Jump to content
×
×
  • Create New...

ქუთაისის სკოლებში დისტანციურ სწავლებაზე მოთხოვნა შემცირდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქუთაისში დისტანციურ სწავლების რეჟიმში 1668 მოსწავლეა, რაც სკოლების გახსნის პირველ ეტაპთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

“დისტანციურ სწავლებაზე ჩართული მოსწავლეების რაოდენობა იკლებს. სწავლის დაწყებიდან პირველ ეტაპზე 2 250 მოსწავლე იყო, მერე 2220 -მდე და ახლა – 1668. ნელ- ნელა წამოვედით კლებისკენ”, – ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისში სრულ დისტანციურ რეჟიმზე არც ერთი სკოლა არ არის გადასული. მხოლოდ რამდენიმე კლასი, თუმცა რესურსცენტრში ზუსტ მონაცემებს ვერ ამბობენ, რადგან ინფორმაცია ცვალებადია.

“იმდენად ცვალებადია მონაცემები რომ არ გვაქვს ზუსტი ციფრი. პირველ ცვლაში შეიძლება სხვა მონაცემი გვქონდეს და მეორე ცვლაში მოგვემატოს კლასების რაოდენობა“, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.

წყარო: kutaisipost

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   22 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 19 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(1)