Guest Georgia Posted 22 დეკემბერი, 2020 Posted 22 დეკემბერი, 2020 როგორ ვითამაშოთ ნარდი (დამწყებთათვის) ნარდი ძალიან პოპულარული და ერთ-ერთი უძველესი თამაშია, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ნარდის სათამაშოდ საჭიროა ორი ფერის ქვები (თეთრი და შავი) და კამათლები. თამაშს იწყებს ის მოთამაშე, რომლის მიერ გაგორებულ კამათლების ზევით მომართულ ნაწილზე შეკრების შედეგად აღმოჩნდება უფრო დიდი რიცხვი. ნარდი სამაგიდო თამაშია ორი მოთამაშისათვის, რომელიც მიმდინარეობს სპეციალურ დაფაზე. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გაგორებული კამათლების სასურველი კომბინაციის მიღებას, არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის მოსაგებად დასახული სტრატეგიაც. საფეხურები 1საწყისი წყობა http://www.rogor.ge/up/steps/1211/1450ae619f5404f.jpg სათამაშო მაგიდა დაჯგუფებულია ოთხ ჯგუფად თითოეულ ჯგუფში ექვსი უჯრაა. ამ ჯგუფებს ეწოდება ეზო, სახლი, მტრის ეზო, მტრის სახლი. სახლი და ეზო გაყოფილია ამაღლებული ადგილი დაფის შუაში და მას ეწოდება ბარი. სახლიდან დაწყებული ყველაზე შორი პუნქტი არის ოცდაოთხ სვლაში. თითოეულ მოთამაშეს აქვს თხუთმეტი ქვა. 2თამაშის მიზანი http://www.rogor.ge/up/steps/1211/6850ae660e2eda0.jpg თამაშის მიზანია მოთამაშემ გადაიყვანოს ყველა თავისი ქვა სახლში. ის ვინც პირველი შეიყვანს ყველა თავის ქვას სახლში და გამოვა ის ითვლება მოგებულად. 3ქვების მოძრაობა http://www.rogor.ge/up/steps/1211/2150ae66f05aa64.jpg ყოველი მოთამაშე რიგ-რიგობით აგორებს კამათელს და აქედან გამომდინარე თუ რა ციფრი დაუჯდება კამათელზე იმ სვლას აკეთებს, თითოეულ კამათელზე არის ექვსი მხარე ერთიდან-ექვსამდე. მაგალითად თუ მოთამაშეს კამათლის აგორებისას გამოუვიდა კამათელზე 4 და 5 მას შეუძლია ითამაშოს 5 სვლა ერთი ქვით და მეორე ქვით 4 სვლა, ან შეუძლია გავიდეს ერთი ქვით 9 უჯრა (4+5). ქვას შეუძლია გადაადგილება მხოლოდ თავისუფალ უჯრებში ან მოკლას მხოლოდ ის ქვა, რომელი უჯრაში ერთია. მოთამაშეს, რომელსაც გამოუვიდა ორი ერთნაირი ციფრი მაგალითად; 6-6 უნდა გააკეთოს ოთხი სვლა თითოეული 6 უჯრით. 4ქვის მოკვლა და გაცოცხლება http://www.rogor.ge/up/steps/1211/7050ae6970b3ee9.jpg პუნქტს, რომელიც დაკავებულია ნებისმიერი ფერის ერთი ქვით, ეწოდება ბლოტი. თუკი ამ პუნქტზე გაჩერდება მოწინააღმდეგის ქვა, ბლოტი ითვლება გაჭრილად და იდება ბარზე (ამაღლებული ადგილი დაფის შუაში). მოთამაშე, რომლის ერთი ან რამოდენიმე ქვა იმყოფება ბარზე, ვალდებულია ჯერ გააცოცხლოს იგი (ისინი) მოწინააღმდეგის სახლში. იმისათვის, რომ გააცოცხლო ქვა, ის უნდა განათავსო ღია პუნქტზე იმ ციფრების შესაბამისად, რაც ამოვა კამათელზე. მაგალითად, თუ კამათელზე ამოვიდა 4 და 6, ქვა შეიძლება გააცოცხლო მოწინააღმდეგის სახლის მეოთხე ან მეექვსე პუნქტში იმ პირობით, თუ ეს პუნქტები არ არის დაკავებული მისი ორი ან მეტი ქვით. თუკი ყველა პუნქტი დახურულია, მოთამაშე ტოვებს სვლას. თუკი არის იმის საშუალება, რომ გააცოცხლო ზოგიერთი ქვა და არა ყველა, აუცილებელია გააცოცხლო ქვების მაქსიმალური რაოდენობა, ხოლო სვლის დარჩენილი ნაწილი გამოტოვო. მას შემდეგ, რაც გაცოცხლებულია ბოლო ქვა, კამათელზე ამოსული გამოუყენებელი რიცხვი უნდა გამოიყენო ჩვეულებრივი სვლებისათვის. 5ქვების მოხსნა (გავიდეთ) http://www.rogor.ge/up/steps/1211/3350ae6a6ee92c0.jpg მას შემდეგ, რაც თხუთმეტივე ქვა არის შემოყვანილი სახლში, შეიძლება მათი მოხსნა დაფიდან. იხსნება ის ქვა, რომელიც დევს კამათლის რიცხვების შესაბამის პუნქტზე. თუკი კამათლის რიცხვის შესაბამის პუნქტზე არ არის არცერთი ქვა, აუცილებელია შესრულდეს ჩვეულებრივი სვლა უფრო მაღალი პუნქტებიდან. თუკი ასეთი ქვები აღარ დარჩა, შეიძლება ქვა მოხსნა უფრო დაბალი პუნქტებიდან. ქვების მოხსნის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა მათგანი შეყვანილია. თუკი ქვების მოხსნის პროცესში ქვას მოკლავენ, მოთამაშე ვალდებულია შეიყვანოს ეს ქვა თავის სახლში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს ქვების მოხსნა. 6მარსი და კოქსი მოთამაშე რომელიც წამგებ პოზიციაშია და მოასწრო ერთი ქვის მაინც მოხსნა დაფიდან ის ითვლება წაგებულად და ერთმევა ერთი ქულა. თუ კი წაგებულ მოთამაშეს არ მოუხსნია არცერთი ქვა მაგიდიდან ითვლება, რომ მას წაგებული აქვს მარსი და ერთმევა ქულების გაორმაგებული რიცხვი, ხოლო თუ წაგებულს არცერთი ქვა არ აქვს გასული და ერთი ან რამდენიმე ქვა დარჩენილი აქვს ბარზე ან მოწინააღმდეგის სახლში, იგი აგებს კოქსს და კარგავს ქულათა გასამმაგებულ რიცხვს. 7კამათლის სპარსული დასახელება დუ-შაში— 6-6 დუ-ბეშ— 5-5 დორ-ჩარ— 4-4 დუ-სე— 3-3 დუ-ბარა—2-2 ია-გან—1-1 შაშე-ბეშ—6-5 შაშე-ჩარ—6-4 შაშე-სე—6-3 შაშე-დუ—6-2 შაშე-იაქ—6-1 ფანჯი-ჩარ—5-4 ფანჯი-სე—5-3 ფანჯი-დუ—5-2 ფანჯი-იაქ—5-1 ჩარი-სე—4-3 ჩარი-დუ—4-2 ჩარი-იაქ—4-1 სე-ვაი-დუ—3-2 სე-იაქ—3-1 დუ-იაქ—2-1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 13 იანვარი, 2021 Posted 13 იანვარი, 2021 ასეთი გალატიკური სვლები მინდა სულ 1 *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 @ოქტომბრისეული რაზე ვითამაშოთ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 2 საათის წინ, Georgia said: @ოქტომბრისეული რაზე ვითამაშოთ? სიამოვნებისათვის უბრალოდ *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 23 საათის წინ, ნაკო said: სიამოვნებისათვის უბრალოდ ნიკი შეიცვალეთ? არაა ცუდი საქმე. ვცადოთ, როცა მოიცლით, თუ სურვილი გექნებათ ეს ახალი კიარადა ძველი ნიკი მეცნობა იმ საბანძეთიდან. კარგად მახსოვხარ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 (შესწორებული) 6 minutes წინ, Georgia said: ნიკი შეიცვალეთ? არაა ცუდი საქმე. ვცადოთ, როცა მოიცლით, თუ სურვილი გექნებათ დიახ, გატაცებითი ენთუზიაზმით თმაში მირჩევნია პირობით განსაზღვრულობას მე პირადად. თუმცა ეს უკანასკნელიც შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ დიდი მოტივატორი. უბრალოდ მოწინავის პოზიციიდან გეთამაშებით. პ. ს თუ ნიკი არ გეცნოთ, ე. ი არც მიცნობთ და შესაბამისად არც ის ადამიანი ხართ, ვინც ნარდის უკეთ ათვისებაში მეხმარებლდა, თორემ მერე დვირცხვენდი ჩემი PR მონაცემებით :დდდ დიახ შეგვეძება რამდენიმე საათში. backgammongalaxy.com Edited 29 იანვარი, 2021 by ნაკო *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 11 minutes წინ, ნაკო said: თუ ნიკი არ გეცნოთ, ე. ი არც მიცნობთ და შესაბამისად არც ის ადამიანი ხართ, ვინც ნარდის უკეთ ათვისებაში მეხმარებლდა, თორემ მერე დვირცხვენდი ჩემი PR მონაცემებით :დდდ არ გიცნობთ, უბრალოდ ფორუმზე აქტივობიდან მახსოვხართ დადებითად და ახლა ამ ნიკით რომ დაგინახეთ და გიცანით, გამიხარდა დღეს ვერ და ხვალ და მერე შეიძლება. გაგახსენებთ კიდევ ერთხელ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 35 minutes წინ, Georgia said: არ გიცნობთ, უბრალოდ ფორუმზე აქტივობიდან მახსოვხართ დადებითად და ახლა ამ ნიკით რომ დაგინახეთ და გიცანით, გამიხარდა დღეს ვერ და ხვალ და მერე შეიძლება. გაგახსენებთ კიდევ ერთხელ მოხარული ვარ. დიახ, როცა თქვენ მოახერხებთ, სიამოვნებით *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა