Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი შერმადინის 25 ქულა და “ტენერიფეს” გამარჯვება “ვეფ რიგასთან”


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ტენერიფემ” “ვეფ რიგა” 77:64 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა. საქართველოს ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა. გამოცდილმა მოთამაშემ 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. კარგი შეხვედრა ჰქონდა საშუ სალინსაც, რომელმაც “ტენერიფეს” 17 ქულა მოუპოვა. “ვეფ რიგადან” კი აიზია პინეირომ თავი 22 ქულით გამოიჩინა.

 

ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. შერმადინის გუნდის ანგარიშზე ორი მოგება და ერთი მარცხია. ჯგუფში “ტენერიფესა” და “ვეფ რიგას” გარდა “იგოკეა” და ტად მაკფადენის “ბურგოსი” არიან. ტენერიფელები ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 23 მარტს, შინ “იგოკეასთან” გამართავენ. პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლაა  საჭირო.

გიორგი სანაძე

Euronews Georgia

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   286 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 284 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(3)
    • t-90