Jump to content
×
×
  • Create New...

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა, ვადაზე ადრე დაიწყოს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მსჯელობენ საკითხზე დაგეგმილზე ადრე განხორციელდეს სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია.

ვაქცინაციის საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძემ, ხათუნა ზახაშვილმა და ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ღია ეთერში ისაუბრეს და დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

უნივერსიტეტის ლექტორის კითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისადმი ასე ჟღერდა: მაინტერესებს როდის დაიწყება პედაგოგების ვაქცინაცია?

“ეს ჩვენს გეგმაში არის გაწერილი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია რომ პედაგოგების საზოგადოება უნდა აიცრას აუცილებლად. ჩვენი გეგმის მიხედვით ეს იქნება მესამე ეტაპზე”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.

ამირან გამყრელიძემ კი შემდეგი განმარტება გააკეთა: “თუმცა იმაზეც გვქონდა ჩვენ მსჯელობა, რომ პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები შესაძლებელია, რომ წინა ეტაპზე გადმოგვეტანა, ვნახოთ”.

რაც შეეხება სკოლის ექიმებს, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მათი ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია და ისინი შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

შეგახსენებთ, რომ მედიკოსთა ვაქცინაცია ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში უკვე დაწყებულია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   196 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Facebookexternalhit(2)
    • YandexBot(13)