შეცოდება შეუძლიათ, დამშვიდება, მოვლა. შრომისმოყვარეები, ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებენ. განწყობაზე დამოკიდებულები, როგორც ჰაერი და წყლის შეერთება.
ეხლა კი განვიხილოთ, როდესაც ერთ სტიქია საერთოდ არ გვაქვს, დანარჩენი კი მეტ-ნაკლებად თანაბრადაა წარმოდგენილი.
ცეცხლის გარეშე - არ არის ვნება, მიწოლა, გარღვევა. ჩვეულებრივ მშვიდია. ითვალისწინებენ ვითარებას და სხვის აზრს. გაუბედავი. არაა ლიდერი. ხშირად იცავენ თავს, თითქმის არასდროს არ გადადიან შეტევაზე. მათთვის შეუფერებელია სპორტი, ფიზიკური მუშაობა, რისკი.
მიწის გარეშე - არ ყოფნის სტაბილურობა, სიმტკიცე, პრაქტიკულობა. სპრინტერები. ხანდახან მეოცნებენი. არ გამოდგება გრძელი მძიმე სამუშაოსთვის. ხშირად ცუდად მართავენს ფინანსებს, ყოველთვის ვერ აღწევენ დასახულ მიზანს, თუ ჰოროსკოპის სხვა ფაქტორები არ შუწყობენ ხელს. თუ ცეცხლის გარეშე არ ღირს რინგზე გასვლა, მაშინ მიწის გარეშე არ ღირს ბუღალტერიაში ან სახელოსნოში.
ჰაერის გარეშე - როგორც წესი განიცდიან სირთულეებს ურთიერთობისას, არ ყოფნის დემოკრატია, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ სხვა ადამიანი ზუსტად ისეთივეა როგორც თვითონ და არა პატრონი ან მონა, არა დიდი და არა პატარა, არა სპონსორი და არა მომხმარებელი და ა.შ. უკეთესი იქნება, სანამ არ დავამუშავებთ ჩვენ ჰაერს, ამოვირჩიოთ პროფესიები, სადაც ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთობას არ ეკისრება წამყვანი როლი (არა ჟურნალისტიკა, არა ვაჭრობა, არა მწერლობა, არა პოლიტიკა).
წყლის გარეშე - სიყვარულში არც იქით არიან და არც აქეთ. ესენი მშრალი ადამიანები არიან. ძალიან რაციონალურები, მათთვის უცხოა გრძნობების სიღრმე. ისინი შეიძლება სხვის ტკივილს ვერ აღიქვავდნენ. მათთვის ძნელია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ საქმიანობა შეიძლება ნორმალურად ვითარდებოდეს. მათ უჭირთ ბუნების ხელოვნების აღქმა.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ ინის და იანის ენერგიის წონა ადმიანში, დავითვალოთ ცეცხლისა და ჰაერის ჯამი. ჩვენ მაგალითში 3+8,5=11,5. ერთმნიშვნელოვნად ჭარბობს იანური ენერგია.
ასეთივე მეთოდით, დათვლით (ცეცხლი+წყალი) და (მიწა+ჰაერი) შეიძლება ადამიანის ემოციურობისა და რაციონალურობის განსაზღვრა. ჩვენ შემთხვევაში, ცეცხლს + წყალი = 4,5, ხოლო მიწას + ჰაერი = 11. ეს არის რაციონალური ადამიანი, მაგრამ უემოციოს ასეთ ადამიანს ვერ დაუძახებ.
 

მესამე ნაწილი: ხარისხი
მაშ ასე, ჩვენ გვაქვს ოთხი სტიქია, სადაც თითოეულ მათგანს მიეკუთვნება სამი ზოდიაქო. ამასთან, ცხადია, რომ ვთქვათ, ცეცხლის ნიშნები - ვერძი და მშვილდოსანი, სხვადასხვანაირად გამოვლინდებიან. რით განსხვავდებიან ერთი სტიქიის ნიშნები ერთმანეთისგან?
სტიქია, როგორც ნებისმიერი ბუნების რეალური ობიექტი, დიალექტურია (თეზისი-ანტითეზისი-სინთეზი). ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველა სტიქია შეიძლება იყოს მდგომარეობაში - „თვითმყოფადობა“, “წინააღმდეგობიობა“ და „წინააღმდეგობრიობის დაშვება“. ამიტომ, ყველა სტიქია წარმოდგენილია სამი ნიშნით, რომლებისც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხარისხით. ხარისხი სამია. ყველა ხარისხი აერთიანებს ოთხ ნიშანს, ამიტომ, ხარისხს, სხვანაერად, „ჯვრები“ეწოდება. მაშ ასე, გვაქვს შემდეგი ხარისხები (ჯვრები).
კარდინალური - აერთიანებს თავის სტიქიის იდენტურ ნიშნებს: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა. ამ ნიშნებს აქვთ ერთნაირი მახასიათებლები - მოქმედება, აქტიურობა, შეუპოვრობა, მისწრაფება გარემოებებზე აქტიური ზემოქმედებისკენ, მისწრაფება ცვლილებებისკენ, მიზანმიმართულება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ენერგია მიამრთულია ცენტრიდან გარეთ, ეგოიზმი, დაუკმაყოფილებლობა, აღგზნებადობა, გაღიზიანება, გადაღლა. დაუცველი, იყენებენ თავდასხმას, როგორც თავდაცვის საშუალებას.
ფიქსირებული - აერთიანებს შიანაგანი წინააღმდეგობის ნიშნებს: კურო, ლომი, მორიელი, მერწყული. რომლებსაც შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვთ: თავდაჯერებულობა, სტაბილურობა, კაცურობა, შემართება, საკუთარი ღირსების შეგრძნება, გამძლეობა, დაცვის უნარი, მუდმივობა, შეუდრეკელობა, წინააღმდეგობის გაწვა, ამტანობა, მოთმინება, დიდი შრომისუნარიანობა, საიმედოობა, სანდოობა, თავდაუხრელობა, ხელშეუხლებლობა, სიხისტე, ნება, კონსერვატიზმი, პირდაპირობა, სიამაყე, რთული, შეუსაბამობა, ინერტულობა, თავის ნება, ცვლილებების უარყოფა, ავტორიტარულობა, ძალაუფლებიანობა, დესპოტიზმი.
მუტბელური - აერთიანებს ნიშნებს: ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები. ამ ნიშნებს ასევე ეძახიან ლაბილურებს (მოძრავი), მათი ხარისხი შემდეგია: ცვალებადობა, კონფორმიზმი, მოქნილობა, ელასტიურობა, ამორფულობა, დიპლომატიურობა, პლასტიურობა, ადაპტირებულობა, მისწრაფება ცვლილებებისკენ, მრავალფეროვნება, თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა, ენაწყლიანობა, უპრინციპობა, უნიათობა, ნარცისიზმი.

სინთეტური ნიშნები
ზუსტად ისე, როგორც ადამიანის ჰოროსკოპში შეგვიძლია განვსაზღვროთ დომინანტი სტიქია, ასევე შეგვიძლია განვსაზღვღოთ დომინანტის ხარისხი. ჩვენს მაგალითში, გაგახსენებთ, რომ პლანეტები ნიშნებში ასე იყო განლაგებული: მზე - მერწყული, მთვარე - კურო, მერკური - მერწყული, ვენერა - მერწყული, მარსი - ვერძი, იუპიტერი - კირჩხიბი, სატურნი - ტყუპები, ურანი - მერწყული, ნეპტუნი - მერწყული, პლუტონი - მშვილდოსანი, მთვარის კვანძები (ის ორია - ზედა და ქვედა) - ტყუპები და მშვილდოსანი, შავი მთვარე - თევზები, ქირონი - თხისრქა. აქაც ისე ვითვლით ქულებს, როგორც სტიქიების შემთხვევაში, მაგრამ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს. მაშ ასე,
კარდინალური: მარსი - ვერძი + 1,5; იუპიტერი - კირჩხიბი + 1; ქირონი - თხის რქა + 0,8 = 3,3 ქულა
ფიქსირებული: მზე - მერწყული + 2; მთვარე - კურო + 2; მერკური - მერწყული + 1,5; ვენერა - მერწყული + 1,5; ურანი - მერწყული + 1; ნეპტუნი - მერწყული + 1 = 9 ქულა.
მუტაბელური: სატურნი - ტყუპები + 1; პლუტონი - მშვილდოსანი + 1; მთვარის კვანძები - ტყუპები და მშვილდოსანი + 0,5 + 0,5; შავი მთვარე - თევზები + 0,5 = 3,5 ქულა.
ერთი სიტყვით, ფიქსირებული აშკარად გამოკვეთილია. ამრიგად, ადამიანი გამოვლინდება შესაბამისი ხარისხით.
ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ჰოროსკოპში განვსაზღვროთ დომინანტი სტიქია და ხარისხი. ამ მონაცემების შეერთებით, ჩვენ გავდივართ ზოდიაქოს სინთეტურ ნიშანზე. ანუ ადამიანი დაბადების დღის მიხედვით შეიძლება იყოს მშვილდოსანი, სინთეტური ნიშნით კი მორიელი. ეს მაშინ მოხდება, თუ დომინანტი იქნება წყლის სტიქია და ფიქსირებული ხარისხი. ჩვენს მაგალითში ჰაერის სტიქია და ფიქსირებულობა დომინირებს. ეს მერწყულია! ქვემოთ იხილეთ ცხრილი:

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/thumbs/1476467134_zgrili.jpgდანარჩენი ადვილია: შევხედავთ, რომელ ნიშანში იმყოფებიან პლანეტები, ვითვლით ქულებს სტიქიებისთვის, ვითვლით ქულებს ხარისხისთვის, ვიღებთ დომინანტ სტიქიას, დომინანტ ხარისხს, შევხედავთ ცხრილს და განვსაზღვრავთ სინთეტურ ნიშანს. მაგალითად, გამოთვლის შედეგად გამოვიდა, რომ დომინირებს მიწის სტიქია და მუტაბელური ხარისხი. რომელი ნიშანია? მართალია - ქალწული.
რა თქმა უნდა, ინტეგრალური ნიშანი ყოველთვის არ ემთხვევა დაბადების დღის ნიშანს. ინტეგრალური ნიშანის განსაზღვრით, ჩვენ შეგვიძლია თორმეტი ნიშნიდან ერთ-ერთი ნიშნის ფსიქოტიპს მივაკუთნოთ ადამიანი. ამიტომ, შევხედოთ თითოეული ნიშნის მახასიათებლებს.

ვერძი - ცეცხლის სტიქია, გამოვლინება - ცეცხლოვანი.
თვისებები: გაფართოება, ექსპანსია, დაპყრობა, თავდაჯერებულობა, გაერთიანება, მონათესავე სულის ნახვა და გაერთიანება, ინტეგრაცია, მაგრამ დაპყრობა და დამორჩილება უცხოსი; ეგოცენტრულობა, სხვისი აზრების იგნორირება და თავისით ჩანაცვლება; ენერგია, ძალა, ნება, ენთუზიაზმი, სიკეთე, ინიციატივა, ანთების უნარი, შთაგონებით სხვების ანთების უნარი; ცეცხლოვანი ტემპერამენტი; მოუსვენარი სული, რომელმაც არ იცის ბარიერები; განვითარებული ინტელექტი; უნარი - მართოს, გასცეს ბრძანებები, დაიქვემდებაროს; ორგანიზატორობის და ხელმძღვანელობის ნიჭი; გამბედაობა, უშიშრობა, სიმამაცე; აქტიური ქმედება, უნარი სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და სწრაფად იმოქმედოს; გახსნილობა, გულახდილობა, ღირსება, სამართლიანობა, პირდაპირობა, დემონსტრაციულობა; მისწრაფება ლიდერობისა და პირველობისკენ; თავდადება, საქმის და იდეის ერთგულება; ამბიცია; უფრო მეტად საქმის დაწყება უყვართ, ვიდრე დამთავრება; საქმის მიმართ ინტერესის მალე დაკარგვა იწვევს ბევრ ცვლილებებს ცხოვრებაში და ხდება არამუდმივობის მიზეზი; მოუთმენლობა, სიჩქარე, დაჩქარებულობა, ფეთქებადობა, იმპულსურობა, აღგზნებადობა, გაღიზიანებულობა, მრისხანება, მძვინვარება, მოურიდებლობა, უხეშობა, მებრძოლობა, აგრესიულობა, მიდრეკილება არეულობისკენ.

კურო - შინაგანად წინანააღმდეგობრივი მიწა. გამოვლინება - მსუბუქი, ნაყოფიერი მიწა. ძირითადი თვისებები - დაგროვება (ასიმილაცია) და ნაყოფიერება (ხელოვნება). აგროვებს მატერიალურსაც და არამატერიალურს (ნივთები, ცოდნა). ნაყოფიერება, შემოქმედება ოჯახში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ხელოვნება ყველა საქმეში, ხელობაში, პრაქტიკული ტალანტი; სიმსუბუქე, სინაზე, მაგრამ სიმყარე რაიმე წინააღმდეგობის შემთხვევაში; დამაჯერებლობა, პრაქტიკულობა, რეალიზმი, შეუპოვრობა, დაყოვნება, დაჟინება, გაძლება, შეკავება, საკუთარი თავის ფლობა, კონცენტრირებულობა, გულმოდგინეობა, მონდომებულობა, დაფიქრებულობა, სიფრთხილე, წინდახედულობა, საფუძვლიანობა, გონივრულობა, კეთილმსურველი, შემსრულებელი, სიმშვიდე, სიფრთხილე; ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე, საიმედოობა, კონტაქტური. თავდაჯერებულობა, ავტორიტარულობა, დესპოტიზმი, პრეტენზიულობა, სიზარმაცე, უსაქმურობა, მფლანგველობა, არაეკონომიურობა, სუბიექტივიზმი, შენელება, თვითმართველობის ნება, მგრძნობელობა, გაუმაძღრობა, პატივმოყვარეობა, დოგმატიზმი, კონსერვატიზმი, შეუბრალებელი, ჩაკეტილობა, დაღვრემილობა, მორცხვობა.

ტყუპები - ჰაერი, მერწყულის ურთიერთწინააღმდეგობის დაშვება. გამოვლინება - ქარი. მოუსვენარი. მისი გონება მუდმივ მოძრაობაშია, ყოველთვის რაღაცითაა დაკავებული, დაინტერესებული. კონტაქტური, კომუნიკაბელური; ნაცნობობა, საქმე, კავშირი. მუდმივი გონებრივი აქტიურობა, მობილურობა, ცვალებადობა, მრავალფეროვნება, ინტერესი, ყურადღება, მგრძნობიარობა, ცნობისმოყვარეობა, ცოდნის წყურვილი. კონკრეტულობა, პრაქტიკულობა და ამასთან - იდეურობა და ინტელექტუალურობა. დაკვირვებულობა, სისწრაფე, აქტიურობა. გონება დახვეწილი, მოქნილი, სწრაფი, კარგი წარმოსახვა. გონებამახვილი, მჭევრმეტყველი, გამჭრიახი, სისხარტე და მოღვაწეობა. პატიოსნება, სულგრძელობა, ინტუიციურობა, კარგი აღქმის უნარი, გაგება, წარმოდგენა. სასიამოვნო მოსაუბრე, მათთან არ მოიწყენ. მიდრეკილება გონებრივი სამუშაოსკენ. მარჯვე ხელები, ნაკითხი, ნიჭი. სუსტი ნება, ენერგია არ ყოფნის. მოუსვენრობა, ნევროზულობა, მოლაყბე, ცვალებადობა. დაწყებული საქმე ყოველთვის არ მიყავს ბოლომდე, გაფანტულობა, ზედაპირულობა, დილეტანტიზმი. ნამდვილი გრძნობების უკმარისობა, არასაიმედოობა, თავხედობა, სიყალბე, ტყუილი, ეშმაკურობა. მუდმივი სულიერი ტკივილი შინაგანი წარმოდგენების და რეალური სამყაროს შეუთავსებლობის გამო. ურთიერთობებში არასტაბილური.

კირჩხიბი - წყლის სტიქია. გამოვლინება - მტკნარი ტბა.
კირჩხიბის შინაგანი მდგომარეობა ყოველთვის დამოკიდებულია მის გარემოცვაზე. უმცირეს წვრილმანსაც კი შეუძლია გავლენა იქონიოს მის განწყობაზე. ცვალებადობა შინაგანი მდგომარეობის, გრძნობების, ემოციების, შთაბეჭდილებებში ცვლილებების მოთხოვნილება. მესაკუთრეობის გრძნობა. შრომისმოყვარეობა, მოვალეობა, კეთილსინდისიერება, ყურადღება, მზრუნველობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ადაპტირებულობა, სიფრთხილე, უნარი მოერგოს, დედობის შეგრძნება, სახლის და ოჯახის სიყვარული, წყნარი, სირბილე, მოფრთხილება, შეყოვნება, მდიდარი ფანტაზია, წარმოსახვა, კარგი გავლენის ძლიერი აღქმა, შეუპოვრობა, ამტანობა, საკუთარი ძალების რწმენა, კარგი მეხსიერება, რეფლექსურობა, მოთხოვნილება ცვლილებებში, მოგზაურობაში; ჩაკეტილობა, მრავალმხრივობა, ქალურობა, საზრიანობა, მოთმინება, გამძლეობა, მიზანმიმართულობა, პრაქტიკულობა, სიმპათიურობა, გულმოწყალეობა, გულკეთილობა, ყურადღებიანი, რომანტიული, მიდრეკილება გაზვიადებისკენ. პერიოდული უმოქმედობა, აპათია, მოდუნებულობა, სიზარმაცე, უკმაყოფილება, ბუზღუნი, დაღვრემილობა, პასიურობა, გაზრდილი მგრძნობელობა, გულუბრყვილობა, მორცხვობა, გაუბედაობა, მერყეობა, გაღიზიანებულობა, მძლავრი ემოციური რეაქცია რაიმე წვრილმანზე, ხმაურიანობა, ისტერიულობა, მტირალა, შიშები, სიბრალული, ცვალებადობა, მერყეობა, წყენია.

ლომი - წინააღმდეგობრივი, ფიქსირებული ცეცხლი; ცეცხლი, მზის გამოვლინება, მიმზიდველი, მომხიბლავი და სითბოს გამცემი; ცენტრალური ცეცხლი; ძირითადი მიზანი - იყოს ყურადღების ცენტრში და უხვად გასცეს თავისი სითბო, ყურადღება და გულკეთილობა; ასევე აქვს ცეცხლის თვისებები - ნება, ენერგია, ძალა, სიმძლავრე, უნარი აენთოს და აანთოს სხვები, გამბედაობა, უშიშრობა, კაცურობა, მადლიერება, დიდსულოვნება, გახსნილობა, პირდაპირობა, ფიზიკური აქტიურობა, სპორტის სიყვარული; შეუძლია და უყვარს ბრძანება, მართვა, სხვათა დაქვემდებარება; მიისწრაფის დაიკავოს ცენტრალური პოზიცია, იყოს ლიდერი; ორგანიზატორობის, ხელმძღვანელობის ნიჭი, აქვს დამსახურებული ავტორიტეტი, თავდაჯერებულობა; სიმტკიცე, გამბედაობა, ერთგულება, საიმედოობა; მიჯაჭვულობა ახლობელი და საყვარელი ადამიანების მიმართ; მუდმივობა; აღგზნებადობა, იმპულსურობა, სიცხარე; პატიების უნარი, დიდსულოვნება; პატივმოყვარეობა, სიამაყე, საკუთარი ღირსების შეგრძნება, შემწყნარებელი, გართობა, მოთამაშე, ზედაპირული; დემონსტრაციულობა, კმაყოფილებას გრძნობს სცენაზე; ვნება, ცეცხლოვანი ტემპერამენტი, ძლიერი ხასიათი; არ გადაუხვევს საკუთარ პრინციპებს, მოსაზრებებს, რწმენას; მისწრაფება პოპულარობისკენ, აღიარებისკენ, დიდებისკენ, პოპულარობისკენ, ვარსკვლავობისკენ; არ შეუძლია მეორეხარისხოვან მდგომარეობასთან შეგუება; ხშირად, ნიჭი აქვთ და უყვართ ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სცენა, სპორტი; ამპარტავნება, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ქედმაღლობა, ტრაბახი, თავხედობა, დესპოტიზმი, მაღალფარდოვნება.

ქალწული - კუროს შინაგანი წინააღმდეგობა დაშვებულია. გამოვლინება - თიხა. ქალწული შეიძლება იყოს მსუბუქი, როგორც კურო (თიხას დამატებული წყალი) და მყარი, როგორც თხის რქა (გამომწვარი თიხა). თიხას შეუძლია სხვა და სხვა ფორმის მიღება, ამიტომ ქალწულის მთავარი თვისებაა - იყოს კონფორმისტი, ქონდეს განსხვავებული მიდგომები იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ემსახურება. შრომა და მსახურება, ყურადღება ფორმების, წესების, ინსტრუქციების, ფორმალიზმის მიმართ, ეტიკეტის მკაცრი დაცვა. შრომისმოყვარეობა, შემსრულებლობა, რაციონალურობა, პრაქტიკულობა, ფხიზელი გონება, გონივრულობა, ანალიტიკური შესაძლებლობები, სიმშვიდე, ტაქტიანობა, გულმოდგინეობა, მეთოდურობა, აკურატულობა, პუნქტუალურობა, კეთილსინდისიერება, ადაპტირებულობა, კარგი გონება და მეხსიერება, ემოციური სტაბილურობა, რეალიზმი, ეკონომიურობა, განათლებულობა, სწავლულობა, არგუმენტირებისკენ მიდრეკილება, გამჭრიახობა, ლოგიკურობა, საქმიანობა. ფორმალობა - დასული თითოეული ასოს დაღეჭვამდე. პედანტიზმი, მეწვრილმანეობა, ბუზღუნა, კრიტიკულობა, სიცივე, აღგზნებადობა, გაღიზიანება, ეგოცენტრიზმი, ბუტია, ბოღმიანობა, შურისმაძიებლობა, პატივმოყვარეობა, უკმაყოფილობა, დაუკმაყოფილებლობა, მოუსვენრობა, მერყეობა, მშიშრობა, სიანჩხლე, ჭირვეულობა, სკეპტიციზმი, ხრიკიანობა, ეშმაკობა, მოტყუება, მეტისმეტი წესიერება, უკარება, კამათი სისულელეების გამო, უგრძნობი, სიძუნწე, სიხარბე, გაუმაძღრობა.

სასწორი - ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი. მიისწრაფის იქით, სადაც წნევა დაბალია იქიდან - სადაც მაღალია. მიისწრაფის თანასწორობისკენ, ჰარმონიისკენ, წესრიგისკენ, სილამაზისკენ, მშვიდობისკენ, სიწყნარისკენ. აქტიურია, მაგრამ მთელი აქტიურობა მიმართულია იმისკენ, რომ მიაღწიოს მშვიდობას. მშვიდობისმოყვარეა, მიისწრაფის - ყველა კონფლიქტი გადაწყვიტოს მოლაპარაკების გზით, კომპრომისით და მოლაპარაკების გზით. თუ ეს არ გამოსდის, მაშინ მიდის, თავს არიდებს კონფლიქტებს და კამათს. არ უყვარს სკანდალები და დაპირისპირება. ადვილად აღელდება და ადვილად მშვიდდება. შთაბეჭდილების მოხდენა, მგრძნობელობა, თანაგრძნობა, დათანხმება, სიმსუბუქე, სინატიფე; სიყვარული ხელოვნების, სილამაზის მიმართ; მიდრეკილება გონებრივი სამუშაოსკენ; მხიარული, იუმორი; მიდრეკილება ერთობლივად მუშაობისკენ, თანამშრომლობისკენ, თანაავტორობისკენ, პარტნიორობისკენ; ნიჭიერება, ამბიცია; სასწორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. მოკრძალებულობა, საკუთარ ძალებში რწმენის ნაკლებობა, ამიტომ, ძლიერი და ენერგიული პარტნიორის გარეშე (ანუ ცეცხლი) უშვებს ბევრ, კარგ შესაძლებლობებს. თანამშრომლობით და დახმარებით აღწევს მაღალ მდგომარეობას. თავაზიანობა, სინაზე, სამართლიანობა, კეთილშობილება, სილამაზე, სასიამოვნო. წონასწორობა ინტერესს, ინტუიციას, აღქმას, გაზვიადებას და გონივრულობას შორის. დიპლომატიურობა, იდეალიზმი. ფიზიკურ შრომაზე მიუჩვევლობა. ფორტუნის რჩეული. რომანტიულობა, სიყვარული. პატიოსნება, მიდრეკილება საზოგადოებრივი მოღვაწეობისკენ; სიყვარული კამპანიების, გართობის, ლამაზი სანახაობების, მოგზაურობების, დახვეწილი გართობის მიმართ. გულწრფელად მეგობრული, გულწრფელი სიყვარულსა და ქორწინებაში. დამფასებელნი, აფასებენ ყურაღებას, ახსოვთ კარგი. არ მეწვრილმანეობს, აქვს მაღალი მიზნები. სულიერი სისუსტე, არ ყოფნის ენერგია. არამდგრადი, ცვალებადი. აღიარების ავადმყოფური მოთხოვნილება, სჭირდებათ შექება და კარგი შეფასება. დიდი მისწრაფება უფრო თეორიაა, ვიდრე პრაქტიკა. სუსტი ნება. რეალობიდან მოწყვეტა.

მორიელი - შინაგანი წინააღმდეგობა, აქტიური წყალი. შეუძლია როგორც გახსნას, ასევე გარდაქმნას. გამოვლინება - მჟავა, ქიმიურად აქტიური, აგრესიული სითხე, დამენგრეველი და სასიკვდილო, შხამიანი. შინაგანი ემოციური დაძაბულობა, მძაფრი ვნებები და ეს ვნებები უფრო მეტად დაკავშირებულია ფლობასთან; ცინიკური, შხამიანი, მწარე, სარკასტული; სიმწვავე, სიცხარე, სატირა; შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, შემსრულებლობა, პასუხისმგებლობა, სიფრთხილე, სიმტკიცე, გამჭრიახობა, კაცურობა; დაბადებული მებრძლოად - ფრთხილი და თავდაჯერებული, შეუძლია, მოწინააღმდეგეს მოუძებნოს სუსტი წერტილი და მიიაყენოს დამანგრეველი დარტყმა; ღირსების შეგრძნება, საკუთარი ძალების რწმენა; შეცნობის წყურვილი, მისწრაფება - ჩაწვდეს შეუცნობელს, საიდუმლოებებს, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს; აქვს უნარი კონტროლის ქვეშ ყავდეს სხვები; ქმედითი ნატურა, ადვილად აღგზნებადი, მაგრამ თავშეკავებული და გონივრული; მესაკუთრეობა, მოფრთხილება; დიდი ენერგია, მხარდაჭერის მოთხოვნილება, მაგრამ პასიური ამბიცია; მდიდარი წარმოსახვის უნარი, დიდი ნების ენერგია, საკუთარი თავის ფლობა, შეუპოვრობა, დაჟინება, დაყოვნება, ამტანობა, მოთმინება, საკუთარი ძალების რწმენა; მოხერხებული ბრძოლაში ნებისმიერ ფრონტზე; სულიერი სიმსუბუქე, სიფაქიზე და მრძნობელობა; ღრმა მოქმედების ზონა და კარგი გაგება; ძლიერი ინტუიცია; სილამაზის და ფუფუნების სიყვარული. თუ დარწმუნებულია თავის სიმართლეში, არასდროს არ ნებდება და არ თმობს. პატიოსნება, კეთილსინდისიერება, საიმედოობა, ერთგულება, ამავე დროს პრაქტიკულობა და რეალიზმი. შეუძლიათ იყვნენ როგორც კონსერვატულები, ასევე პროგრესულები. პატივმოყვარეობა, აკურატულობა; იმპულსურობა, სიფიცხე. ლაპარაკის დროს იძლევიან ტონს და მიყავთ საუბარი; ძლიერი ხასიათი, კარგი მეხსიერება; პირქუში, ფარული; თავიანთ ცოდვებს წარმატებით მალავენ დიდი ფასადური ღირსების ქვეშ; არც ისე ნაზი გრძნობებში, მაგრამ თუ საჭირო გახდა, შუძლია იყოს ძალიან ფარული და მომხიბლავი. მზრუნველი, ყურადღებიანი, თავშეკავებული; სიყვარული ყველაფრის რაც განსაკუთრებული და ვნებიანია; იდეების ამოუწურავი წყარო. მიდრეკილება მტკივნეული სულიერი განცდებისკენ და „თვითგანადგურებისკენ“, საკუთარი სულის ძიება, დანაშაულის გრძნობა, დაზიანებული სიამაყე, ეჭვიანობა, უნდობლობა, ბოღმიანობა, შურისმაძიებლობა, სიმძაფრე, მაღალი გაღიზიანებადობა, სკეპტიციზმი, აგრესიულობა, დესტრუქციულობა, თავხედობა, უცერემონიულობა, შეუბრალებლობა, წყენა, კრიტიკულობა, შეწინააღმდეგება, უარყოფა, კამათი; სიცხარე, მიდრეკილება გაგიჟებისკენ, გაღიზიანებადობა, თვითნებობა, გადაჭარბებული შთამბეჭდაობა, უხეშობა, სისასტიკე, უგრძნობლობა, ტყუილი, თაღლითობა, ხრიკიანობა; გაურკვევლობა ვნებებში, მიდრეკილება ძალადობისკენ, ჰიპერსექსუალობა; ყველაფერში მკაცრი განსჟა, უნდობლობა, მიდრეკილება ფუფუნებისკენ, გაბოროტება, დანაშაულის შესაძლებლობა, შურიანობა, პატივმოყვარეობა, ტრაბახი, აგრესიულობა, ეგოცენტრიზმი.

მშვილდოსანი - ცეცხლი, ლომის წინააღმდეგობის დაშვება. გამოვლინება - აფეთქება. ძირითადი მისწრაფება - გასცდეს საზღვრებს. მისწრაფება მოგზაურობისა და ჰორიზონტის გაფართოებისაკენ; არ უყვარს შეზღუდვები, მომავლის განჭვრეტის ნიჭი, შორსმჭვრეტელობა, დიდი მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, დამოუკიდებლობა და თვითგამორკვევა, პატიოსნება, სამართლიანობის განვითარებული გრძნობა, გახსნილობა, პირდაპირობა, უნარი მოარტყას პირდაპირ მიზანში; თანაგრძნობა სუსტების მიმართ, სენტიმენტალურობა, ლმობიერება, კეთილშობილება, სულიერი გულუხვობა, ფილანტროპია, მეცენატობა, მიდრეკილება რისკის, ავანტიურის და რომანტიკის მიმართ; ნიჭი, უნარი მბრძანებლობის, მართვისა და დაქვემდებარების; გამბედაობა, უშიშრობა, ენერგია, ნება, ოპტიმიზმი, პატივმოყვარეობა, იმპულსურობა, მობილურობა და დაუღლელობა; მუდმივი მოუსვენრობა და მუდმივი საქმიანობა; მრავალფეროვნება და სხვადასხვაგვარობა; ცოცხალი და ენერგიული ნატურა; მხიარული, ხალისიანი, გახსნილი, დიდსულოვანი, კეთილმოსურნეობა; ბუნებისა და ცხოველების სიყვარული (განსაკუთრებით დიდი ცხოველების - ცხენი, ძაღლი და ა.შ.); ლოიალურობა, გონივრულობა, ავტორიტეტულობა; ტემპერამენტულობა - გრძნობა ძალიან ინტენსიურია, დიდი მოთხოვნილება ხელისუფლების და დიდებულების, აღიარების, პატივისცემისა და მოკრძალებისა; ძლიერი ექსპანსიურობა, მისწრაფება მიაღწიოს კარგ საზოგადოებრივ მდგომარეობას, სამყაროს კეთილგანწობა, და მოხუცებულობის წლებში კი მატერიალური კეთილდღეობა; შეუპოვრობა, ჟინიანობა; ვერ იტანენ შეზღუდვებს, ზეწოლებს, ძალადობას, იძულებას; ინტუიცია, გამჭრიახობა, მაღალი მიზნები და იდეალები. მიდრეკილება გადაჭარბებისკენ; ტენდენცია მოხიბლოს და აცდუნოს, ყოველთვის და მუდმივად ქმნის კარგ წარმოდგენას და შთაბეჭდილებას თავის თავზე; დროსტარებისა და ხმაურიანი გართობის სიყვარული; მოჩვენებითი თავაზიანობა და კონტაქტურობა; უდარდელობა, სწორხაზოვნება, უხეშობა, ავანტიურიზმი.

თხისრქა - მიწის სტიქიის წარმომადგენელი. გამოვლინება კლდე. სიხისტე, სიმტკიცე, გამძლეობა. ეს არის კრსიტალი, რომელსაც აქვს გამოკვეთილი ფორმა და იზრდება ნელა და სტაბილურად, პირდაპირი გაგებით - თითოეული ატომით ზრდის თავის თავს გეგმის მიხედვით. იყენებს მცირედ შანსსაც კი თავისი მიზნის მისაღწევად. მიზანდასახულობა, დაგეგმარება, კონცენტრაცია, ჟინიანობა, შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, ამბიცია, ცენტრალიზაცია, დაქვემდებარება, თვითშეზღუდვა, გამოკვეთილი საზღვრები, სიფრთხილე, კეთილგონიერება, გონება, გამჭრიახობა, პრაქტიკულობა, სისწრაფე, გულითადობა, მონდომებულობა, მესაკუთრეობა, ეკონომიურობა, თავშეკავებულობა, გონიერება, საზრიანობა, შეყოვნება, გამძლეობა, რეალიზმი, მატერიალიზმი. გონივრულობა, სიმშვიდე, საკუთარი თავის ფლობა, სიყვარული სირთულეების, გამოცდებისა, წინდახედულება, მოვალეობის გრძნობა. პირდაპირობა, ბიუროკრატიზმი, თვითონ იქმნის წინააღმდეგობებს; წარუმატებლობა, შეყოვნება, შენელება, დაგვიანება, სიღარიბე, წუწურაქობა და სიძუნწე, შეზღუდული და ვიწრო მსოფლმხედველობა, რაციონალურობა, სიცივე, გულგრილობა, მელანქოლია, დეპრესია, ნაღვლიანობა, პესიმიზმი, სკეპტიციზმი, უნდობლობა, ეჭვი, მერყეობა, შიშები, შეშფოთება, ფობიები, კამათი, უთანხმოება, გაუცხოება, ეგოიზმი, სიხარბე, გაუმაძღრობა, სისასტიკე, მზაკვრობა, მუდმივი უკმაყოფილება, სიანჩხლე და ჭირვეულობა, პირქუშობა, სიმკაცრე, ასკეტიზმი უკიდურეს საძღვრამდე, იმედგაცრუება, კაპრიზი, ახირება, ზეწოლა, მერკანტიულობა, კარიერა.

მერწყული - შინაგანად წინააღნდეგობრივი ჰაერი. გამოვლინება - ღრუბელი.
არაპროგონოზირებადი, მოულოდნელობა, სპონტანურობა, ინტუიციურობა. განმჭვრეტელობა და პასიურობა უცებ იცვლება აქტიური ქმედებით (ნელა იკაზმებიან, მაგრამ სწრაფად მიდიან). რადიკალურობა, რევოლუციონერობა, პროგრესიულობა, ალტრუიზმი, მეგობრული, ადამიანურობა, მისწრაფება საკუთარი დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ და ყველა გარშემომყოფებისთვის თავისუფლების ჩვენება. დემოკრატიულობა, კაცურობა, შემართება, ღირსების შეგრძნება, საკუთარი სიმართლის და ინტუიციის რწმენა. სიმსუბუქე, გონებრივი მუშაობისკენ მიდრეკილება. ოპტიმიზმი, წინდახედულება, კეთილგონიერება, თავდაჯერებულობა; მიდრეკილება თავგანწირული სიყვარულის, ან მარტოობისკენ. მუდმივობა და უცვლელობა, თავაზიანობა, კეთილგანწყობა, თანდაყოლილი სიკეთე. ერთგულება და საიმედოობა. სიზუსტე და აკურატულობა. უნარი - სწრაფად და ადვილად დაამყაროს კონტაქტი მეგობრობაში და სიყვარულში, ასევე საქმეში. ინტუიციური გაგება ადამიანების, გამოკვეთილი სოციალური პოზიცია, კარგი მომზადება და კონცენტრაცია, შეწყალება და გულკეთილება, შეუპოვრობა და დაჟინება, მუდმივობა შეხედულებებში და აზრებში, მყარი მსოფლმხედველობა. ორიგინალურობა, იდეალიზმი, იდეის სინატიფე. მეამბოხე სული. მაღალი იდეალები. პასუხისმგებლობა და მისწრაფება - დაიკავოს საპასუხისმგებლო მდგომარეობა. ბევრია დამოკიდებული საკუთარი სიმპატიებზე და ანტიპატიებზე. საკუთარ იდეებს და გეგმებს ახორციელებენ სხვისი შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, ნებისმიერი ოპოზიციის და კრიტიკის მიუხედავად. სიმშვიდე, მოთმენა, სიმსუბუქე, სინაზე, შრომისმოყვარეობა, გახსნილობა, გულახდილობა, მიმზიდველობა, არტისტულობა. არ უყვარს კონტროლი და იმედს არ კარგავს. მიმართულია მომავლისკენ. თვითნებობა, თვითმომწონე, იმპულსურობა, გადაწყვეტილების მოულოდნელი ცვლილება, პირდაპირობა, სიმყარე კამათში. გარეგნული ეფექტის და დემონსტრაციულობის სიყვარული. მიდრეკილება უკიდურესობისაკენ, ექსტრემიზმისაკენ. დროდადრო პასიურია, ზარმაცი, ინერტული. სასიკეთო გარღვევები ვითარდება ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე და ყოველდღიური გარემოებებიდან.

თევზები - მორიელის წინააღმდეგობის დაშვება, ქიმიური რეაქციები დამთავრდა, წარმოიქმნა მარილი. გამოვლინება - ოკეანე. წყალი მდიდარი შინაგანი შემადგენლობით. მდიდარი შინაგანი სამყარო, მდიდარი წარმოსახვა, ოცნებები, სიზმრები, ფანტაზიები, ფსიქოლოგიური ასოციაციების სიმდიდრე, შინაგანი სამყარო მნიშვნელოვანია გარეგანზე, იდეალიზმი, შთაგონება, მუსიკალურობა, თვინიერება, მორიდებულბა, შეუმჩნევლობა, დიდი სულიერი სიღრმე, თანაგრძნობა, სულიერება, რელიგიურობა, საიდუმლოებების ინტერესი; შრომისმოყვარეობა, შემსრულებლობა, დიდი ყურადღება დეტალების მიმართ, მეთოდურობა, თანმიმდევრულობა; თანაგრძნობა სხვისი მწუხარების და უბედურების; ჭეშმარიტება, ნათელი სული; სიმშვიდე, სამყაროს სიყვარული, სტუმართმოყვარეობა, სწრაფი ატაცება და გაგება, აღქმა, კარგი გადაწყვეტა, დახმარების სურვილი, განზრახვა, განვითარება, მჭევრმეტყველება, ბავშვების სიყვარული, კეთილსულოვნება, მეგობრულობა, სენსიტიურობა, ნიჭიერება, საიდუმლოებების და შეუცნობელის სიყვარული, სახლის სიყვარული, მზრუნველობის, უნარი მოვლის და მოუაროს - განსაკუთრებით სუსტებს და ავადმყოფებს. მფარველობის სურვილი, გულიანობა, დელიკატურობა, სინაზე, მსხვერპლი, იდეალიზმი. პასიურობა, მორიდებულობა, პედანტიზმი, სკეპტიციზმი, ფანატიზმი, იდეალები და ოცნებები მოწყვეტილი რეალობას, არაპრაქტიკულობა, ფანტაზიორობა, აპათია, სიზარმაცე, მოდუნებულობა, უსუფთაობა, უკოხტაობა, გაფანტულობა, არამუდმივობა, არასტაბილურობა, არასაიმედოობა, მგრძნობიარობა, გადამეტებული სიყვარული სიამოვნებისა და განტვირთვის მიმართ, გონებრივი ინდიფერენტულობა, გადამეტებული მიდრეკილება საიდუმოლებების მიმართ, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, მონური დამორჩილება ბედს, დამოკიდებულება, გაგიჟებისკენ მიდრეკილება, წამებული, ტანჯული. მერყევი და სუსტი ფსიქიკა, როგორც შედეგი, მიდრეკილება ფსიქიკური ავადმყოფობისკენ.

მეოთხე ნაწილი: 

პლანეტები
პლანეტებს ასტროლოგიაში ხშირად ეძახიან მნათობებს, გვხვდება წიგნები, რომლებშიც მნთობებს ეძახიან მხოლოდ მზეს და მთვარეს. ამიტომ, მარტივად გასაგები რომ იყოს, მზიდან და მთვარიდან დაწყებული - პლუტონამდე დამთავრებული, აქ პლანეტებად მოვიხსენიებთ.
ყველა პლანეტას განსაკუთრებული გავლენა აქვს ადამიანზე, ყველა პლანეტაა პასუხისმგებელი ადამიანის ფსიქოტიპის განსაზღვრაში, ასევე ვლინდება სიმბოლოებად - განსაზღვრული საგნებისა, მოვლენებისა და მოვლენათა განვითარებისა ჰოროსკოპში. როგორც ფსიქიკური პროცესების სიმბოლო და მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში, ყველა პლანეტას შეუძლია წარმოჩინდეს როგორც „კარგი“, ასევე „ცუდი“ გამოვლინებით. მაშ ასე:

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904049_mze.jpgმზე. ზოდიაქალურ წრეს გაივლის 1 წელიწადში (უფრო ზუსტად 365,4 დღე-ღამეში). ჩვენი მზის სისტემის ცენტრი აძლევს სინათლეს და სითბოს ყველა პლანეტას. მის გარშემო ბრუნავენ მზის სისტემის დანარჩენი ციური სხეულები და ასტროლოგიაში მზე სიმბოლიზირებს ცენტრს, გულს, ისაა არსებითი „მე“, გონი, გაცობიერებული ნება, ლიდერობა, ძალაუფლება, თვითდემონსტრაცია, ხელოვნება, როგორც თვითშემოქმედების მკაფიო გამოვლინება, ბავშვები (ასევე შემოქმედების შედეგი). მზის როლი - ესაა ადამიანი ჭეშმარიტად ლიდერული პოზიციით. იგი შეიძლება იყოს მეფე, პრეზიდენტი, ლიდერი რაიმე ორგანიზაციის, ამასთან, არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს დადასტურებული, თუმცა ის უთუოდ აღიარებულია - ის შიძლება იყოს ოჯახის უფროსიც. ხანდახან, ეს შეიძლება იყოს სიყვარულის ობიექტი, რომელსაც აღმერთებენ, რომლითაც აღფრთოვანდებიან, მათ შორის ბავშვი, ასევე კუმირი - არტისტი ან პოლიტიკური მოღვაწე. ის, ვინც ყურადღების ცენტრშია, ვისაც ხალხი მიყვება, ვისითაც აღფრთოვანდებიან, ვინც ჩანს სცენაზე. მზე ჰოროსკოპში - აგრეთვე სიმბოლიზირებს შინაგან „მე“-ს, მსოფლმხედველობს, ფხიზელი გონებას, ყურადღებას, გაგებას, სასიცოცხლო ძალას, ენერგიას, ჯანმთელობას. უარყოფითი თვისებები: სუსტი ჯანმთელობა, ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი, თავდაჯერებულობა, ამაყი, სიძულვილი, ქედმაღალი, ნარცისიზმი, უგუნურება, წყენია, უსუსურობის შეგრძნება.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904015_mtvare.jpgმთვარე. მისი მოძრაობის დრო ზოდიაქოს წრეზე-27 დღე-ღამე და 8 საათია. დედამიწის თანამგზავრი, ყველაზე ახლო სხეული ჩვენთვის, ანათებს სინათლის არეკვლით და მოძრაობს ძალიან სწრაფად. მისი ორბიტის სიბრტყე გადახრილია ეკლიპტიკის სიბრტყიდან 5 გრადუსიანი კუთხით. სიმბოლიზმი დაკავშირებულია მის ასტრონომიულ მახასიათებლებთან - ეს არის სახლი და ოჯახი, ანუ რაც ჩვენთვის ყველაზე ახლოა სულისთვის სივრცეში. ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი და ფსიქიკური ცხოვრება. ეს ასახვაა მთლიანი სამყაროს მოვლენათა აღქმისა. ეს არის ჩვენი ცვალებადობა, ადაპტაცია, გადარჩენა. ეს დედობრიობაა, ზრუნვა, ყველაფერი ის, რაც გვეხმარება გადარჩენაში. მთვარე თავისთავად არაა აქტიური, ის რეაგირებს გარე სამყაროზე, ეგუება, საზრდოობს თვითონ და სხვებს უზრუნველყოფს საზრდოთი. მთვარე მსუბუქია, ცვალებადი, ემოციური, მოქნილი, მზრუნველი, სახლის მოყვარული. მთვარის როლი - დედა, დიასახლისი, პატარა ბავშვების აღმზრდელი, ადამიანი, რომელიც უვლის ავადმყოფებს, ცხოველებს და მცენარეებს, ის, ვინც დაკავებულია მეოჯახეობით, საჭმლის მომზადებით. მთვარე - ეს განწყობაა, სული, თვითშეგრძნება, ადაპტაცია, სენსიტიურობა, აღქმადობა, ცვალებადობა, შთამბეჭდაობა. უარყოფითი გამოვლინება: ცუდი განწყობა და შეგრძნება, სულიერი ტკივილი და ტანჯვა, ეჭვიანობა, შური, ისტერიულობა, ინფანტილურობა, სისუსტე, პასიურობა, მერყეობა, დაუცველობა.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476903995_merkuri.jpgმერკური. ზოდიაქალური წრის შემოვლის დრო, დაახლოებით წლამდეა. მზესთან ყველაზე ახლო და სწრაფად მოძრავი პლანეტაა, (მაგრამ მთვარეზე მნიშვნელოვნად ნელი), მერკურის დანახვა რთულია, ის მუდამ მზის სხივების გამონათების ფონზე იმალება, მისგან 28 გრადუსზე მეტად შორს არ მიდის. მერკური არის დილის და საღამოსი, ის შეიძლება გამოჩნდეს საღამოს მზის ჩასვლისას ცოტა ხნით, ან სხვა დროს - მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. მითოლოგიურად, მერკური - მაცნე, დესპანი, მოვაჭრეა. ასტროლოგიაში მერკური სიმბოლიზირებს ინფორმაციის და საქონლის გაცვლას, აზროვნება, როგორც აღქმა და ინფორმაციის გაცვლა, მისი ანალიზი, შეფასება. მერკურის უკავშირდება საქმიანი სახის უემოციო ურთიერთობები. სწავლა, უპირველს ყოვლისა, კონკრეტული, პრაქტიკული. მოგზაურობა, ტრანსპორტი. ფოსტა, გაზეთი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. მერკურის როლს განეკუთვნება - მოსწავლე, ფოსტალიონი, კავშირები, ინფორმაციის გამავრცელებელი, აღმრიცხველი, მოვაჭრე, შუამავალი, კურიერი, აგენტი, ბროკერი. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ინფორმაციასთან და გაცვლასთან. ეს, უწინარესად, არის გონება - პრაქტიკული, მათემატიკური, ანალიტიკური; მერკურის უკავშირდება აგრეთვე კონტაქტურობა, კომუნიკაბელურობა, საუბარი, წერილი, საქმე და ორგანიზაციული შესაძლებლობები. ნეგატიურ ვარიანტში მერკური მიუთითებს ტყუილზე - წვრილმანი თაღლითობა (გაიხსენეთ, ის სწრაფად მოძრაობს და მისი დანახვა რთულია, ის იმალება მზის სხივებში), მეტყველების დეფექტი, უთქმელობა, ცუდი წერა, ცუდი მეხსიერება, დავიწყება, ნევროზულობა, ქაოტურობა აზროვნებაში და ლაპარაკში, ხრიკიანობა, მატყუარობა, არაორგანიზებულობა, არალოგიკურობა.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904067_venera.jpgვენერა. მისი ბრუნვის დრო ზოდიაქოს წრეზე, დაახლოებით, ერთი წელია. მზიდან მეორე პლანეტაა. ასევე, მისი მზესთან დისტანცირება უფრო მცირეა, ვიდრე დედამიწისა. ამასთაან დაკავშირებით, დედამიწის ცაზე, 48 გრადუსზე მეტად არ შორდება მზეს. მისი ღერძის გარშემო ვენერა უკუღმა ბრუნავს (როგორც ურანი). ვენერა, როგორც მერკური, დილის და საღამოსია, ჩანს ან საღამოთი მზის ჩასვლის შემდეგ, ან დილით - სანამ მზე ამოვა, მაგრამ გაცილებით დიდი ხანი ჩანს, ვიდრე მერკური. ის უფრო ნათელია; მზის და მთვარის შემდეგ, ნათებით მესამეა. მითოლოგიაში ვენერა სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთია. ასტროლოგიაში ვენარასთან დაკავშირებულია რამოდენიმე ძირითადი თემა, ერთი მათგანია პარტნიორული ურთიერთობა, მოლაპარაკებები, კონტრაქტები, ქორწინება. მერკურისგან განსხვავებით, ვენერა იძლევა უფრო ხანგრძლივ და უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რაშიც სიმპატიის ელემენტები ჩნდება, ემოციური შეფერილობა მეტად აქვს - „მე შევდივარ ურთიერთობაში (ვენერით) მათთან, ვინც მე მომწონს“. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, მაგრამ შეიძლება იყოს პატიოსანი მოლაპარაკებაც, მეგობრობა, საერთო საქმიანობა, საიდანაც ჩვენ ორივენი ვკმაყოფილდებით. შეფასება, სიმპატია, „მომწონს - არ მომწონს“ - ეს არის ვენერას ფუნქცია. კიდევ ერთი ვენერას თემა, სინამდვილეში, ღრმად არის დაკავშირებული პირადი ენერგიის მარაგთან. ეს არის ფულიც, ქონებაც, მყუდროებაც, კომფორტიც და სილამაზეც, მათ შორის, სხეულის სილამაზე, ჯანმთელობა. მაშ ასე: ვენერა - ეს ჩვენი სიმპატიები და ჩვენი პირადი ურთიერთდამოკიდებულებაა. მერკურიც შედის ურთიერთობაში და ისიც ეძებს სარგებელს, მაგრამ მისთვის ურთიერთობა ურთიერთობისთვისაა, ახალი ინფორმაციისთვის, სარგებლისა და გაცვლისთვის. მერკურის ურთიერთობა არის საზრდო გონებისთვის, მაგრამ არაფერს არ იძლევა სულისთვის, სიამოვნებისთვის, ჰარმონიისთვის. ვენერას ურთიერთობა - გულისთვისაა, სიმპატიისთვის. თუმცა, სარგებლის ელემენტები (თავისი მარაგის გაზრდისთვის) აქაცაა. მაგრამ ვენერა ურთიერთობაში პატიოსნად შედის (განსხვავებით მერკურისგან, რომელიც, შიძლება, მოიტყუოს, და მარსისგან - რომელიც ყველაფრის ძალით დაპყრობას ცდილობს). ესთეტიკა, ხელოვნება, ჰარმონიის და სილამაზის შეგრძნება - ბუნების სილამაზე, სხეულის სილამაზე, ურთიერთობის სილამაზე - ყველაფერ ამას იძლევა ვენერა.
ვენერას როლები - ლამაზი გოგო, შეყვარებული, ხანდახან - და, ცოლი. მანეკენი, ნატურალი, ყვავილების გამყიდველი გოგო. მთვარესთან ერთად - ფერმერობა, ორანჟერეა, სოფლის მეურნეობა. სატურნთან ერთად - მართლმსაჯულება. ვენერა წონის სხვადასხვა მოსაზრებებს, მუშაობს კომპრომისზე, პოულობს პატიოსან გადაწყვეტილებებს. ვენერის თვისებები კარგად უნდა ქონდეთ განვითარებული ექსპერტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, დიპლომატებს. ვენერა - ეს არის მშვენიერების შეგრძნება, მშვიდობის მოყვარე... სიმპატია, გემოვნება, დაგროვება, ფინანსები, ნივთები, ნიჭი, ფასეულობები (ამ სიტყვის ფართო გაგებით), შემოქმედება, არტისტულობა, სიყვარული და მეგობრობა, ხელოვნება. უარყოფითად გამოვლენილი ვენერა კი, ასეთია: მოჩხუბარი, სკანდალური, მყვირალა, ეჭვიანობა, უსაქმურობა, პატივმოყვარეობა, სიამოვნებისკენ და ფუფუნებისკენ გადაჭარბებული მისწრაფება, მოდას ბრმად აყოლა, უგემოვნო, ექსტრავაგანტულობა, სიზარმაცე, მგრძნობელობა, უსრცხვილობა, მფლანგველობა, მოუწესრიგებელობა.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904068_marsi.jpgმარსი. მისი ბრუნვის პერიოდი ზოდიაქოს წრეზე, დაახლოებით, ერთი წელი და ათი თვეა. პირველი პლანეტა დედამიწის გარეთ... ის მიძრაობს დედამიწაზე ნელა. შუძლია როგორც მცირე, ასევე საკმაოდ დიდი მანძილით დაშორდეს მზეს ისევე, როგორც ყველა გარე პლანეტას პლუტონის ჩათვლით. მარსი ცაზე გამოიყურება როგორც წითელი ფერის ვარსკვლავი. მითოლოგიაში მარსი ომის ღმერთია. და აი, ამაზე, რომ მარსი არის გარე პლანეტა და ომის მეფე, ეწყობა მისი სიმბოლიკაც. მარსი პასუხისმგებელია ყველაფერ გარეზე, ადამიანის ფიზიკურ მოქმედებაზე. მარსი - აქტიურია. მას უკავშირდება ფიზიკური მუშაობა, აგრესია, ბრძოლა, ომი, ბრაზის, რისხვის გამოვლინება. ყველანაირი ხელით მუშაობა დაკავშირებულია მარსთან. თუ საჭიროა მოხერხებულობა და სიზუსტე - მარსი მუშაობს მერკურისთან ერთად. მარსი - ეს არის წვა, ხანძარი, ტრავმები, ძალადობა. მარსის პროცესებია - დაჟანგვა, კუნთებით მუშაობა, სიცხარის გამოყოფა, მამაკაცური სექსუალურობა. მარსის როლები - მებრძოლი, სპორტსმენი, მეხანძრე, მუშა, რომელიც ასრულებს მძიმე ფიზიკურ სამუშაოს; ავტომობილის მძღოლი (მერკურისთან ერთად), მეტალურგი. საერთოდ, მამაკაცს და მამაკაცურობას ის ხშირად სიმბოლიზირებს (განსაკუთრებით ქალების ჰოროსკოპებში). მოწინააღმეგე და კონკურენტი - ესეც მარსია. ის არის ენერგია, გადაწყვეტილების მიღება, მოქმედება, სიმამაცე, თავდაჯერებულობა, ენთუზიაზმი. ნეგატიური გამოვლინებები, ალბათ, უფრო მეტი აქვს, ვიდრე პოზიტიური: მეომარობა, აგრესიულბა, უხეშობა, შეუბრალებლობა, უგუნურება, გაუმართლებელი რისკისკენ მიდრეკილება, გაუფრთხილებლობა, სიუხეშე, მოურიდებლობა, კონფლიქტურობა, თავხედობა, კადნიერება, მოჩხუბრობა, მიდრეკილება - ყველა პრობლემა გადაიჭრას ძალისმიერი მეთოდებით.
ზემოთ უკვე განხილულ პლანეტებს - მზეს, მთვარეს, მერკურის, ვენერას და მარსს, ეწოდებათ პირადი პლანეტები. რადგან ისინი სწრაფად მოძრაობენ ადამიანის ჰოროსკოპში, ინდივიდუალურნი და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის ფუნქციაზე და ერთი - ერთზე პიროვნულ ურთიერთობებზე, საზოგადოების ჩართულობის გარეშე. დანარჩენი პლანეტები, იუპიტერიდან დაწყებული - პლუტონის ჩათვლით, ითვლებიან სოციალურ პლანეტებად, რადგანაც ისინი გაცილებით ნელა მოძრაობენ. ხშირად, ასაკობრივად ახლოს მყოფ ადამიანებს, ერთი და იგივე მდებარეობა აქვთ ჰოროსკოპში და პასუხს აგებენ ადამიანის საზოგადო და სოციალურ ფუნქციაზე.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904045_iupiteri.jpgიუპიტერი. ეს ყველაზე დიდი პლანეტაა მზის სისტემაში. მთლიან წრეს მზის გარშემო გაივლის 11,86 წელში. იუპიტერი, დაახლოებით ერთ წელიწადში გაივლის ერთ ზოდიაქოს. მითოლოგიაში იუპიტერი (ზევსი) - უმაღლესი ღვთაებაა, ღმერთების ხელმძღვანელი. ძველ დროში, ადამიანის ცხოვრება უფრო მეტად იყო განსაზღვრული საზოგადოებით, ვიდრე ახლა. მაშინ მთავარი იყო იუპიტერი, ახლა ეს როლი გადავიდა მზეზე. ადამიანს, ამჟამად, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გამოავლინოს თავის ინდივიდუალურობა. იუპიტერი ასტროლოგიაში სიმბოლიზირებს:
1) ნებისმიერი გაფართოება, წარმატება, სიმდიდრე, ცოდნის გაფართოება, შორი მოგზაურობა;
2) ავტორიტეტი, აღიარება, პატივი, საზოგადეოების მორალური ფასეულობების სისტემა. მოცემულ საზოგადოებაში წარმატების კრიტერიუმი, რა უნდა გაკეთდეს, რათა მიიღო აღიარება და ავტორიტეტი. მასწავლებლობა, პედაგოგიკა, სპონსორობა. ნებისმიერი გადაჭარბება.
იუპიტერის როლები - მასწავლებელი, დამრიგებელი, სპონსორი, კეთილი ბიძია, მოგზაური, მკვლევარი, ფილოსოფოსი, რაიმე რწმენის ან იდეოლოგიის მოძღვარი. იუპიტერი აგრეთვე სიმბოლიზირებს საზღვრებს მიღმა მისწრაფებებს, შორ მოგზაურობებს, მეცნიერებას (განსაკუთრებით ფუნდამენტალურს და ფილოსოფიურს), უმაღლეს განათლებას, მედიცინას, სიმდიდრეს, სიუხვეს, გაფართოებას, ზნეობას, მორალს, მაღალ იდეალებს, სამართლიანობას. იუპიტერის ნეგატიური თვისებებიდან აღსანიშნავია მფლანგველობა (თანაც დიდი მასშტაბებით), ავანტიურები - სერიოზული ფინანსური და იდეოლოგიური დანაკარგებით, თავგადასავლებისაკენ მისწრაფების უქონლობა, უსამართლობა, აგრესიულობა (მაგრამ არა მუშტით, არამედ იდეოლოგიურად - სიტყვით, კონცეფციის დონეზე), გადამეტებული თავისუფლების სიყვარული, პათოლოგიური რწმენა თავის სიმართლის ნებისმიერ საკითხში.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904050_saturni.jpgსატურნი. სატურნიც გიგანტური პლანეტების რიგს მიეკუთვნება, თუმცა, მისი ზომა იუპიტერზე მცირეა. პატარა ტელესკოპითაც შეიძლება იმის დანახვა, რომ სატურნს რგოლების სარტყელი აქვს და მასშია ჩასმული. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. სატურნი მთლიანი ციკლის გავლას უნდება 29,5 წელი. მითოლოგიაში სატურნი არის - მოხუცი, დროის მცველი. სატურნის სიმბოლიკაა - ფორმა, სტრუქტურა, დრო, შეზღუდვა, კანონები, ლოგიკა. სატურნთან დაკავშირებულია ყველაფერი, რაც ამბობს „არ შეიძლება“ და „საჭიროა“; ყველა კანონი და წესი - ბუნება და საზოგადოება, სახელმწიფო, ხელმძღვანელობა, ჩინოვნიკობა, წესრიგი, მოვალეობების იერარქია, განრიგი, გრაფიკი; რკინგზა - რელსები, განრიგი, დისციპლინა, დროის შეგრძნება, პასუხისმგებლობა; კრისტალები, ქვები, მთები, სხვადასხვა მყარი სტრუქტურა, რომელიც ფორმას ინარჩუნებს. სატურნის როლები - ხელმძღვანელი, ოფიციალური ვალდებულებების პირი, წესრიგის დამცველი, მცველები, განრიგის და კანონის შემდგენელი, მოსამართლე (ვენერასთან ერთად), ხანდახან - მამა, მშობლები, რომლებიც ასრულებენ დამცველის ფუნქციას, საერთოდ, ასაკოვანი ხალხი; ორგანიზატორები, თანამდებობის პირები; სატურნი ეს არის - დასაბუთება, ლოგიკა, კონცენტრაცია, ცენტრალიზაცია, გამიზნულობა და მიზანდასახულება, შეუპოვრობა, დაგეგმვის უნარი, წინდახედულება, სიფრთხილე, უნარი - შეამჩნიოს და გამოიყენოს. უარყოფითი თვისებები სატურნსაც (როგორც მარსს) ცოტა აქვს: ეგოიზმი, გულქვობა, სიცივე, უნდობლობა, ეჭვიანობა, სკეპტიციზმი, მიზანთროპია, პესიმიზმი, მელანქოლია, ნაღვლიანობა, დეპრესია, სიძუნწე, სიხარბე, ცილისწამება, შეყოვნება, დაბრკოლება, დაგვიანება, სერიოზული და გამოუსწორებელი დაუდევრობა, სიამაყე, კარიერისტობა, იარაღი ან მსხვერპლი იდუმალი ძალებისა, ეშმაკისგან ცდუნება.
პლანეტებს - მზიდან სატურნის ჩათვლით, ეწოდება სეპტენერის (სეპტენერი - შვიდეული) პლანეტები, ან დაბალი ოქტავის პლანეტები.
ურანს, ნეპტუნს და პლუტონს ასევე ეძახიან უმაღლეს პლანეტებს, განსხვავებით დანარჩენი შვიდეულისგან - კლასიკური პლანეტებისგან. ტრადიციულ საზოგადოებაში, ადამიანის ცხოვრების აღწერა შესაძლებელი იყო შვიდი პლანეტის დახმარებით და, მხოლოდ ახალ დროში, დაწყებული ინგლისური და ფრანგული რევოლუციებით, დროში, როცა მოხდა ელექტროობის აღმოჩენა და გამოყენება, ელექტრონიკის, ბირთვული ენერგიის, გლობალური ქსელების და ინფორმაციის დროში, ტოტალიტარული იმპერიების დროში და, როცა ხდებოდა მსოფლიო ნაციების გაერთიანება, ჩვენ დაგვჭირდა უკვე ეს უმაღლესი პლანეტები.
ასტრონომიული გადმოსახედიდან, სეპტენერის და უმაღლესი პლანეტები განსხვავდებიან მათი ხედვითი მნიშვნელობით - ურანი, ნეპტუნი და პლუტონი არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით, როცა სატურნის ჩათვლით, ყველა პლანეტის დანახვა შეუძლია ცაზე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ნორმალური მხედველობა აქვს. ადამიანი ხედავს თუ არა ცაზე პლანეტებს, გვევლინება კრიტერიუმად - განვსაზღვროთ დაბალი და მაღალი ოქტავის პლანეტები.
აქვე აღვნიშნავდი ერთ საინტერესო კანონზომიერებას: ყველა უმაღლესი პლანეტა, ყოველთვის არ მოქმედებდა ჰოროსკოპში. მათი ზემოქმედება კაცობრიობაზე დაიწყო მაშინ, როდესაც მოხდა მათი აღმოჩენა ასტრონომების მიერ. ანუ გამოდის, რომ როცა პლანეტა არავისთვის არ ჩანს (თუნდაც ტელესკოპებით), ის არანაირად არ ამჟღავნებს თავის თავს.
ახლა კი დავბრუნდეთ პლანეტების მახასიათებლებზე.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904028_urani.jpgურანი. აღმოჩენილია 1781 წელს. მზის გარშემო მთლიან შემოვლას ის 84 წელიწადში ახორციელებს და, დაახლოებით, 7 წელი ჩერდება ერთ ნიშანში. თავისი ღერძის გარშემო გვერდულად მწოლიარე ბრუნავს და, კიდევ, საპირისპირო მხარეს! ასეთი ასტრონომიული პარამეტრებით, არაა გასაკვირი ურანის სიმბოლიკაც - გარღვევა სატურნის შეზღუდვებიდან. ურანი - ესაა ყველაფერი არაჩვეულებრივი, რევოლუციური, განმაცვიფრებელი საფუძვლები, ჩვეული სტრუქტურების დამანგრეველი, რათა გზა მისცეს ახალს. ურანი - თავისუფლებაა, თანასწორობა, ძმობა. ურანი - დემოკრატიაა, მეგობრობა, იდეალები, კოლექტიური შემოქმედება. ასტროლოგიაში ურანს ასევე უკავშირებენ ციურ მოვლენებს და ავიაციას, კოსმონავტიკას, ასევე - ელექტროობას, ელექტრონიკას, ახალ ტექნიკას, კომპიუტერებს. ურანი - ეს არის ინტუიცია, სპონტანურობა, არაპროგნოზირებულობა, დამოუკიდებლობა, პროგრესიულობა, შეუპოვრობა, წინდახედულობა, მედიტაცია და ნათელმხილველობა. უარყოფითი თვისებები: ცუდისკენ მიმართული მახვილი ინტუიცია, ძალიან მძაფრი გრძნობა და განცდები, მოუთმენლობა, აუტანლობა, ვერ იტანს შეწინააღმდეგებას, ექსტრემალური თავისუფლების სიყვარული, უკიდურესობა ნახევარტონების გარეშე, მისწრაფება - დაარღვიოს კვანძები (და არა გახსნას), გადამეტებული თავმოყვარეობა, მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ და თვითგანადგურებისკენ.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904003_neptuni.jpgნეპტუნი. აღმოაჩინეს 1846 წელს. ამ პერიოდს ემთხვევა ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია - კომუნიზმი (ნეპტუნი - ილუზიების და მოჩვენების პლანეტაა. გაიხსენეთ, როგორ იწყება „კომუნისტური პარტიის მანიფესტაცია“ - „კომუნიზმის მოჩვენება დაეხეტება ევროპაში“). მთლიან შემოვლას მზის გარშემო 165 წლის განმავლობაში ახდენს, ყველა ნიშანში ჩერდება დაახლოებით 14 წლის განმავლობაში. ორბიტა თითქმის ზუსტი წრიულია. მითოლოგიაში ნეპტუნი - ზღვის და ოკეანის ღმერთია. მსოფლიო ოკეანე ნამდვილად დაკავშირებულია ნეპტუნთან. მეზღვაურობა,ზღვის ათვისება; ეკოლოგია; სითხეები. ნეპტუნთანაა დაკავშირებული ასევე სხვა ოკეანე, ოკეანე ჩვენი სულისა, ჩვენი გრძნობებისა, ფსიქოლოგია, გაუცნობიერებელი, იდუმალი. ფსიქოლოგიის განვითარება დაჩქარადა ნეპტუნის აღმოჩენის შემდეგ. ნეპტუნი ასევე დაკავშირებულია უნივერსალთან, აბსოლუტთან (ღნერთებთან და სამყაროს გონთან, სამყაროს სულთან). ნეპტუნი - ეს არის სულიერება, შინაგანი სამყარო, წარმოსახვა, იდეალიზმი, ფანტაზია, ოცნება, სიზმრები, მუსიკალურობა, პოეზია, ფსიქოლოგიურობა, სენსიტიურობა, ცნობიერის მდგომარეობა, შთაგონება, რელიგია, ექსტაზი, ტელეპატია, ექსტრასენსორიკა; ნეპტუნი ყველაფერს უნივერსალურს ხდის, ხსნის, შთანთქავს, ერწყმის უნივერსალს. ნეპტუნის ნეგატიური მხარე - ილუზია, შიშები, ჰალუცინაციები, სუბიექტივიზმი, რეალობიდან მოწყვეტით საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ცხოვრებიდან მოწყვეტილი მეოცნებე, ფსიქოლოგიური სიბრმავე, გაუგებრობა, შეპყრობილობა, ფანატიზმი, ავადმყოფური ფსიქიკა, საკუთარი თავის და სხვების მოტყუება (ხშირად უნებურად), გულწრფელი შეცდომა, სულელური ჩვევები, თავისი სურვილების დავიწყება, მიდრეკილება - იკაიფოს ნებისმიერ ფასად (ალკოჰოლიზმი და ნარკომანია), მერყეობა, ქაოტურობა, მიდრეკილება - მიყვეს დინებას, ნების არ ქონა.

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/1476904186_plutoni.jpgპლუტონი. პლუტონი აღმოაჩინეს 1930 წელს. ამის შემდეგ ხელისწუფლებაში მოდის ფაშიზმი, სსრკ-ში საბოლოოდ ყალიბდება ტოტალიტარული რეჯიმი და იწყება მასობრივი რეპრესიები, მუშაობა იწყება ატომური და ბაქტეოროლოგიური იარაღების შექმნაზე. მზის გარშემო შემოვლას ანდომებს 248 წელს. ორბიტა ძალიან გაწელილია, პერიჰელიუმი მორიელის ნიშანშია. აქ პლუტონი ხანმოკლე დროით შედის ნეპტუნის ორბიტაში. შეჯახებას ისინი ვერ შეძლებენ, რადგან პლუტონის ორბიტას აქვს დიდი დახრა (17°) ეკლიპტიკის სიბრტყესთან, სიახლოვეს, სადაც მოძრაობს ყველა პლანეტა, მაგრამ პლანეტების სიმბოლური წესრიგი ირღვევა ამ დროს, ეხლა კი ზუსტად ასეთი დრო იყო - 1980-დან 2000 წლამდე. პლუტონი თავისი გაწელილი ორბიტის გამო, არათანაბარი დროით ჩერდება ზოდიაქოებში, მორიელის ნიშანს გადის 11 წელიწადში, ხოლო კუროში 40 წელი უნდება. პლუტონის დანახვა შეიძლება მხოლოდ დიდი ტელესკოპით. მითოლოგიაში პლუტონი - არის ღმერთი მკვდრების სამეფოში, მიწის ქვეშეთის სამეფო. პლუტონი ბოლო პლანეტაა (ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის) და ის სიმბოლიზირებს გადასვლას საზღვრებზე. მანამდე და მას მერე - აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა. სიცოცხლე და სიკვდილი. სიკვდილი დაკავშირებულია პლუტონთან. ენერგიის გაცვლა - სხვისი ათვისება და თავისის გაცემა. სექსიც საზღვრებს გადასვლა და ენერგიის გაცვლაა. სხვისი ფული, ბანკები, დაზღვევა, კრედიტები, საერთოდ ბიზნესი, როგორც ბრუნვა სხვისი და კოლექტიური ენერგიისა. უნივერსალურობა, არაპიროვნულობა, შეუბრალებლობა. ტოტალიტარული რეჟიმები, სადაც ცალკეული პიროვნებები ემორჩილებიან საერთო იდეას და სტრუქტურას. ბირთვული პროცესები. პროცესები, რომლებსაც ჯაჭვური მახასიათებლები და დაფარული სტადიები აქვთ: ატომური ბირთვის გააყოფა, ეპიდემიები; მიწისქვეშეთი, მათ შორის მაღაროები და მეტრო. ტრანსფორმაციის პროცესი, სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაბადება სხვა ხარისხით. პლუტონი - ეს არის თვითდაჯერება და გაერთიანება, მისწრაფება და უნარი - მოიპოვოს გლობალური პოპულარობა, სიმპატია მასების მხრიდან, წარმატება, სიუხვე, ენთუზიაზმი, მააღალი ინტენსიურობა, რეალიზაცია, ტელეკინეზი, ლევიტაცია. პლუტონის ნეგატიური ასპექტები არ არის სუსტი ნერვების ადამინისთვის: ძალადობა უკიდურეს გამოვლინებაში, განურჩეველი გადაშენება, სიკვდილი, ბოლომდე განადგურება, ბირთვული ან ბაქტეოროლოგიური ომი, მისწრაფება - მიაღწიოს თავისას ნებისმიერ (სახელდობრ ნებისმიერ) ფასად, ჰიპერტროფირებული პატივმოყვარეობა, დიქტატი, კონფლიქტურობა, განსხვავებული აზრის ტოტალური განადგურება, ჰიპერსექსუალობა სადიზმის მიდრეკილებით.
თვალსაჩინოებისთვის დაგიხაზავთ ასეთ ცხრილს:

http://geoastro.ge/uploads/posts/2016-10/thumbs/1476904962_zgrilii.jpg









 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/24/2020 at 7:52 PM, Karma said:

ტყუპები - ჰაერი, მერწყულის ურთიერთწინააღმდეგობის დაშვება. გამოვლინება - ქარი. მოუსვენარი. მისი გონება მუდმივ მოძრაობაშია, ყოველთვის რაღაცითაა დაკავებული, დაინტერესებული. კონტაქტური, კომუნიკაბელური; ნაცნობობა, საქმე, კავშირი. მუდმივი გონებრივი აქტიურობა, მობილურობა, ცვალებადობა, მრავალფეროვნება, ინტერესი, ყურადღება, მგრძნობიარობა, ცნობისმოყვარეობა, ცოდნის წყურვილი. კონკრეტულობა, პრაქტიკულობა და ამასთან - იდეურობა და ინტელექტუალურობა. დაკვირვებულობა, სისწრაფე, აქტიურობა. გონება დახვეწილი, მოქნილი, სწრაფი, კარგი წარმოსახვა. გონებამახვილი, მჭევრმეტყველი, გამჭრიახი, სისხარტე და მოღვაწეობა. პატიოსნება, სულგრძელობა, ინტუიციურობა, კარგი აღქმის უნარი, გაგება, წარმოდგენა. სასიამოვნო მოსაუბრე, მათთან არ მოიწყენ. მიდრეკილება გონებრივი სამუშაოსკენ. მარჯვე ხელები, ნაკითხი, ნიჭი. სუსტი ნება, ენერგია არ ყოფნის. მოუსვენრობა, ნევროზულობა, მოლაყბე, ცვალებადობა. დაწყებული საქმე ყოველთვის არ მიყავს ბოლომდე, გაფანტულობა, ზედაპირულობა, დილეტანტიზმი. ნამდვილი გრძნობების უკმარისობა, არასაიმედოობა, თავხედობა, სიყალბე, ტყუილი, ეშმაკურობა. მუდმივი სულიერი ტკივილი შინაგანი წარმოდგენების და რეალური სამყაროს შეუთავსებლობის გამო. ურთიერთობებში არასტაბილური.

Pbs Food Cooking GIF by Julia Child

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

  • ფორუმელი

ვეძებ პროფესიონალურ საიტს ან საიტებს, სადაც ვნახავ რა პერიოდია და რას იწვევს ჩვენში ეგ პერიოდი და სხვა რამეებსაც. ეხლა რეტროგრადიული ხომ არაა რამე? ასე მგონია რატომღაც. 

Share on other sites

  • ფორუმელი

რეტროგადიული ხომ არაა რამე კი არა და, თურმე ისეთი რეტროგრადიული განლაგება ყოფილა, პლანეტებს თურმე ზედ გადაუვლიათ ჩვენთვის. კატასტროფა ყოფილა. :) 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, პერსონა said:

რეტროგადიული ხომ არაა რამე კი არა და, თურმე ისეთი რეტროგრადიული განლაგება ყოფილა, პლანეტებს თურმე ზედ გადაუვლიათ ჩვენთვის. კატასტროფა ყოფილა. :) 

ვინ ჩვენ? სპყ

On 10/15/2021 at 11:27 AM, პერსონა said:

ვეძებ პროფესიონალურ საიტს ან საიტებს, სადაც ვნახავ რა პერიოდია და რას იწვევს ჩვენში ეგ პერიოდი და სხვა რამეებსაც. ეხლა რეტროგრადიული ხომ არაა რამე? ასე მგონია რატომღაც. 

ნახე? მე ვარ აქ მოგვიც და შამანიც

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@პერსონა მზით რა ხარ?

რა არის რეტროგრადული? სატურნი მგონი ხო?  მერკურიც ხო არა? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor

On 10/16/2021 at 3:46 PM, Moor said:

ვინ ჩვენ

ადამიანებ

 

On 10/16/2021 at 3:59 PM, Mulan said:

რა არის რეტროგრადული? სატურნი მგონი ხო?  მერკურიც ხო არა? 

ი, ყველანი.

 

On 10/16/2021 at 3:46 PM, Moor said:

ნახე? მე ვარ აქ მოგვიც და შამანიც

არ მიძებნია. თუ შენ ხარ, შენ დალინკე მაშინ სად რაც ეცნობი, პროფესიონალურს და არაყვითელს. 

რეები არის ან იყო არ ვიცი. ციტირება იყო ჩემი მეგობრის, რომელსაც ვკითხე, რა ხდება, რა ამბავია, რეტროგადიული ხომ არაფერია-მეთქი? რომელიღაც პლანეტაზე თქვა გადირექტიულდაო, მაგრამ დამვიწყდა რომელზე. ისე, შენ გრძნობდი ამ პერიოდის რეტროგდარიულობა? გადავარდი წარსულში? პ.ს. მზით რაც  ვარ, იმასთან არაფერი მაკავშირებს. არც საუკეთესო და არც ყველაზე ცუდი. 

@Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

მეგობრებო, რაღაც აირია, ცუდად დაციტირდა და დაიპოსტა. მნიშვნელოვანი არაფერი, ჩასწორებაც მეზარება. თ მიხვდებით, ხომ კაი, თუ არა და, მაინც კაი. სასავენი ნიშნების მადლმა. :)))))))) :დდდდდ 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   368 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 367 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(11)