ფორუმელი Moor Posted 13 მარტი, 2021 Posted 13 მარტი, 2021 დღეს, 22:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან არსებულა კინოკლუბში, თემურ ბაბლუანის ფილმის, “უძინართა მზის” ჩვენება გაიმართება. თემურ ბაბლუანის დრამა 1992 წელს გამოვიდა. სურათში მთავარ როლებს გუჯა ბურდული, დავით კაზიშვილი, ლია ბაბლუანი და გივი სიხარულიძე ასრულებენ. რეჟისორი ფილმს შვიდი წლის განმავლობაში, 1985-დან 1992 წლამდე იღებდა. “უძინართა მზემ” 1993 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” მოიპოვა. არის კინოტავრის და ნიკას დაჯილდოებების გამარჯვებული. სიუჟეტის ცენტრში თბილისელი მეცნიერი გელა ბენდელიანია, რომელიც სახლის პირობებში კიბოს წამლის გამოგონებას ცდილობს. პარალელურად ვეცნობით გელას შვილს დათოს, რომლისთვისაც სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა ძალადობაა. The post დღეს, 22:00 საათზე, “უძინართა მზის” ჩვენება გაიმართება appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა