Jump to content
×
×
  • Create New...

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა : როგორ დავადგინოთ ადამიანის ასტროლოგიური ტიპი


Guest Karma
 Share

Recommended Posts

იმისათვის, რომ სწორად დავადგინოთ ასტროფიზიოგნომიური ტიპაჟი, ჩვენ ადამიანის არამარტო ანფაზი, არამედ პროფილიც უნდა დავათვალიეროთ. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიგურას, სიარულისა და ქცევის მანერებს, განსაკუთრებით ნაგებობაში შემოსვლისას და დაჯდომისას. ადამიანის შესახებ ყველაზე სწორ შეხედულებას ასცედენტი იძლევა (ზოდიაქოს „აღმავალი“ნიშანი).
ასტროლოგიის აკადემიაში პრაქტიკული მეცადინეობა შემდეგნაირად მიმდინარეობს: ფართო აუდიტორია-ამფითეატრში ორასამდე დამიანია. წინ, კათედრასთან მწკრივში სკამებია ჩალაგებული. ყველა სტუდენტი ჯერ უნდა გავიდეს აუდიტორიიდან, შემდეგ დაბრუნდეს და დაიკავოს რომელიმე სკამი. დანარჩენენი სტუდენტები კი მას უნდა დააკვირდნენ.
მასწავლებელი პირველად იმ სტუდენტებს სთხოვს წინ გამოსვლას, ვისაც „ცეცხლის“ ნიშნები აქვს ასცედენტზე. და იმწუთშივე ყველა მხრიდან ბრახუნი გაისმის-ეს აღმავალი „ცეცხლის“ ნიშნების მატარებელი, კიბეზე ენერგიულად და მხნედ მომავალი სტუდენტების ხმაურია. ნათლად ჩანს თუ რამდენ ხმაურს იწვევს ამ ადამიანთა აუდიტორიიდან გასვლა და უკანვე შემოსვლა. ისინი აუცილებლად შესამჩნევნი უნდა იყვნენ გარშემომყოფთათვის. ამის შემდგომ ისინი ეფექტურად სხდებიან, ამაყად ჩამოდებენ რა იდაყვს სკამის საზურგეზე- თითქოს მათი პორტრეტის დახატვას აპირებდეს ვინმე.
მასწავლებელი მათ სთხოვს დაასახელონ თუ რომელ ნიშანში ყავთ ასცედენტი, მზე, მთვარე. ყავთ თუ არა პლანეტები პირველ სახლში. შემდეგ კი განმარტავს თუ რომელი ასტროლოგიური თვისებები იკვეთება თვითოეულის სახის ნაკვთებისა და ქცევის სტილის შესაბამისად. და ჩვენ ვხედავთ თუ რა საერთო აქვთ ასცედენტით ერთი და იგივე სტიქიის წარმომადგენლებს, ასევე იმას, თუ სადაა მეტად შესამჩნევი მზე და მთვარე.
შემდეგ წინ გამოდიან ის სტუდენტები, რომელთა ასცედენტზე „ჰაერია“. ისინი მოძრაობენ მსუბუქად, თითქოს ოდნავ მოხტუნავენ კიდეც. სწრაფი, გარდამავალი მზერით უცებ მოათვალიერებენ მთელ დარბაზს. სანამ პირველი მათგანი გადის დარბაზიდან, დანარჩენები ადგილზე ცქმუტავენ, თითქოს ცეკვავენ. „ჰაერის“ ადამიანები ხომ დიდხანს ვერ ჩერდებიან ერთ მდგომარეობაში.
შემდეგ მასწავლებელი ასცედენტზე „წყლის“ მატარებელ სტუდენტებს მოუხმობს. დარბაზში სიჩუმე ისადგურებს. მათ განმეორებითი მიმართვა სჭირდებათ. ისევ სიჩუმეა. და აი ნელნელა მოცურავენ აღმავალი თევზები, მათ უკან კი მოიზლაზლებიან აღმავალი კირჩხიბები. მორიელებიც გვყავს?-კითხულობს მასწავლებელი. ისევ სიჩუმეა. მორიელები გატრუნულები, უიმედოდ ეჭიდებინ მერხების კიდეებს რის შემდეგაც ერთერთი მათგანი ბოლოსდაბოლოს გამოდის. ჩვენ ვამჩნევთ, თუ როგორი რბილი და სწორხაზოვანი სირულის მანერა ახასითებთ აღმავალი „წყლის“ ნიშნებს. ისინი უხმაუროდ, თითქოს თითის წვერებზე დადიან. დგომისას ოდნავ თავდახრილები არიან. კითხვებზე პასუხისას პიდაპირ მზერას ერიდებიან და თითქოს გვერდულად გვიყურებენ. ხოლო დაჯდომის შემდეგ მცირე ხანში თითქოს სკამიდან ცურდებიან. ან ნახევრად დაწოლილები სხედან, თავსა და ხელებს კი სკამის საზურგეზე აყრდნობენ.
ბოლოს გამოდიან აღმავალი „მიწის“ ნიშნების მქონე სტუდენტები. მათი სიარულის მანერა მშვიდი და მძიმეა, მოძრაობები კი სწორი და გამოკვეთილი. ეს „ ქვის ადამიანის“ სიარულია. ამავდროულად არ არსებობს არავითარი შფოთვა. სხდებიან სკამებზე და ინარჩუნებენ უმოძრაობას.
ასეთი გაკვეთილები, დიდი რაიდენობის სტუდენტთა ჩართულობით, იძლევა სხვადასხვა ასტროფიზიოგნომიკური ტიპების შესახებ სრულ და ზუსტ წარმოდგენას.
ჰოროსკოპის ანალიზისას კი სხვა ამოცანაა ამოსახსნელი. თუ სტუდენტის ზუსტი დაბადების დრო არაა ცნობილი, საჭიროა ასტროფიზიოგნომიკური მონაცემებით მისი ასცედენტის დადგენა, მზისა მთვარის მდებარეობის გათვალისწინებით.

სტიქიები: ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა

თავდაპირველად განვიხილოთ ასტროლოგიური სტიქიებისათვის დამახასიათებელი ფიზიოგნომიკური მახასიათებლები. შეხედეთ ოთხივე სტიქიის წარმომადგენელთა პორტრეტებს. ტიპაჟების ცნობა ხომ არის შესაძლებელი?
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508235836_9.jpg









შეგახსენებთ, რომ აქ ლაპარაკი არაა იმ სტიქიებზე, რომლებშიაც მდებარეობს ადამიანთა ასცედენტები მზე ან მთვარე. ყურადღება! თუ თქვენ არასოდეს გისწავლიათ ასტროლოგია და არ გინახავთ საკუთარი ნათალური რუქები-არ ეცადოთ საკუთარ თავს მოარგოთ ეს ნახატები. ამ ტიპის პრეტენზიები: „მე სულაც არ ვგავარ ამ ადამიანს!“ - არ მიიღება.
 

„ცეცხლის“ სტიქია



„ცეცხლის“ სტიქიას მიეკუთვნებიან ვერძი, მშვილდოსანი და ლომი. სურათზე ასახული ტიპაჟი პირველ რიგში ვერძსა და მშვილდოსანს შეესაბამება(ლომს სხვა სახასიათო ნიშნები აქვს, რასაც მოგვიანებით განვიხილავთ). ამას გარდა „ცეცხლის“ ტიპის პროფილი „წყლის“ ნიშან მორიელსაც ახასითებს.

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508235838_cecx.jpg
„ცეცხლის“ ტიპს ამაყი პროფილი აქვს, სახის მკვეთრი ნაკვთები. ცხვირი მსხვილი, კეხით ან ე.წ. „რომაული“. წარბების მკვეთრი რკალი. მზერა პირდაპირი, ღია. მოსაუბრეს უყურებს თვალებში. ნიკაპის ოვალი მკვეთრი. „ცეცხლის“ ნიშნებისათვის დამახასიათებელია მოწითურო თმა, ჭორფლი, სახის მოწითალო ფერი. მამაკაცებში აღინიშნება შუბლზე სიქაჩლე.
ფიგურა კუნთიანი, სპორტული ტიპის.
სიარულის მანერა ენერგიული. შენობაში ხმაურით შემოდიან. მოძრაობები მკვეთრი, გაბედული. ქცევა დემონსტრატიული. მშვილდოსნისა და ლომის ნიშნებს ჩვეულებრივ ახასითებთ დიდებული, პომპეზური, ამაყი შესახედაობა. ვერძს კი მიკერძოებული, აგრესიული, უხეში ქცევა.



„ჰაერის“ სტიქია

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508235888_ha.jpg
ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან სასწორი, ტყუპები და მერწყული.
„ჰაერის“ ტიპს სახის წაწვეტებული, დახვეწილი ნაკვთები აქვს. კანი იმდენად ღია ფერისაა, გამჭვირვალებაში გადაგის. თვალები პატარა. მზერა მორბენალი, სწრაფი ან ცივი. თმისა და თვალის ფერი ღია.
ფიგურა თხელი, წაგრძელებული. წვილი, გრძელი ხელები და ფეხები.









 

„წყლის“ სტიქია




http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508235928_ck.jpg
„წყლის“ ნიშნებს განეკუთვნებიან კირჩხიბი, მორიელი და თევზები. ამ სურათზე თქვენ ხედავთ სახის ნაკვთებს, რომლებიც უფრო კირჩხიბსა და თევზებს ახასიათებთ. მორიელს კი თევზების ტიპის თვალები და ქვედა ყბა აქვთ (ცხვირისა და შუბლის ფორმა კი „ცეცხლის“ ტიპის).
„წყლის“ ხალხს ძალიან ღრმა, დიდი და გამომსახველი თვალები აქვთ. სქელი და მძიმე წამწამები. თვალის შიდა კიდეები დაბლაა დახრილი. თვალები სველი, მათში ხშირად დგება ცრემლი. მზერა დაბინდული. ცხვირი აპრეხილი. ძალიან დაბერილი და რბილი ტუჩები. პატარა, მრგვალი ნიკაპი მეორე ნიკაპის წარმოქმნის ტენდენციით. სახე ოდნავ შებერილი. თმა ხშირი, ტალღოვანი.
ფიგურა ოდნავ შევსებული, მრგავალი ფორმებით. ტანი მოდუნებული, თითქოს ბამბის იყოს. კანი ტენიანი.
სიარული მანერა -შენელებული. შენობაში ჩუმად და რბილად შემოდიან. მანერებში გამოიკვეთება რაღაცნაირი დაღლილობა, წელვადობა. „წყლის“ ხალხი ნახევრად დაწოლილები სხედან, შეძლებისდაგვარად ცდილობენ რაიმეზე მიყრდნობას, ჩამოკიდებას და წამოწოლასაც კი-ეს ზუსტი მაჩვენებელია ჰოროსკოპში „წყლის“ დიდი დოზით არსებობისა. ინტონაცია გაწელილია და კვნესისმაგვარი.

 

„მიწის“ სტიქია



http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508236044_mv.jpg
„მიწის“ ნიშნებს მიეკუთვნებია თხის რქა, კურო და ქალწული. აქ წარმოდგენილი გარეგნული ტიპაჟი უფრო კუროსა და თხის რქას შეესაბამება. ქალწულს კი შედარებით წვრილი და წაწვეტებული ნაკვთები ახასიათებს.
სახის ნაკვთები მონუმენტურია, მძიმე. დაბალი შუბლი. მძიმე, ოთხკუთხედი ნიკაპი. სუსტი მიმიკა.
ფიგურა მასიური, მკვრივი, სქელი.
სიარულის მანერა მძიმე. მოძრაობა ძალიან გამოკვეთილი, შენელებული. ადამიანი მყარად ჯდება სკამზე ამოწმებს რა მის მდგრადობას. შეუძლია დიდი ხანი იჯდეს გაუნძრევლად. მანერები თავშეკავებული.




 

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა





მარსი(ვერძი)

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508236027_verzi.jpgამ ტიპისათვის დამახასიათებელია სახის ოთხკუთხედი ნაკვთები. შუბლი ფართე, მასიური. მამაკაცებში აღინიშნება სიმელოტე. წარბების მკვეთრი მოხაზულობა. მზერა ღია, პირდაპირი, უშუალო. ხშირად გააფთრებული შესახედაობა. სახე ფართე თვალის მიდამოებში. მარსისათვის ტიპიურია წარბები-ძალიან ფართე, სწორი ან „გაფრენილი“, შესაძლოა გადაბმულიც. ცხვირი სწორი, მსხვილი, ე.წ. „რომაული ტიპის“ ან პატარა კეხით. ზოგიერთ ვერძს შესაძლოა მოკლე და აპრეხილი ცხვირიც ჰქონდეს. მკაცრად მოკუმული პირი, ოთხკუთხედი ნიკაპი.
ვარიანტები:



















http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508236098_vvvv.jpg
სურათზე 5.1. და 5.2. კარგად ჩანს წარბების „მარსული“ ფორმა-ისინი ან მთლიანად სწორია, ან წარბის დაბოლოებაში ოდნავ აწეული, “გაფრენილი“. ცხვირის ფორმა სწორი ან პატარა კეხით. მზერა სასტიკი.
ფიგურა (ნახ.5.3.) დაკუნთული, მჭლე. თავი ტანთან შედარებით უფრო მსხვილია. მოძრაობა ძალიან მკვეთრი, დინამიური, მოქმედების მანერა აგრესიული. ვერძი დადის სწრაფად, მიზანმიმართულად, ამასთანავე თავს წინ ხრის, თითქოს წინააღმდეგობის შუბლით გატანას აპირებს. ზის ოდნავ წინ გადმოხრილი, თითქოს მოსაუბრე მიზანში ყავს ამოღებული-ეს ხომ ყველაზე დინამიური პოზაა (ასე სხედან მოტოციკლის მრბოლელები ან მხედრები სწრაფი ჭენებისას).








http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508236144_5.4.jpg

მიაქციეთ ყურადღება ადამიანის პროფილს ძლიერი მარსით (ნახ.5.4.). ფართე შუბლი, წარბების არე მკვეთრი. თავი მსხვილი, გამოწეული თავის თხემი.
ჩაცმისას ვერძები უპირატესობას ანიჭებენ სამხედრო-სპორტულ სტილს, რომელიც ხაზს უსვამს ფიგურას. ვერძ-ქალებს უყვართ მყვირალა, სუფთა ფერები ნიუანსების გარეშე, განსაკუთრებით წითელი. ისინი ატარებენ უბრალო სტილის ტანსაცმელს, ვერ იტანენ რუშებს, პომპონებს ან გრძელ მძივებს. უპირატესობას ერთ ეფექტურ აქცენტს ანიჭებენ-მაგ. ბრჭყვიალა ბროშს ტანზე მომდგარ ჯაკეტზე, თითქოს ორდენიაო.
მაგალითები“
მზე ვერძში: დიმიტრი ნაგიევი(04.04.1967), ალექსეი პეტრენკო(26.03.1938), ალიკა სმეხოვა(27.03.1968). ნიკიტა ჯიგურდას (27.03.1961) უტრირებული აქვს „ვერძული“ ქცევის მანერები და ანტურაჟი.
მთვარე ვერძში: ვიქტორ ვასილევი(19.01.1975), (იუმორისტული გადაცემების წამყვანი, კვნ-ის მონაწილე), მას ნათლად აქვს გამოხატული „მარსული“ პროფილი.
მთვარისა და მარსის შეერთება: იგორ ლიფანოვი (19.01.1975),- მას ახასიათებს ტიპიური“მარსული“ ფორმის წარბები.



მზე(ლომი)

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508236321_mze-lomi.jpg

ლომს თეთრი კანი აქვს, ღია მოწითალოდ დაჭორფლილი. შუბლი გამოწეული. თვალები დიდი, ფართოდ გაღებული. წარბები წვრილი, ნახევრად მომრგვალებული. საკმაოდ მოკლე ცხვირი. პირსა და ცხვირს შორის მანძილი დიდია. ლომს სახის ქვედა ნაწილი ძალიან ფართო და გამოწეული აქვს. პირი დაბლაა განლაგებული. ყურადღება მიაქციეთ „ლომური“ პირის თავისებურებას-პირის განიერი ჭრილი, ტუჩების ბოლოები ზემოთ აწეული.
ლომის ნიშნით აშკარად გამოხატული ადამიანი მართლაც წაგავს ნამდვილ ლომს. თუ მას თმის ვარცხნილობასაც მივუსადაგებთ-ქერა ან წითურ დიდ და აფუებულ თმას, მზგავსება უფრო დიდი გახდება.
მათ თავი მედიდურად უჭირავთ. სიარულის მანერა მბრძანებლური, თითქოს ყოველი ნაბიჯი ხაზგასმულია. ადამიანი იქცევა „თეატრალიზებულად“, როგორც მსახიობი სცენაზე. მიიღებს რა ეფექტურ პოზას, ის ცოტა ხნით გაირინდება, თითქოს ახდენს ვინმეს წინაშე პოზირებას.
მზე ასცედენტზე სახის თითქმის იგივე პროპორციებს მოგვცემს, თეთრ კანს, ოქროსფერ თმას. მაგრამ გავლენას ის ზოდიაქოც მოახდენს, რომელშიც მდებარეობს მზე.
ვარიანტები:
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508236301_loooo.jpg






ახლა განვიხილოთ ამ ტიპაჟის ნაირსახეობები. ნახატი 1.1.-ზე ხაზგასმულია „ლომის“ მახასითებლები-პირისა და ცხვირის ფორმა, ასევე ვარცხნილობა. ნახ. 1.2-ზე ყურადღება მიაქციეთ შუბლის ფორმას, მამაკაც ლომებს აქვთ მიდრეკილება ადრეული სიმელოტისკენ. ლომისთვის დამახასიათბელია სახის ფართე ქვედა ნაწილი, პირის დაბალი განლაგება (ნახ.1.3.). წინ წამოწეული სახის ქვედა ნაწილი (ნახ.1.4.).




http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508236758_lom3.jpg


წითური „ლომის ბოკვერი“(ნახ.1.5.)-აპრეხილი ცხვირი, მრგვალი ლოყები, თანაც სახის ასეთი პროპორციები ზრდასრულ ასაკშიც ნარჩუნდება. ტიპიური ლომი (ნახ.1.6.)-მზერა ოდნავ ზემოდან, დიდებულება, ასევე მაღლა აწეული ფუმფულა ვარცხნილობა. „ლომური“ დამახასიათებელი პროფილი (ნახ.1.7.)-წინ გამოწეული შუბლი, მოკლე ცხვირი, წინ გამოწეული სახის ქვედა ნაწილი.
ლომის ფიგურის მახასითებლები (ნახ.1.8.). ფიგურა ფართე მხრებით, წვრილი თეძოებითა და ზომაზე მოკლე ფეხებით. სიმაღლე საშუალო.
ლომები იცვამენ თვალისმომჭრელად, ეფექტურად, ცდილობენ ხაზი გაუსვან ფიგურას. ქალთა სამოსი -ვიწრო შარვალი და მოკლე კურტკა დიდი საყელოთი და ფართე მხრებით. ლომ ქალბატონებს უყვართ ოქროსფერი, ქვიშისფერი ტანსაცმელი, ასევე „ვეფხვის“ ან „ლეოპარდის“ მოხატულობა. ატარებენ ბევრ ოქროსფერ სამკაულს.
მაგალითები
მზე ლომში: ნატალია ბელოხვოსტიკოვა (24.07.1951), ოლეგ ტაბაკოვი (17.08.1935), ანდრეი სოკოლოვი (13.08.1962), ალექსანდრ ლოიე (26.07.1983), ანდრეი გრიგორიევი-აპოლონოვი ჯგუფი „ივანუშკი“ -დან (26.07.1970), ოლგა ბოგდანოვა (07.08.1951 -ტიპიური ლომი. რეკომენდირებულია ნახოთ მისი ფოტო ინტერნერტში და დაიმახსოვროთ ეს გარეგნობა. გადაღებულია „ერალაშის“№ 282 სიუჟეტში „მე მეტს აღარ ვიზამ“ მასწავლებლის როლში).
მთვარე ლომში: სვეტლანა ნამოლიაევა (18.04.1937). ასევე, შესაძლოა ბორის მაისეევსაც ჰქონდეს ლომი ასცედენტზე.


მთვარე(კიბჩხიბი)


http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508236823_kirch.jpg


აქ ჩვენ ვხედავთ „წყლის“ მახასითებლებს. დიდი და გამოწეული თვალები ფართე წარბებით, დაბერილი, რბილი პირი. სხვა წყლის სტიქიის ნიშნებისგან განსხვავებით კირჩხიბს შესაძლოა ცხვირი ძალიან პატარა ჰქონდეს, აპრეხილი, ქვედა ნაწილში სქელი. ტუჩების ფორმა რბილი, გამოკვეთილი კონტურის გარეშე. პირი მოდუნებულად გამოიყურება, განსაკუთრებით ქვედა ტუჩი. პირის ჭრილი ტალღოვანია (შერეულ ტიპებში ხშირად კირჩხიბის ამოცნობა სწორედ პირის ტალღოვანი ჭრილითაა შესაძლებელი). მგრვალი „მთვარისებრი“ სახე. პატარა ნიკაპი.
ვარიანტები
ამ ტიპის რამოდენიმე ნაირსახეობა არსებობს. მათი დაყოფა ჯგუფებადაა შესაძლებელი- მოთეთრო „მთვარის“ ტიპი და გამორჩეულად შავთმიანი ტიპი.


http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508236868_kirch1.jpg

ღია ფერის ტიპის წარმომადგენლებს ჩვენ ვხედავთ ნახ. 2.1. და 2.2.-ზე. მათ ჩვეულებრივ ახასითებთ სახის მძინარე გამომეტყველება ან მოტირალი მზერა. ასევე არსებობს უეშმაკო, ბავშვური სახის გამომეტყველება. დაახლოვებით ასეთი გარეგნობა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს ასცედედენტზე მთვარით.
არსებობენ ძალიან მოძრავი კირჩხიბებიც, მხიარულები, ცოცხალი და გამომხატველი თვალებით (ნახ.2.3. და 2.4.).
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508236882_kirch2.jpg


ნახ. 2.5., 2.6. და 2.7.-ზე ვხედავთ შავთმიან ტიპაჟებს. მათ ძალიან დიდი შავი თვალები, გრძელი და ფუმფულა წამწამები აქვთ. მათ შორის ბევრი ლამაზმანია (როგორც ი. ნ. კრანსკის ნახატზე „უცნობი“). მამაკაცები შავთმიანები, ასევე ძალიან ეფექტურები არიან. ბევრი მათგანი ფუმფულა ულვაშს ატარებს.

კირჩხიბის ფიგურა (ნახ.2.8.)-ფორმები მრგვალი, არ იგრძნობა კონტურების მოხაზულობა. სიარულის მანერა თავისუფალი, მოდუნებული. კირჩხიბები საოცრად პლასტიურები არიან, მათი ამორფულობა ადვილად იძენს ყველანაირ ფორმას, ამიტომ ისინი შესანიშნავად ბაძავენ გარშემომყოფთა მანერებსა და სიარულს.
კირჩხიბები რბილ, ფართე და სახლის ტიპის-კომფორტულ ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას. მაგ. ეს შესაძლოა მოქსოვილი ჯემპრები იყოს.
მაგალითები
მზე კირჩხიბში: სვეტლანა კრუჩკოვა (22.06.1950), კონსტანტინ რაიკინი (08.07.1950), ალექსანდრ შირვინგი (17.07.1934), ალექსანდრ დომოგაროვი (12.07.1963), ილია ალეინიკოვი (10.07.1947), იური სტოიანოვი (10.07.1957), ალექსანდრ პანკრატოვი-ჩორნი (28.06.1949), ოლგა მაშნაია (29.06.1964), სილვესტერ სტალონე (06.07.1946).
მთვარე კირჩხიბში: იური იაკოვლევი (25.04.1928), იური აქსაროვი (01.02.1977).








მერკური (ტყუპები, ქალწული)


http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508237007_qal.jpg



მერკური ადვილი ამოსაცნობია. წვრილი, გამხდარი სახე, თხელი და წაწვეტებული ცხვირი. ახლოახლო ღრმად ჩამჯდარი, ოდნავ მოჭუტული პატარა თვალები. მზერა მორბენალი. ტუჩების წვრილი ხაზი. თვით პირი ოდნავ წინ წამოწეული. წვეტიანი ნიკაპი. ყურები დიდი, მაღლა განლაგებული.
მერკურიანელების ფიგურა-თხელი, გამხდარი, ხშირად მაღალი. გრძელი და თხელი ხელები და ფეხები. მათ ახასიათებთ სხარტი მოძრაობა, ცოცხალი მიმიკა, სწრაფი მეტყველება, ბევრი ჟესტები, სხვა ადამიანთა მანერების განსახიერების უნარი.







ტყუპები
ტყუპების ფიზიოგნომიკური მახასითებლები:

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508237635_qal2.jpg


ბევრ ტყუპს ძალიან მკვეთრად აქვს გამოვლენილი მერკურისეული გარეგნობა (ნახ.3.1. და 3.2.). ყველაზე მეტად ეს პროფილშია შესამჩნევი: ეს ე. წ. „ბურატინოს პროფილია“-გრძელი და წაწვეტებული ცხვირი, წინ წამოწეული პირი, სოლისებური ნიკაპი. ამ ტიპაჟს აქვს მერკურისეული ეშმაკურად მოჭუტული თვალები, თვალის კუთხეები ზემოთ აზიდული. ასეთივე ტიპაჟს იძლევა მერკური ასცედენტზე.
ზოგიერთ ტყუპში მერკურის მახასიათებლები სუსტადაა გამოვლენილი, უფრო ჩესამჩნევი კი მათში სწორედ „ჰაერის“ სტიქიაა (ნახ.3.3.)-გრძელი სახე, გაჭვირვალე, თეთრი სახე, წაგრძელებული ნაკვთები.
ფიგურა წვრილი, საშუალო სიმაღლე (ნახ.3.4.). ტყუპები ძალიან მოძრავები არიან, ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ. დიდ ხანს წყნარად ვერ ჩერდებიან, ხშირად ცვლიან რა საყრდენ ფეხს. მათ სწრაფი და მსუბუქი სიარულის მანერა აქვთ. სიარულისას ადვილად ლავირებენ გამვლელთა შორის, ცნობისმოყვარეობით ატრიალებენ თავს აქეთიქით და იხედებიან ყველა ვიტრინაში.
უბრალო და ახალგაზრდული სტილის ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას. ატარებენ ვიწრო ზედებს, ჯინსებს, მოკლე კურტკებს. ტანსაცმელი ჭრელი, წვრილნახატიანი ან ფერადზოლიანი და წარწერებიანი უყვართ. ქალ-ტყუპებს ძალიან უყვართ ფერადი, მსუბუქი საიუველირო ნაკეთობები-პლასტმასის წვრილი მძივები ან წვრილი ბრასლეტები. ფეხსაცმელზეც კი ექნებათ რაიმე წვრილი მძივი.
მაგალითები
მზე ტყუპებში: მაქსიმ გალკინი (18.06.1976), ალექსანდრ და ვალერი პონომარენკოები (13.06.1967), ელენა ვორობეი (05.06.1967), ნონა გრიშაევა (21.06.1971), ევგენია სიმონოვა (1.06.1955).
მთვარე ტყუპებში:
პაროდისტი ალექსანდრ პესკოვი (13.02.1962).
„მერკურიანული“ ტიპაჟის ძალიან ნათელი მაგალითია „კრივოი ზერკალას“ ახაგაზრა მსახიობი ალექსეი ბუხოვცოვი.



ქალწული
ქალწულის ფიზიოგნომიკური მახასითებლები:


http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508237666_qal23.jpg







მერკურიანული მახასითებლები ქალწულსაც ნათლად აქვს გამოხატული, განსაკუთრებით პროფილში. ტიპაჟს ნახ. 3.5.-ზე ცხვირი ოდნავ მოკლე აქვს ვიდრე ტყუპებს, პირსა და ცხვირს შორის მანძილიც უფრო მეტია. შუბლიც არაა ტყუპების შუბლივით მაღალი. ნახ.3.6., 3.7. და 3.8.-ზე ვხედავთ ამ ტიპაჟის სხვადასხვა ვარიანტებს.
ზოგ ქალწულს სხვა ტიპის პროფილი აქვს (ნახ. 3.9.), სწორი ცხვირითა და წინ წამოწეული ნიკაპით. ძლიერი სიგამხდრე, თვალშისაცემი ძვლები, სახის „ბებრული“ ნაკვთები.
ქალწულის ფიგურა გრძელია, გამხდარი, დაბალი წელით (მახ. 3.10.). ფეხის გრძელი და ვიწრო ტერფები. სიარულის მანერა მძიმე. იგრძნობა შებოჭილობა, გახევებულობა. მოძრაობას პლასტიურობა აკლია.
ქალწულები მოკრძალებულად, თავშეკავებულად იმოსებიან. ტანსაცმელი იდეალურად სუფთა, დაუთოვებული და შეულახავია. ატარებენ გრძელ და სწორ ქვედაბოლოებს, ბოლომდე შეკრულ პერანგებს. თმა მჭიდროდაა რგოლად დახვეული. როგორც სხვა მიწის ნიშნები, ქალწულებიც უპირატესობას ანიჭებენ დაბალ, მყარქუსლიან ფეხსაცმელს.
მაგალითები
მზე ქალწულში: ალექსეი პანინი (10.09.1977), მარინა ზუდინა (03.09.1981), ევგენი პეტროსიანი (16.09.1945).
მთვარე ქალწულში: ვიტასი (19.02.1981).
„მერკურიანული“ გარეგნობა კარგად აქვს გამოხატული კლაუდია შიფერს (25.08.1970) -მას მზე ქალწულში და მთვარე ტყუპებში ჰყავს.





ვენერა (სასწორი, კურო)


http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508237732_ven.jpg



ვენერა იძლევა სახის ჰარმონიულ ნაკვთებს, სანდომიან იერს. ასეთ ადამიანს შესაძლოა ანგელოზისებური შესახედაობა ჰქონდეს (არსებობს „თოჯინური“ იერიც). ლამაზი თვალები გრძელი და ხშირი წამწამებით. სახეზე გამოკვეთილი პირი-ძალიან ლამაზი ფორმის ამობურცული ტუჩები. წყლის ნიშნებისაგან განსხვავებით, რომელთაც ასევე ახასითებთ რბილი და დაბერილი ტუჩები, ვენერას უფრო მეტად გამოკვეთილი ფორმის პირი აქვს, თითქოს ის კონტურს მიახატეს. ლოყებზე ორმოები. თმები ტალღისებური. გარეგნობა მოვლილი, მოწესრიგბული შესახედაობა. ადამიანი იმოსება გემოვნებით, ატარებს დახვეწილ სამკაულებს. მუდმივად ილამაზებს თავს და ისწორებს თმას.




სასწორი



http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508237802_ven1.jpg
სასწორის ნიშნის ფიზიოგნომიკური მახასიათებლები: სასწორი თავის თავში აერთიანებს პლანეტა ვენერასა და „ჰაერის“ სტიქიის ნიშანთვისებებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახასითებთ სახის სწორხაზოვანი ფორმები, გამოძერწილი პროფილი (ნახ.4.1.). სახის ფორმა შესაძლოა საკმაოდ ვიწრო იყოს, რაც დამახასიათებელია „ჰაერის“ სტიქიისათვის (ნახ. 4.2. და 4.4.). არსებობს ოვალური ფორმაც (ნახ.4.3.). ცხვირი სწორი, ოდნავ მოგრძო. ტუჩები ამობურცული, ლამაზი ფორმის პირი. თმა ტალღოვანი.
















http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508237873_ve2.jpg


ფიგურა დახვეწილი, პროპორციული. საშუალო სიმაღლე. გრაციოზული მოძრაობა, წააგავს ბალერინას. დახვეწილი „ქალური“ სიარულის მანერა, სიარულისას ხელის გულები ოდნავ განზეა გაწეული. ზოგჯერ აღინიშნება მანერულობა და გადაჭარბებული თავაზიანობა.
მაგალითები
მზე სასწორში: ვერა ვასილევა (30.09.1925), იგორ ვერნიკი (11.10.1963), ნიკოლაი ბასკოვი (15.10.1976), ნატალია დანილოვა (25.09.1955) -თამაშობდა ვარიას როლს ფილმში „შეხვედრის ადგილი უცვლელია“.
მთვარე სასწორში: ბარბარა ბრილსკა (05.06.1941), იზაბელა აჯანი (27.06.1955).


კურო



http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508237867_ve244.jpg
კუროს ნიშნის ფიზიოგნომიკური მახასითებლები: კუროს გარეგნობაზე ერთდროულად ახდენენ ზეგავლენას ვენერა, როგორც ნიშნის მმართველი და „მიწის“ სტიქია. ვენერა კუროს აძლევს სანდომიან, სასიამოვნო გარეგნობას, ლამაზ თვალებს გრძელი წამწამებით, ლამაზი ფორმის ამობურცულ ტუჩებს, ხვეულ თმებს. „მიწის“ სტიქია კი მას ცოტაოდენ სიმძიმესაც მატებს. კუროს სახის ნაკვთები სქელი აქვს, მომრგვალებული ხაზებით (ნახ.4.6.). დიდი და წინ წამოწეული თვალები, მსხვილი პირი. სახე ძირითადად ოთხკუთხედი ფორმისაა-მაგრამ ამავდროულად არ არის უხეში. კუროს მოკლე კისერი აქვს. 4.7. ნახატზე კარგად ჩანს კუროსათვის დამახასიათებელი თავ-კისრის მიერთება. ხშირი და ტალღოვანი თმა. შუბლზე შესაძლოა კულული (ნახ. 4.9.).
კუროს ოთხკუთხედი ფიგურა აქვს, მკვრივი (ნახ.4.10.).
სამოსელში იგრძნობა ვენერას გავლენა, განსაკუთრებით ეს ქალებს ეტყობათ-ისინი იმოსებიან ლამაზად, გემოვნებით, კარგად ახამებენ აქსესუარებს. როგორც „მიწის“ ნიშანი, კურო უპირატესობას ანიჭებს თბილი შემოდგომის ფერებს, მშვიდ ტონალობებს ყავისფერიდან დაწყებული ბეჟ ან ტერაკორის ტონებამდე. ასევე უყვარს ზურმუხტისფერი და ფირუზისფერი. ატარებს გაუმჭვირვალე ქვებისა და სხვა ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ მსხვილ, დეკორატიულ სამკაულებს. კურო ირჩევს ნატურალურ მატერიას. იყენებს თბილი ტონების სუნამოებს.
მაგალითები
მზე კუროში: დონატას ბანიონისი (28.04.1924), ალექსანდრ ბელიავსკი (06.05.1932), ნიკოლაი ფომენკო (30.04.1962), ანდრეი გუბინი (30.04.1974).


იუპიტერი (მშვილდოსანი, თევზები)

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508239733_iup.jpg
იუპიტერის ასტროფიზიოგნომიკური ტიპი მსხვილი ნაკვთებით გამოირჩევა. სახე ფართე, შუბლი წინ წამოწეული. მიდრეკილება ნაადრევი სიმელოტისაკენ, სიმელოტე მრგვალი ფორმის.
იუპიტერის სახასიათო წარბების ფორმაა თაღოვანი, ცხვირის ხიდამდე ჩამომავალი. წარბები შესაძლოა იყოს ძალიან ხშირი და ფართე, შესამჩნევი. ან ცოტა თხელი-მაგრამ ეს ფორმა ყოველთვის მიუთითებს იუპიტერის თვისებებზე. ცხვირის ქვედა ნაწილი განიერი, ღრმად გამოჭრილი ნესტოებით. პირი მსხვილი, გამობურცული ტუჩები.
ვარიანტები
აღინიშნება ორი ძირითადი ტიპი: „ფართე“ და „მაღალი“ ტიპები (ნახ.6.1 და 6.2.).







http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508239711_iup1.jpg
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508239770_iup12.jpg







„ფართე“ ტიპი ყველაზე უფრო ხშირად წარმოდგენილია როგორც პლანეტარულად იუპიტერის ტიპი-მაგ. თუ იუპიტერი მზეს ან მთვარეს აასპექტებს ან თუ მდებარეობს ასცედენტზე. ესაა სხეულის რომბისებური ფორმა ძალიან განიერი თეძოებით. ახასითებს მოდუნებულობა, ფართე ჟესტები, დანგრეული სიარული. მაშინაც როცა ადამიანი არაა მსუქანი, ის მაინ ისე იქცევა, თითქოს მსუქანი იყოს. ხელები გასდის განზე. ის მუცელს წინ აგდებს, გარემოში დიდ დგილს იკავებს. აცვია სოლიდური კოსტიუმები და ატარებს ჰალსტუხებს.
„მაღალი“ ტიპი დამახასიათებელია მშვილდოსნის ნიშნისათვის, მასში ასევე ვლინდება „ცეცხლის“ სტიქიის ნიშნები-სპორტული, ძალიან აქტიური, დინამიური. მანერებში ასევე ვლინდება იუპიტერის დიდებულება და რესპექტაბილურობა. როცა მშვილდოსანი ქუჩაში მიაბიჯებს, მისი მზერა მუდამ შორსაა მიმართული. სიარულის მანერა ჩქარი, ელასტიური, ის სიარულისას ფართედ იქნევს ხელებს წინ და უკან-თითქოს თხილამურებზე დგას.
„მაღალი“ ტიპის ფიზიოგნომიკური მახასითებლები ნაჩვენებია ნახ.6.3. და 6.4..-ზე. „ცეცხლის“ ტიპის პროფილი- მსხვილი ცხვირი, სწორი ან კეხით. ამაყი შესახედაობა. მშვილდიოსნებს, ისევე როგორც სხვა „ცეცხლი“ ნიშნებს ახასითებთ წითურობა და სახის კანის სიწითლე.



http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508239782_iup123.jpg
აქ მოცემულია იუპიტერის ტიპის ნაირსახეობები. ნახ.6.5.-ზე ვხედავთ თითქმის ასეთივე სახეს, როგორიც მოცემული იყო ძირითად დიდ ნახატზე: ესაა ფართე სახე მსხვილი ნესტოებითა და დიდი ტუჩებით, მაგრამ აქ წარბების სხვა ფორმაა-ისინი უეთდებიან ცხვირის ხიდს, მერე კი მკვეთრად მიდიან ზემოთ.
ნახ.6.6.-ზე -მოწითურო „ფართე“ ტიპი, მიდრეკილი სიმსუქნისაკენ, სახის მსხლისებური ფორმა. ასევე ამავე სურათზე მაჩვენებია იუპიტერიანელებისათვის დამახასიათებელი თავის ფორმა-ძალიან მაღალი გვირგვინით.
ნახ. 6.7.-ზე-ფილოსოფოსის ტიპი, მრგვალი სახითა და სქელი ტალღოვანი წვერით. წარბების ფორმა მომრგვალებული, რომელიც ასევე ტიპიურია იუპიტერისათვის.
იუპიტერის ფიზიოგნომიკური თავისებურებები კარგად ვლინდება თევზებში-განსაკუთრებით შესამჩნევია წარბების თაღოვანი ფორმა, როგორიცაა ნახ. 6.8.-ზე.



სატურნი (თხის რქა)


http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508239919_sat.jpg
სატურნის ტიპაჟს ახასითებს ძალიან გამხდარი სახე, რომელზეც კარგად იკითხება ძვლოვანი სტრუქტურა, ყვრიმალებზე თითქოს ტყავია გადაკრული. მაღალი შუბლი ძლიერი, მძიმეწონიანი თაღებიანი წარბებით. პატარა თვალები. დიდი, მაღლა განლაგებული ყურები. სწორი ცხვირი. წვრილი ტუჩები, პირის უხეში ხაზი. გრძელი, წინ წამოწეული ნიკაპი.












ვარიანტები
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508239883_sat1.jpg

პროფილში განსაკუთრებით კარგად ჩანს ფორმების „სკულპტურულობა“, სახეც თითქოს ქვისგანაა გამოქანდაკებული. ესაა ადამიანი-კლდე.
თხის რქას შესაძლოა ჰქონდეს რაღაც საერთო მახასიათებლები მერკურისთან-გამხდარი, გრძელი სახე, პატარა თვალები, დიდი ყურები (ნახ, 7.2.). მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები-თხის რქას უფრო წინ წამოწეული შუბლი აქვს, გამოყოფილი თაღოვანი წარბებით. ნიკაპი უფრო ძლიერი და წინ გამოწეული აქვს, მერკურიანელებს კი ის შიგ ეზნიქებათ. თხის რქას ახასიათებს მკვეთრი ნაოჭები სახეზე, ამიტომ თავიანთ ასაკზე უფრო დიდი შესახედაობა აქვთ. მერკურიანელებს კი პირიქით, გამოიყურაბიან ახალგაზრდულად. თხის რქას შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული სატურნისეული ფიზიოგნომიკური მახასიათებლები. სახის ნაკვთები შესაძლოა სწორხაზოვანი იყოს, ამავდროულად აქ კარგად იკითხება „მიწის“ სტიქია-ფორმების სიმკაცრე და პროპორციების სიმძიმე. სატურნი „გაქვავებული“ სახის გამომეტყველებას იძლევა, თითქმის არ აქვს მიმიკები.
ფიგურა (ნახ.7.5.) საკმაოდ მაღალია, გამხდარი. სიარულის მანერა ძალიან მკაცრი, მძიმე. მოძრაობა გამოკვეთილი, დაძაბული, გაწელილი. ქცევა თავშეკავებული. იმოსება კლასიკურ სტილში.
მზისა და სატურნის შეერთება: არნოლდ შვარცნეგერი (30.07.1947).


ურანი (მერწყული)

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508239998_urani.jpg
მერწყულში კარგად ჩანს „ჰაერის“ სტიქიის ძირითადი მახასითებლები-სახის წაწვეტებული ნაკვთები, სითეთრე, სიგამხდრე.
შესაძლოა ჰქონდეს უცნაური მზერა თვალებში „ნაპერწკლებით“-თითქოს თვალებში ელვა ანანათებს, ისევე როგორც ცაზე ჭექაქუხილის დროს. (ასეთივე აფექტს აქვს ადგილი თუ ადამიანს „ჰაერის“ ნიშანში აქვს მზისა და ურანის შეერთება-„ჰაერის“ სტიქია იძლევა თვალების ნათელ ციალს, ურანი კი ამას უმატებს სიხისტესა და სისწრაფეს, ვიღებთ რა ელვისებურ გამოხედვას.) ზოგიერთ მერწყულს კი თვალები ღია ცისფერი აქვს.
მერწყულებს ასევე შესაძლოა აღენიშნებოდეთ სატურნის ზოგიერთი ნიშანთვისება, როგორც ნიშნის მეორე მმართველისა-სწორი ცხვირი, სახის მკაცრი ნაკვთები, მაგრამ უცნაური დამაელექტროებელი მზერა მიუთითებს ურანის გავლენაზე.
ვარიანტები



http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508240096_urani1.jpg
აი ამ ტიპის ნაირსახეობები. სამწუხაროდ, სურათზე ძალიან ძნელია “ურანული“ ცეცხლოვანი თვალების გადმოცემა-მაგრამ ალბათ თქვენ არაერთხელ გინახავთ ისინი. სახე ოდნავ წინ წამოწეულია, „ჰაერისეული“ წვეტიანობა. სწორი ცხვირი, წვრილი ტუჩები, ღია ფერის მოციმციმე თვალები. წვრილი წარბები, შესაძლოა მკვეთრად ზემოთ აწეული (ნახ. 8.2.). ზოგჯერ თვალები პატარაა, „ჰაერისეულად“ ცივი და მოსრიალე მზერა. თმა მერწყულებს ღია ფერის აქვთ, მონაცრისფრო შეფერილობის.
ფიგურა წაგრძელებული, აგებულება გამხდარი. სირულის მანერა მერწყულებს მსუბუქი აქვთ, ოდნავ მოხტუნავე, ზიგზაგისმაგვარი. მოძრაობა ცქვიტი, ნევროზული.
სამოსი შესაძლოა ყოველდღიური ატაროს, მთლიანად უარყოს რა ეტიკეტი (მერწყული მოვა ჯინსებით და ზურგჩანთით ყველგან-რესტორანში და თეატრშიც კი.). ან ძალიან მკვეთრი, ხაზგასმით ექსტრავაგანტული ტანსაცმელი.


ნეპტუნი (თევზები)


http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508240167_nep.jpg
სახის ნაკვთები გადღაბნილია, კონტურების გარეშე, თითქოს გამდნარიაო. თვალები დიდი, დაბინდული, გამომეტყველება შესაცოდი, თანაგრძნობის მთხოვნელი. ცხვირის ბოლო მოსქელო, თითქოს შესიებული. სახეც ოვალური ფორმის, ნიკაპი პატარა, გრძელი კისერი. ვარცხნილობა დაუდევარი, თმა ნახევრად შეკრული წკაპით, თმის ნაწილი ჩამოვარდნილი.
ვარიანტები
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508240187_nep2.jpg

ნახ.91.და 9.2. -ზე ოდნავ გადღაბნილი „წყლის“ სახის ნაკვთები. თევზებისათვის დამახასითებელი ტიპიური გამომეტყველება-თანაგრძნობა და შეცოდება. (9.1.). ან დაბინდული მზერა, წამწამები მძიმედ დაშვებული ქვემოთ, ადამიანი ლოთს წააგავს (9.2.). პროფილი ნახ. 9.3.-ზე -ხაზების სიმრგვალე, გამობურცული ტუჩები, პატარა მრგვალი ნიკაპი, მეორე ნიკაპის ჩამოყალიბების ტენდენცია.

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508240147_nep23.jpg

ზოგ თევზს ძალიან მსვილი პირი აქვს, განსაკუთრებით გამოკვეთილია ზედა ტუჩი, რომელიც შესაძლოა მკვეთრად წინ იყოს წამოწეული (ნახ. 9.5. და 9.6.).
ნახ.9.6. და 9.7.-ზე ჩვენ ვხედავთ იუპიტერის გავლენას, როგორც თევზების მეორე მმართველი პლანეტისას-ტიპიური იუპიტერისეული თაღოვანი წარბები, რომლებიც დაბლა, ცხვირის ხიდისკენაა დაწეული. აპრეხილი და ქვედა ნაწილში განიერი ცხვირი ხშირად გვხვდება „წყლის“ სტიქიის წარმომადგენლებში. ზოგ თევზს შესაძლოა ჰქონდეს გამობურცული, მაღლა განლაგებული ლოყები, როგორც ნახ. 9.7.-ზეა.
ფიგურა წაგრძელებულია. წვრილი და გრძელი კისერი, ვიწრო დაშვებული მხრები და საკმაოდ ფართე ბარძაყები. ქალბატონები გრძელ ტანისამოსს ატარებენ, დიდი რაოდენობის ნაკეცებით.
აღმავალი წყლის ნიშნების (განსაკუთრებით თევზების) ან ასცედენტზე ნეპტუნის სპეციფიური მახასიათებლია- სამოსის დაუდევრობა.
მაგ. მამაკაცებს პერანგის საყელოდან შესაძლოა შიდა პერანგი უჩანდეთ, ქალბატონებს კი შიდა თეთრეულის ბრეტელები.



პლუტონი (მორიელი)

http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508240263_pl.jpg

ამ ნახატზე გამოსახულია ტიპიური მორიელი. როგორც სხვა წყლის ნიშნებს, მორიელსაც დიდი და წინ წამოწეული თვალები აქვს-მაგრამ მზერა უფრო მეტად მძიმეა. წარბები თვალის ბოლოებთან უფრო წვრილდება. თვალებს ქვემოთ ჩრდილების გამო ადამიანი დაღლილად გამოიყურება. ან ადგილი აქვს გამჭოლ მზერას, თითქოს მთლიანად გწვავს. ცხვირი ძალიან დიდი, რკალისებრი, კეხით. თითქოს სახეზე ცხვირი მეტ ადგილს იკავებს. მკვეთრად წითელი ტუჩები, პირის კუთხეები დაბლა დახრილი. სახის გამომეტყველება მოქუფრული, მოწყენილი, წამებული ან ტრაგიკული. ბევრ მორიელს აქვს დემონური, ავისმომასწავლებელი შესახედაობა. ან არსებობს ძალიან მკვეთრი, ხაზგასმით სექსუალური გარეგნობა.
პლუტონი, როგორც პლანეტა ასცედენტზე-თვალები შესაძლოა უფრო პატარა, მაგრამ მზერა ძალიან მძიმე და გამჭოლი. იგრძნობა უდიდესი ენერგეტიკა, ადამიანი ტოვებს მოქუფრულ შთაბეჭდილებას, ხმის ამოუღებლად ამძიმებს გარშემომყოფებს.
შერეული ტიპის „მორიელი ძლიერი მერკურით“- ძალინ ბასრი მზერა, თვალები
„ბურღები“ (მერკური იძლევა ბასრ ნაკვთებს და პატარა თვალებს, პლუტონი კი მზერას გამჭოლობას უმატებს). შერეულ ტიპებში ძალიან დიდი თვალებიც არსებობს, მაგრამ ამავდროულად ამ მკაცრად ქვემოთ დაწეულ თვალებში მაინც ამოიცნობა მორიელი.







ვარიანტები
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508240299_pl2.jpg

ნახ.10.1. ერთერთი მკვეთრად გამოხატული ტიპაჟია, რომელიც გვხვდება ხშირად-ძალიან დიდი ცხვირი კეხით, მჭრელი გამჭოლი მზერა, პატარა ნიკაპი, რომელიც ჰარმონიულად უერთდება კისერს. ნახ. 10.2.- ძალიან დიდი არწივისებური ცხვირი, მჭრელი მზერა. ნახ. 10.3.-ზე დიდი ცხვირი კეხით, თვალის კუთხეები ძალიან ქვემოთ დახრილი.
მორიელს შესაძლოა უმოძრაო, გაყინული მზერა ჰქონდეს, როგორც ნახ. 10.4.-ზე.
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/1508240359_pl22.jpg
ბევრ მორიელს წარბები წვრილი აქვს, თვალები მრგვალი ნაოჭებით (ნახ. 10.5. და 10.6.). არსებობს „გველური”, ჰიპნოზური მზერა (ნახ.10.6.).
http://geoastro.ge/uploads/posts/2017-10/thumbs/1508240367_pl2233.jpg

ამ ნახატებზე ქალი -„ვამპირის“ სხვადასხვა ვარიანტებია მოცემული. ნახ.10.7.-კაუჭა ცხვირი, პირის დახრილი კუთხეები. სახის დაღლილი გამომეტყველება. არსებობს „ საბედისწერო ლამაზმანების“ ტიპი (ნახ. 10.8.) ძალიან ეფექტური გარეგნობით და ტრაგიკული, ტანჯული მზერით. თვალის უპეებში სახასითო ჩრდილი, რომელიც ადამიანს ნაწამებ შესახედაობას აძლევს (და იმაზე მიუთითებს რომ ის მორიელია). ნახ. 10.9.-ზე ქალბატონს ბოროტი და „მომწამვლელი“ შესახედაობა აქვს.
მამაკაცი მორიელების ფიგურა ან სპორტულია გავნვითარებული კუნთებით, ან ოდნავ დამრგვალებული.
წყლის“ ტიპები შავი ფერის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას და შავ სათვალეს ატარებენ. ქალი „მორიელები“ (ნახ. 10.10.) დიდი მკერდითა და ფართე თეძოებით, იმოსებიან ხაზგასმით სექსუალურად, უყვართ ტანსაცმელი მკვეთრი წითელი და შავი ფერების შეხამებით. ტუჩებს და ფრჩხილებს იღებავენ მომწამვლელ წითელ ფერში. მორიელის სიარულის მანერა მსუბუქია, უხმაურო, თითქოს უკნიდან გეპარება. მოძრაობა ნაზი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/24/2020 at 7:45 PM, Karma said:

მოძრაობა ცქვიტი, ნევროზული.

მერწყული ისედაც ცქვიტია, ყოველთვის და ყველაფერში :katutu: 

 

:lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

როგორც სჩანს, ჭეშმარიტად ასცედენტით სკორპიონი ვარ. ამ თემაში მოცემული ძივრფასი და საინტერესო მასალის გაცნობის შემდეგ, უკვე ეჭვიც აღარ მეპარება.
მადლობა ავტორს.

Share on other sites

On 12/24/2020 at 7:45 PM, Karma said:

დიმიტრი ნაგიევი(

 

On 12/24/2020 at 7:45 PM, Karma said:

სვეტლანა კრუჩკოვა

 

On 12/24/2020 at 7:45 PM, Karma said:

ნიკიტა ჯიგურდას (

 

On 12/24/2020 at 7:45 PM, Karma said:

ბორის მაისეევსაც

 

ასტროლოგიაზე ბავშვობაში მაქვს რაღაც წაკითხული და იქ მაისეევის, ჯიგურდას და ალა პუგაჩოვას მაგივრად

ბაირონი , მაკედონელი, ჯეფერსონი და კონან დოილები ოდრი ჰეპბერნები და კლარკ გეიბლები იყვნენ

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

 

 

 

 

ასტროლოგიაზე ბავშვობაში მაქვს რაღაც წაკითხული და იქ მაისეევის, ჯიგურდას და ალა პუგაჩოვას მაგივრად

ბაირონი , მაკედონელი, ჯეფერსონი და კონან დოილები ოდრი ჰეპბერნები და კლარკ გეიბლები იყვნენ

 

 

ნიკიტა ჯიგურდა რამ გაგახსენათ კი არადა რამ გაახსენათ? :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ხო ისა ფიზიოგნომიკას და ასტროლოგიას საერთოდ არაფერი კავშირი არ  აქვს.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

13 საათის წინ, Mulan said:

რა ნიშანი ხართ სენიორ ერიკ?

ტყუპი.

 

11 საათის წინ, t-90 said:

ხო ისა ფიზიოგნომიკას და ასტროლოგიას საერთოდ არაფერი კავშირი არ  აქვს.

 

ბუმია სენიორ ასტროლოგიის, საითაც გაიხედავ, ერთი ძველი ნაცნობი კაი პატიოსანი მოაზროვნე კაცი შემხვდა და ჰაი იქით ჰაი აქეთ და ასტროლოგიით ვარ გატაცებულიო, ნუ გატაცებული კი არა სადღაც მაგისტრის ხარისხს იქით უკვე როგორც მივხვდი :lolz:

ემირატის დდდსშ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share