Guest Merlin Posted 16 მარტი, 2021 Posted 16 მარტი, 2021 განათლების სამინისტროს კულტურის და სპორტის კომპონენტი გამოეყო და კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელებას პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატი დაეთანხმა. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ. პარლამენტმა ასევე ცვლილებები შეიტანა განათლებასთან და კულტურასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, სადაც სამინისტროების სახელწოდებები დაზუსტდა. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროების გაერთიანების იდეა 2018 წელს, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა და განახორციელა კიდეც, თუმცა რეფორმიდან 2 წლის შემდეგ მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ კონცეფციამ არ გაამართლა და უწყებები ისევ ცალ-ცალკე დაიყო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა