Jump to content
×
×
  • Create New...

მოქუჩდით ფეჩთან


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, unforgiven said:

სკამზე რო ჯდებოდა ფეხებს ვერ აწვდენდა და აქანავდებდა ხოლმე პატარა ბავშვივით :lol:  სუ

:lol::lol::lol::lol:

ნეტავ წლები რომ გავა ბავშვებს ჩემზე ასეთი უწყინრად სასაცილო ამბები ახსენდებოდეთ მარტო :lol:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, unforgiven said:

რას ამბობ გეგორაფიაზე ვჭედავდი ისე მიყვარდა.

 

კატ-ის გამოცდებზე 10 ავიღე ამაყად.

 

 

აუ რუსული ჩვენ ძაან პიზდეცი გვყავდა, 65 წელს მიტანებული გაუთხოვარი ქალი იყო და იმენა სისხლს გვიშრობდა :lol: და კიდე ძალიან დაბალი იყო და სკამზე რო ჯდებოდა ფეხებს ვერ აწვდენდა და აქანავდებდა ხოლმე პატარა ბავშვივით :lol:  სულ წინა მერხზე ვიჯექი და აი მაგის გაკვეთილებზე იმენა ეს ვიყავი მერხის ქვეშ ვეგდე და ვიცინოდი ხოლმე :lol:

არც კატი მიტარდებოდა, უფრო სწორად თეორიულად და მე პრაქტიკაც ვიცოდი. ალგებრა და გეომეტრია მიყვარდა. დაფასთანაც ვიდექი ყველა გაკვეთილზე. დამსწრე რომ გვყავდა ხოლმე, როგორც სანიმუშოებს მე და ჩემს დაქალს გვიძახებდნენ სულ. მერხის ქვეშ სიცილზე გამახსენდა, ისტორიის მასწავლებელი ლიფს ისწორებდა ხოლმე და მასე იცინოდნენ ბიჭები, ეგ რომ უკვირდათ :lol:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

მათემატიკას ვერ ვიტანდი და ერთხელ საკონტროლო წერაზე ტვინი გამეხსნა და ყველაზე ადრე მოვრჩი და მასწავლებელს ეგონა გადავიწერე, რომ ვერავის აღმოუჩინა დაწერილი, კაი ოთხს გამოგაყოლებო მითხრა.არადა ორიანის კანდიდატი ვიყავი. გამომაყოლა ოთხი.

ერთხელ კლასელმა პლასტმასის გველი დამიდო მერხზე. იცოდა მეშინოდა. არ მახსოვს როგორ გადავაფრინდი მერხს და ვახრჩობდი. ისტორიის გაკვეთილი მეწყებოდა და კაცი იყო და იმან ამაგლიჯა, თორე მართლა ვახრჩობდი გალურჯებული ჰქონდა სახე, მერე ჩემი ხელები ყელზე აჩნდა. ჩემზე გაცილებით დიდი, იყო მარა ვერ მომერია. დაიბარეს იმის მშობლები მერე, შეშფოთებულები მათვალიერებდნენ. სიტყვა არ უთქვამთ.))

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, მარიამ said:

:lol::lol::lol::lol:

ნეტავ წლები რომ გავა ბავშვებს ჩემზე ასეთი უწყინრად სასაცილო ამბები ახსენდებოდეთ მარტო :lol:

ასე გაახსენდები, როცა მასწავლებელს ბავშვი უყვარს, ამას გრძნობენ.

 

მე არასდროს მინდოდა მასწავლებლობა. დღემდე ცუდად ვხდები ახსნაზე, არადა ალგებრა და გეომეტრია ახსნამდე ვიცოდი ხოლმე და მეორე დღეს თუ ვინმემ ვერ გაიგებდა მე მახსნევინებდნენ :lol:

უი, კიდევ გამახსენდა, დიდ თემებს არასდროს ვწერდი(ჩემს დროს ისევ ესენი იყო მეცხრე კლასამდე ,,მოდაში”) და ამაზე მეუბნებოდნენ, მოუმატეო და მე კიდევ ხელები მტკივდებოდა ბევრი წერით

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

ერთხელ ჩემმა ძმამ ტილები მოიტანა სკოლიდან და მამაჩემმა თავი გადაპარსა, მერე მეორე ძმასც გადაპარსა, იქნება ამასაც გადაედოო და მერე მეც მიმაპარსა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა. მივედი სკოლაში და რომ დამინახეს ქუდი, ისქესეს ეტყობა, რომ გადაპარსული მქონდა და ერთმა ბიჭმა გადამიგდო ის ქუდი გარეთ. მასწავლებელიც კლასში იყო. ავდექი და გადავხტი, მეორე სართული იყო, მაგრამ სილის გროვა იყო დიდი და ჩავხტი რაღაცნაირად ფეხებით და თავით, პირი, ყურები სილით მქონდა ამოტენილი)))))))))) მოკლედ ქუდი ამოვიტნე.

 

მაშინდელი ჩემი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე ახლანდელი.

 

 

Share on other sites

ბიოლოგიას ასკილის ყვავილის საკრეფად დავყავდით და მერე მურაბას აკეთებდა იმისგან და გაკვეთილზე გვაჭმევდა.:rain:

მოკლედ კაი თემაა, მადლობა ავტორს!:fofo:

 

 

Share on other sites

22 minutes წინ, marguerite said:

უი, კიდევ გამახსენდა, დიდ თემებს არასდროს ვწერდი(ჩემს დროს ისევ ესენი იყო მეცხრე კლასამდე ,,მოდაში”) და ამაზე მეუბნებოდნენ, მოუმატეო და მე კიდევ ხელები მტკივდებოდა ბევრი წერით

მე ვწერდი თემებს, ჩემსასაც და ჩემს გვერდით ბიჭი იჯდა ერთი წერეთელი, იმისასაც, სამაგიეროდ ის მათემატიკას მიწერდა ხოლმე.დდდ

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   18 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 17 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)