Guest Georgia Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა.მსგავსი: პრესკონფერენცია | ვილი სანიოლი - შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან სათამაშოდ #1TVSPORT „ძალიან მინდა, რომ ეს სამი მატჩი კარგად დამთავრდეს, მაგრამ გაგვიჭირდება. გვიხარია კვარაცხელიას თამაშის ხილვა და მინდა, რომ გაიბრწყინოს. ახლა მთავარია, მწვრთნელი ჩამოყალიბდეს ვის დაეყრდნოს. დასანანია გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, გული მისკდება, როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, იგი დაიკარგოს.“ გადაცემის წამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა საკუთარი ტრავმა გაიხსენა – 1980 წელს ნოვიკოვმა რომ ჩამარტყა, დაახლოებით ისეთი დაზიანება მივიღე, როგორიც ახლა ჩაკვეტაძეს აქვს. რთული ტრავმა არაა. „ძალიან კარგი, თუ რთული ტრავმა არ არის. ეს ჩაკვეტაძე უნდა მობრუნდეს. ნორმალური ნაკრები გვყავს, მაგრამ ძალიან ძლიერ გუნდებს ვხვდებით. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოპ-ჩემპიონატში ფეხბურთელი არ გვყავს. ბევრიც ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობს“, – დასძინა რევაზ ჩელებაძემ. The post საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე – ძალიან მინდა, ეს სამი მატჩი კარგად დამთავრდეს, მაგრამ გაგვიჭირდება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა