Guest Merlin Posted 13 აპრილი, 2020 Posted 13 აპრილი, 2020 პოსტმოდერნიზმის როგორც ცნების მოთავსება ერთი კონკრეტული მნიშვნელობის და განმარტების ქვეშ მეტად პრობლემურია, მაგრამ ყველაზე ფართო გაგებით, ის გულისხმობს კულტურულ ეპოქას, დასავლეთის და მსოფლიოს კულტურის განვითარების ახალ ისტორიულ ეტაპს, მიუთითებს ე.წ. მოდერნის პროექტის დაცლილობაზე (ი. ჰაბერმასი). პოსტმოდერნიზმის კულტურის თავისებურებების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფსიქიკური სხეულის ცნებას. მე-20 საუკუნის ადამიანის მიერ საკუთარი შეცნობის პროცესში, სამყარო აღქმულ იქნა როგორც კონსტრუირებული სხეულის გამოსახულების/ხატის და მსგავსების მიხედვით, სურვილის ფორმების დახმარებით – სექსუალობისა და ენის. ადამიანში შინაგანის, სულიერის უპირობო პრიორიტეტის იდეამ თავისი აქტუალურობა დაკარგა და ადგილი დაუთმო ფსიქიკურ სხეულს, აფექტს, სექსუალობას, სურვილს. სომატიზაციამ მიაღწია თავისი განვითარების საზღვრებს. პოსტმოდერნიზმის დისკურსში, ფსიქიკური სხეულის სხვადასხვა გამოვლინება (დაწყებული სექსუალობით და დამთავრებული გარე იერსახის ფორმირებით), ინტერპრეტირებულია როგორც გამჟღავნება სუბიექტურობისა და ავტონომიურობის, როგორც უდიდესი ძღვენი, რომელიც ბუნებამ ადამიანს მიანიჭა. ფსიქიკური სხეული შეიძლება განვიხილოთ, როგორც ‘სხეულის მდგომარეობა’, გამოწვეული სოციო-კულტურული დეტერმინანტებით. კიდევ უფრო დაზუსტებისას კი, შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიკური სხეული არის სახასიათო ნიშანი, რომელიც ჩნდება ბუნებრივი სხეულისა და სოციო-კულტურულის კვეთაზე, აერთიანებს როგორც მატერიალიზირებულ, ობიექტივიზირებულ შედეგებს ამგვარი კვეთისა, ასევე იმ ‘ნიშან-თვისებებს, რომლებიც საკუთრივ ობიექტს არ გააჩნია, მაგრამ რომლებიც მიანიჭა საზოგადოებამ (სხეულის სიმბოლიზაცია)’. ფსიქიკური სხეულის სემიოტიკურ ასპექტში გამოყენება ძალზედ აქტუალური გახდა და პოპულარობა მოიპოვა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. მე-20 საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით გავრცელებული ხდება სხეულის ნიშნების სისტემის მიზანმიმართული ფორმირება, რომლებსაც გააჩნიათ უნარი გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნან ადამიანზე – მისი იმიჯი (image – გამოსახულება). დღეს გამოთქმა ‘იმიჯის ფორმირება’ გულისხმობს სხეულის ნიშნის მიზანმიმართულ კონსტრუირებას: ისეთი ტანსაცმლის შერჩევა, რომელიც მიუთითებს ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მასკულინობა ან ფემინურობა; ისეთი ფერი, რომელიც ხასიათის გარკვეული თვისებების არსებობაზე მიუთითებს, მაგალითად, ნაცრისფერი – პუნქტუალურობა, მუქი ლურჯი – საქმიანობა, წითელი – აგრესია. გაჩნდა იმიჯმეიკერობის მთელი ინდუსტრია, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის იმიჯის შექმნა: პოლიტიკოსის, ბიზნესვუმენის, მსახიობის, მომღერლის და ა.შ. თანამედროვე იმიჯმეიკერების სივრცეში ფსიქიკური სხეულის ყველა ასპექტი გამოიყენება, იქნება ეს სიარულის მანერა, მზერა, თავის დახრა, ხელის ჩამორთმევა, საუბარი და ა.შ. ფსიქიკური სხეულის სემიოტიზაცია პოსტმოდერნის კულტურაში განსხვავდება სხვა ეპოქებისგან. აქ მას გააჩნია ღიაობა, აზრობრივი მრავალფეროვნება და მუდმივად ზრდადი სიმულატიურობა. საქმე გვაქვს გარდასვლასთან, როდესაც ნიშნობრივ ფსიქიკურ სხეულს, მოცემული სტრუქტურით და განსაზღვრული კანონიკით, ანაცვლებს ფსიქიკური სხეული, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სტილისტური ელემენტის მექანიკურ ან თავისუფალ ურთიერთშეკავშირებას, სხეული, რომელიც ხასიათდება მიწვდომადობით, ანუ უკვე არსებული საზღვრების განადგურებით. ამ დისკურსში ნაგულისხმევია, რომ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, როგორც ფსიქიკური სხეულის მქონე არსებისადმი, წარმოადგენს საბაზისო მდგომარეობას და იმ პროცესების შემადგენელ ნაწილს ქმნის, რომლებიც უკავშირდება თვითშეფასებას და ადამიანის მიერ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ფაქტი პოსტმოდერნიზმს აახლოვებს არქაულ კულტურებთან, სადაც ადამიანის სხეული წარმოადგენდა ადამიანური ყოფის ერთიანი სისტემის თანაბარ შემადგენელ ელემენტს, რაც განსაზღვრავდა კიდეც შესაბამის აქსიოლოგიურ და სხეულის პრაქტიკებს. მაკროკოსმისა (სამყარო) და მიკროკოსმის (ადამიანი) კავშირის იდეას საკმაოდ ხშირად ვხვდებით უძველეს აღმოსავლურ სააზროვნო სისტემებში და სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში. ადამიანის, როგორც უზარმაზარი მექანიზმის მცირე ელემენტის, იდეა კვლავ ხდება აქტუალური თანამედროვე ეპოქის კონტექსტში, რომელიც ქმნის ‘ადამიანი-მასებს’, ხოლო შემდეგ, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში კი – ‘მედიკალიზირებულ სხეულს’. იცვლება მხოლოდ კოორდინატთა სისტემა: კოსმოსი – ინდუსტრია – ტექნოლოგიები. ეს პროცესი იწყებოდა პროდუქციის მასიური წარმოებით, მათ შორის იმ ნივთების, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადამიანის იერსახის ჩამოყალიბებაში. გაჩნდა ფსიქიკური სხეულის სიმულატიური სივრცე, რომელსაც ჟ. ბოდრიარი განსაზღვრავს, როგორც სერიულობას, რომელიც მან შემდეგნაირად აღწერა: ‘ნიშნის თავისუფლება ჩნდება მაშინ, როდესაც, იმის მაგივრად, რომ ორი პიროვნება უწყვეტ თანაზიარობაში შეაკავშიროს, ის აღმნიშვნელის სახით მიანიშნებს მაგიას მოკლებულ აღსანიშნის სამყაროზე, რეალური სამყაროს საერთო წილადის მნიშვნელზე, რომელთანაც არავის არანაირი კავშირი არ აქვს’. სერიულობა ეს არის ერთგვარი გარდასვლა ნიშნების შეზღუდული რაოდენობიდან (მოთხოვნის შესაბამისად) ნიშნების მასიურ გავრცელებაზე. ინდუსტრიული რევოლუციის სანაცვლოდ მოსული კომპიუტერიზაციის საუკუნე კვლავ ანთავსებს ადამიანის ფსიქიკურ სხეულს ერთიანი კანონის ქვეშ – გლობალური ქსელი. ადამიანის სხეული ან გათანაბრებულია კომპიუტერთან ან აიხსნება როგორც ‘განვრცობას’ მოკლებული, რომლის დროსაც ხდება ‘სხეული სივრცის გარეშე’, რაც ანალოგიურია იმ პროცესებისა, როდესაც ხდება ადამიანთა სკანირება, რათა შეიქმნას მათი ეკრანულ-ვირტუალური ხატები/გამოსახულებები. ‘ფსიქიკური ადამიანის’ მუდმივად ზრდადი სოციალური დამოკიდებულება სოციუმზე, მისი სოციალური ‘დამორჩილება’, სოციალური კონტროლის გაძლიერებამ წარმოქმნა ახალი პრობლემა, რომელსაც ჟ. ბოდრიარი განმარტავს, როგორც რეალურის გაქრობის და ყველაფერი ბუნებრივის დახრჩობის პრობლემას. ბუნებრივი სხეული როგორც ასეთი აღარ არსებობს, ის გახდა ნაწარმოები ეკონომიკისგან, პოლიტიკისგან, მეცნიერებისგან, სპორტისგან და ა.შ. სხეული პოსტმოდერნიზმში – – ეს არის ‘პანიკის, აგონიის მდგომარეობაში’ და ‘გაქრობის პირას მყოფი’ სხეული (ჟ. ბოდრიარი, ა.მ. კროკერი და სხვები). საკუთარ ფსიქიკურ სხეულს თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ხშირად რეპრეზენტირებს ინსტრუმენტალური მიმართულებით. სხეული დოვლათის, კარიერული და პირადი მიზნების მიღწევის ერთგვარი მექანიზმი ხდება. აქედან გამომდინარეობს მოთხოვნა იმიჯმეიკერებზე და მათ საქმიანობაზე, როგორც მოთხოვნადი იმიჯის ფორმირების პრაქტიკაზე. სხეული აღიქმება როგორც კაპიტალი. ფსიქიკურ სხეულისადმი ამგვარ მომხმარებლურ დამოკიდებულებაზე ორიენტაცია სულ უფრო მზარდ დაყოფას იწვევს, სხეულისა და ინდივიდის განცალკევებას. ფსიქიკური სხეულის ობიექტურობისა და პროდუქტიულობის აკვიატებული იდეა უარყოფს ცოცხალ სხეულს; მეტიც, ის ახშობს სხეულის მგრძნობიარობასა და ექსპრესიულობას. სხეულის რაოდენობრივ მახასიათებლებზე ყურადღების ფოკუსირების პროცესს მივყავართ მისი თავისუფლების მოსპობისკენ, ემოციური სიხარულის და კომუნიკატიური გამომხატველობის გაქრობისკენ. ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევარები და სხეულზე ორიენტირებული თერაპიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადამიანის პიროვნულობის განცალკევება მის ბუნებრივ სხეულთან წარმოადგენს შიზოფრენიის ერთ-ერთ უმთავრესს მიზეზს. როდესაც ‘ფასადი’ განადგურებულია, ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე სხვა იმიჯების მორგებას, რასაც მივყავართ იდენტობის კრიზისთან, ‘მეს’ და ‘სხეულის’ განცალკევებასთან. სწორედ ამგვარ პროცესს ა. ლოუენი მოიხსენიებს როგორც შიზოიდურ გადახრას, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირების პრობლემის საწყისშია. შიზოიდური გადახრა გამოწვეულია იმიჯის მოწყვეტილობით რეალობისგან. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ასეთ იმიჯს ირგებს, საკუთარი ფსიქიკური სხეულის ‘ცხოვრებას’ მეორეხარისხოვან როლს ანიჭებს. სხეული იმიჯის მსახურებაში ხვდება და ნების ინსტრუმენტი ხდება. იერსახე რეალური ხდება, როდესაც ერთიანდება შეგრძნებასთან ან გრძნობასთან. თუ ეს ერთიანობა დარღვეულია, ის აბსტრაქტული ხდება. განსხვავება ხატ-გამოსახულებასა და რეალობას შორის ყველაზე მკაფიოდ ჩანს შიზოფრენიით დაავადებულ იმ ადამიანებთან, რომლებიც ბოდვით იტანჯებიან. ონტოგენეტიკური, ფსიქოლოგიური, კულტურულ-ტრადიციული საწყისებიდან გამომდინარე, ფსიქიკური სხეული არის ის, რისი გავლითაც ვარსებობ და რის მეშვეობითაც ვარსებობ. ჟ.-პ. სარტრი და მ. მერლო-პონტი სხეულს მოიხსენიებენ, როგორც ‘ჩემი სამყაროს’ (და ზოგადად სამყაროს) ღერძსა და ცენტრს. იდენტიფიკაციის გრძნობა გამომდინარეობს საკუთარ სხეულთან კონტაქტის შეგრძნებიდან. იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგოს, ვინ არის, მისთვის აუცილებელია აცნობირებდეს, რომ ის გრძნობს საკუთარი სხეულით. როგორც წერს ლ.ა. მიასნიკოვა: ‘სხეულს საკუთარი განცდა გააჩნია. ის ფსიქოლოგიურია და, ამავდროულად, სხეულისებრია. კანს ახსოვს დილის სიგრილე ან მზის სითბო, ბეწვის სირბილე და ხორკლიანობა, ქვის გლუვი და მაგარი ზედაპირი; თვალებს – მჭახე სინათლე, ფერის ნაზი ტონალობების გარდასვლა, უკუნით სიბნელე, მუქი რძისფერი ნისლის წკვარამი; ყურს – ნაზი ან მკვეთრი ბგერა, მელოდია, ფრინველთა ჭიკჭიკი, ურემის ბორბლის ჭრაჭუნი; ენას – ლიმონისა და მარწყვის გემო და ა.შ. სხეულის განცდა და გამოცდილება ჩემში ‘ცოცხლობს’, მე კი მისი გავლით ვარსებობ, და, მასზე დაყრდნობით, მისი დადასტურებით ან უარყოფით, შევიგრძნობ, რომ ‘მე ვარსებობ’, ‘მე ვცხოვრობ’ … ‘ ფრაგმენტულობა, ცენტრის – იდენტურობის – დაკარგვა ადამიანისთვის კატასტროფას უტოლდება, მისი ფსიქიკური სხეულის ‘აზროვნებისა და მნიშვნელობის ცოცხალ ენერგიას’ ანადგურებს. ფსიქიკური სხეული ხდება ხელოვნური, მკვდარი, შიზოიდური, თვით ადამიანი კი, ჟ. დერიდას სიტყვებით, ‘ემსაგვსება მკვდარი ან წარღვნილი ქალაქის არქიტექტურას, რომელიც თავის საწყისს დაუბრუნდა ბუნებრივი ან ხელოვნური კატასტროფის და გამო… ეს ქალაქი სავსეა მნიშვნელობებისა და კულტურის ლანდებით’. ცენტრისა და სტრუქტურირების უარყოფის პოზიციიდან გამომდინარე, ჟ. დერიდა ამგვარი ადამიანის ცნობიერებას ახასიათებს როგორც ‘კატასტროფიულს, დესტრუქტურირებულს’. ამრიგად, სხეულის ცენტრიზმის იდეა წარმოგვიდგება პოსტმოდერნის ადამიანს გარდაქმნის ენერგეტიულ გამტარად, პატარა აკუმულატორად ‘დიდი ენერგიების’ სამყაროში. უნდა აღინიშნოს, რომ პოსტმოდერნის სომატურ მოდელში აშკარად იკვეთება არა მხოლოდ არქაული კულტურების მახასიათებლები, არამედ ანტიკური სამყაროსი და აღორძინებისაც, რადგანაც თავისი მსოფლმხედველობით ისინი წარმოადგენენ შეგრძნებით-მატერიალურ კულტურებს, სადაც სხეულის ფაქტორს ცენტრალური ადგილი უკავია. ანტიკური კულტურის მსგავსად, პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიაშიც შეინიშნება მძლავრი ინტერესი ფსიქიკური სხეულისადმი, როგორც ანალიზის, შეფასების, განხილვის ობიექტისა, სხვადასხვა ასპექტში – ონტოლოგიურში, გნოსეოლოგიურში, აკსიოლოგიურში, პრაკსეოლოგიურში. სხეულზე მომართულმა პარადიგმამ საშუალება მოგვცა შეგვესწავლა: სხეულის ონტოლოგიის საზღვრები, კომუნალური ფსიქიკურის ფენომენოლოგია, გარდაცვლილი ფიქრის ანატომია, ქალის სხეული როგორც ფილოსოფოსობის ობიექტი და მეთოდი, სიწმინდისა და ფსიქიკური სხეულის ფილოსოფია, კენოზისი როგორც თვითგანადგურება, ფიქრისა და აზრის ‘მოხელთება’, სისხლისა და ჭრილობის ფილოსოფია, გაწნილი სილის ფილოსოფია, შეფურთხების სემანტიკა, კულტურის კანიბალიზმი და ფეკალიზაცია’. ანტიკური ეპოქისა და პოსტმოდერნისთვის საერთო არის ის, რომ მათ გადააზრებაში ფსიქიკური სხეული წარმოადგენს ადამიანური ყოფიერების ცენტრალური მნიშვნელობის მქონე მახასიათებელს. ის კვლევის საგანია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობით სისტემებში; სხეულით ტკბებიან და მას გარდაქმნიან ესთეტიური პრაქტიკების, მხატვრული შემოქმედების, სხვადასხვა განმანათლებლური პროგრამებისა და სოციალიზაციის პრაქტიკების დახმარებით. მეორე მხრივ, ანტიკურობა ადამიანს ძალზედ მაღალ პიედესტალზე ანთავსებს, ხოლო არქაული და პოსტმოდერნისტული კულტურები მას გარე ძალებზე ტოტალურად დამოკიდებულად და განპირობებულად წარმოიდგენენ. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქიკური სხეულის ანტიკური განმარტება ყოველთვის იყო ეთიკურად განპირობებული, დაკავშირებული ისეთ ცნებებთან, როგორიცაა ‘ჭეშმარიტება’, ‘სიკეთე’, ‘ნეტარება’ და ა.შ. პლატონისეული ესთეტიკის ანალიზის დროს, ა.ფ. ლოსევი იმ დაკსვნამდე მიდის, რომ ანტიკური კოსმოლოგიზმის უმთავრეს ესთეტიურ პრინციპებს წარმოადგენდნენ სინათლე, სიყვარული, პლასტიური ფიგურულობა. ასე, სინათლე – ის, რაც დანახვადია, სხეულისებრ შეიძლება იქნას აღქმული, წარმოადგენს ‘საოცარს’ და ‘საზრიანს’, ამიტომ, პლატონის მიხედვით, არის სიკეთე და ნეტარება, ხოლო სიყვარული დაკავშირებულია სილამაზის იდეასთან, როგორც სამყაროს გააზრების ყოვლისმომცველი კანონი. იდეების სამყაროს და ნივთების სამყაროს არსებობა მიუთითებს სულიერი და სხეულისებრი საწყისების არსებობაზეც, შინაგანი და გარე ელემენტების, რომლებიც უთანაბრონი არიან, მაგრამ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. პლატონს აოცებდა ადამიანის სხეული, რომელსაც განსაზღვრავდა როგორც სულიერი აღზრდის საწყისს ეტაპს. მაგრამ ყველაზე იდეალური სხეულიც კი უნდა შეფასებულ იქნას, როგორც მეორეხარისხოვანი მოვლენა, სულისგან ნაწარმოები. არისტოტელე სხეულის ფენომენს ცნობს როგორც ერთ-ერთი უდიდეს ღირებულებას, მის მთავარ დანიშნულებას კი ხედავს შრომითი ფუნქციის შესრულებაში, რადგანაც მისი შეგრძნებითი განცდისა და გამოცდილების მეშვეობით ხდება იმ ინფორმაციის ტრანსლირება, რომელიც სულის არსებობისთვის არის აუციელებელი. მათი კავშირი მოგვაგონებს ბატონისა და მონის კავშირს, შერწყმისას, სული და სხეული გარკვეულ მიზანს მიაღწევს, რომელიც განცალკევებულად შეუძლებელია. ფსიზიკური სხეულის აღქმნის ამგვარი პრინციპები პოსტმოდერნიზმში აღარ მუშაობს. ‘მატერიისა’ და ‘იდეის’ საზღვარი ქრება, ხდება სიტყვის, როგორც კულტურული დომინანტის ჩანაცვლება: ‘სიტყვის ადგილი დაიკავა სხეულმა, კულტურა აღარ არის ლოგოცენტრული, მისი ცენტრი მომართულია სხეულზე’. ამიტომ პოსტმოდერნიზმის ინტერპრეტირება შესაძლებელია როგორც სხეულზე ორიენტირებული წარმოდგენებისა და პრაქტიკის განვითარების პიკი, სადაც მხოლოდ ‘იმპულსი და სიამოვნებაა რეალური და მხოლოდ მათ ეყრდნობა სიცოცხლე’; სადაც ‘გონება მტერია, ხოლო სხეულის სურვილი – ჭეშმარიტება’, სადაც ‘ობიექტური ცნობიერება გვატყუებს და მხოლოდ ემოციებს აქვს მნიშვნელობა’. როგორც ფუკო აღნიშნავს ‘სექსუალობის ისტორიაში’, ფსიქიკური სხეულის ცნება პოსტმოდერნიზმში ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი ანტითეზა ცნებისა ‘სულიერება’. ამ კატეგორიის დახმარებით, თანამედროვე ადამიანმა გადაინაცვლა ტრანსცენდენტური სუბიექტურობის მიღმა შეგრძნების, სექსუალობის, ლიბიდოზური ენერგეტიკის სივრცეში. ‘პოსტმოდერნიზმმა ფსიზიკური სხეულის სექსუალობა კლასიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მსოფლმხედველობის სულიერების ადგილას მოათავსა. ის გააზრებულია, როგორც ადამიანის ცნობიერების და ყოფიერების უმთავრესი კომპონენტი, მისი ინტელექტუალურ-შეგრძნებითი მოქმედების მამოძრავებელი ძალა, როგორც შუამავალი ადამიანსა და სამყაროს შორის’. პოსტმოდერნის ეპოქის ფსიქიკური სხეული არა მხოლოდ ერთიანობის, ჰარმონიულობის, ზომის, პროპორციულობისა და წესრიგის პრინციპებს კარგავს, არამედ ის განიცდის ერთიანობის, იდენტობის კრიზისის პრობლემას. ადამიანს ადგილას მოდის პოსტადამიანი, საზოგადოების ადგილას წარმოიქმნება პოსტსაზოგადოება, ხოლო ის წარმოდგენა ადამინის სხეულზე და მასთან დაკავშირებული პრაქტიკები, რომელიც ასე რთულად ფორმირდებოდა წინა ეპოქებში, განმაცვიფრებლად იშლება და იფანტება, რათა ახალ მოდელებში მოხდეს მათი რეკომბინირება. ასეთი პოსტსაზოგადოება შედგება განცალკევებული, გარიყული, ფრაგმენტირებული ინდივიდუმებისგან, რომლებიც ერთად არანაირ ერთიანობას არ წარმოქმნიან – არც ბუნებრივსა და არც ხელოვნურს. აქ ჰეტეროგენობის პრინციპი პრევალირებს – ერთმანეთის სიახლოვეში შეიძლება აღმოვაჩინოთ სოციალურად და პირონულად სრულიად განსხვავებული ადამიანები. იდენტობის დაკარგვაზე ზეგავლენა ტექნოლოგიურ ფაქტორსაც აქვს, კონკრეტულად კი, თანამედროვე მასმედია და შოუ-ბიზნესს. ამ ზეგავლენამ აზროვნება წყვეტილ და ‘კლიპურ’ მდგომარეობაში გადაიყვანა – ზეგავლენა, რომელიც ანაცვლებს ცნობიერების გააზრებულ მუშაობას შემთხვევითი და, ხშირად, წინასწარ განპირობებული იმიჯების თანმიმდევრობით. ერთიანობის და ინდივიდუალური პროგრამის არარსებობა, მეორეხარისხოვან ელემენტებზე ჩაციკლვა, სრულიად აბსურდული და განფანტული ქმედებებისა და გამოსახულებების მრავლობითობა, რომელსაც მივყავართ კონკრეტულ წარმატებამდე – ჩვენი დროების ‘გმირი’ კინემატოგრაფში. ამრიგად, მახინჯი და პათოლოგიური ფსიქიკური სხეული პოსტმოდერნის კულტურის საიმედო ბაზისად ყალიბდება. ფრაგმენტულობის ასეთ ქაოტურ სივრცეში ფსიქიკური სხეული წარმოგვიდგება როგორც ზემოთ ხსენებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა. საკუთარი სხეულისადმი ყურადღების გამახვილება წარმოადგენს საწყისს ეტაპს საკუთარი თავისადმი, როგორც პიროვნებისადმი, დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში. irina muratova Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა