Jump to content
×
×
  • Create New...

სიდნეის ოპერის თეატრი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სიდნეის ოპერის თეატრი — მუსიკალური თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის.

  • 0697-opera-de-sidney-1.jpg?w=1024
  • sydey-opera-foto-actiontravel-com-ar-1-5

ბევრისთვის შენობის სფერული ნიჟაროვანი სახურავი ახლომდებარე ყურეში მცურავი აფროსან ფლოტილიას ჰგავს. ტურისტები, რომელთა უმრავლესობას ოპერა საერთოდ ან თითქმის არ აინტერესებს, შენობას აწყდება მხოლოდ მისი ახლოდან ნახვის შანსისთვის.

ოპერის თეატრში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. მისი ადმინისტრაცია ახალი სამხრეთ-უელსის ხელოვნების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

  • 444cd168659056daa257b44afc9b255a.jpg?w=5
  • ge0uumgippegw5i_5gswciz4lnav_uhz28hi36hw
სიდენის ოპერის თეატრის მშენებლობა.

ოპერის ტეატრის აშენებამდე ამ ადგილზე ტრამვაის დეპო მდებარეობდა.მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ,რომ ოპერის თეატრის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა.ამ შენობის აშენების ხარჯი კი 7 მილიონ დოლარზე მეტი არ იქნებოდა.წინასწარი ვარაუდი არ გამართლდა,ოპერის თეატრის მშენებლობა 14 წელიწადს გაგრძელდა.მისი აშენება,ყველასათვის გასაკვირად ძალიან დიდი თანხა,102 მილიონი დოლარი დაჯდა.

სიდნეის ოპერის თეატრი ისტორიული მიმოხილვა.

იორნ უტზონი

იორნ უტზონი (Jørn Utzon; დ. 9 აპრილი, 1918, კოპენჰაგენი — გ. 29 ნოემბერი, 2008) — დანიელი არქიტექტორი, ყველაზე უკეთ ცნობილი სიდნეის ოპერის თეატრის ორიგინალური დიზაინით.

სწავლობდა კოპენჰაგენის არქიტექტურის სკოლაში (1937–1942), გაირა ექვსთვიანი სტაჟირება ალვარ აალტოსთან (1946), სწავლობდა შვედი ერიკ გუნარ ასპლუნდის ნამუშევრებს. სიდნეის საოპერო თეატრისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში (1957) იმ დროისთვის უკვე სახელოვანმა ეერო საარინენის დაჟინებით ნაკლებად ცნობილი უტზონის ექსპრესიული პროექტი გამოცხადდა.

jorn_utzon.jpgunnamed.jpg
იორნ უტზონი

ოპერის თეატრის მშენებლობის პერიოდში მრავალი საინჟინრო სირთულე წარმოქმნა, რამაც მშენებლები უტზონის თავდაპირველი გეგმიდან გადახვევა აიძულა. აღსანიშნავია ,რომ მშენებლობისდასრულებამდე რამდენიმე წლით ადრე,შენობის არქიტექტორს იორნ უტზონს კონფლიქტი მოუვიდა პროექტის დამფინანსებლებთან.არქიტექტორმა უარი თქვა შენობის დასრულებაზე,შენობა სხვა არქიტეტქორების ხელმძღვანელობით დასრულდა.იმის მიუხედავად ,რომ იორნ უტზონმა პროექტი დასრულებამდე 7 წლით ადრე დატოვა 1966 წელს,მან ამ შენობის დაპროექტებისათვის არაერთი ჯილდო მიიღო.არქიტექტორი ისე გარდაიცვალა ,რომ აღარ ჩასულა სიდნეიში და აღარასოდეს უნახავს დასრულებული თეატრი საკუთარი თვალით.სიდნეის ოპერის თეატრი საზეიმოდ გახსნა ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ,1973 წლის 20 ოქტომბერს .

2007 წელს უტზონი პირველი არქიტექტორი გახდა, რომლის პროექტი ავტორის სიცოცხლეშივე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

foto_arne_magnussen_utzon_opera_1960_3_sიორნ უტზონი ,სიდნეის ოპერის თეატრის მაკეტთან.

წყარო: ბმული,ბმული

⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐

Rating: 9.5 out of 5.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share