Jump to content
×
×
  • Create New...

დღეს სამსახურში


Recommended Posts

  • ფორუმელი

სამსახურის ამბების მოყოლის, წუწუნის, ნეგატივისგან დაცლისა თუ პოზიტივის გაზიარების ერთიანი თემაც გვჭირდება.


 

positive-work-culture.png

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს სამსახურიდან წამოვედი :bis: 
წამოსვლამდე, კომპში სამუშაო ფაილები დავალაგე,
უფროსს მარტივი ოპერაციების შესრულება ვასწავლე,
teamviewer დავუყენე, თუ რამე გაგიჭირდება აქვე ვარ-მეთქი. 

თუ სხვა სამსახურს ვერ იშოვი, სიამოვნებით მიგიღებო მითხრა და ასეთ თბილ ნოტაზე გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.

ხვალიდან თავისუფლებით დავტკბები, ბევრს ვიმეცადინებ და ჩემს საქმეებს მივხედავ.

Share on other sites

  • ფორუმელი

თავზე მეყარა ყველაფერი. ხვალაც თავზე მეყრება ყველაფერი. ჰო და ეგრე

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

სამსახურში გიჩხუბიათ? ხელჩართულს ვგულისხმობ.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Memento Mori said:

სამსახურში გიჩხუბიათ?

არა, ზოგადად ლაკონური და მწარე შენიშვნებით შემოვიფარგლებოდი.
 

Quote

ხელჩართულს ვგულისხმობ.

:spy:
სადღაც 12 წლის შემდეგ არავისთან მიჩხუბია ,,ხელჩართულ mode"-ზე.
მაშინაც მეზობლის ბიჭის ცემის მცდელობა მქონდა, მაგრამ 4 წლით უფროსი იყო და ფრეზე შევთანხმდით.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness მე ერთხელ კინაღამ მომიწია. უხეში მამაკაცური კოლექტივი იყო, ბევრი სოფლიდან ჩამოსულიც. თითქმისყველა იყო ვინმესთან ნაჩხუბარი თურმე ჩემს მისვლამდე. ცოტა უხეში და უტაქტო მიმართვები იცოდნენ და რბილ მოქცევას სისუსტედ იღებდნენ ქვეცნობიერად. თავიდან მშვიდობიანად ვცდილობდი მოგვარებას, მაგრამ მერე ვიფიქრე - ვიჩხუბებ, რა ტრაგედია ეგ არის, რაზე ვნერვიულობ-მეთქი. ჰოდა იმ განწყობით მივედი, პირველივე შესაბამის შემთხვევაში დავუშვებ უმოწყალოდ-მეთქი. ეტყობა იგრძნეს და თავისთავად განიმუხტა სიტუაცია. თუმცა ამ ამბებამდე ერთხელ ხმამაღალი დაღრიალება და ერთხელ მუშტის მოღერება დამჭირდა ვიღაცეების დასაოკებლად.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

სამსახურის სელფები შესევია ლელიანის,

სახლიდან მუშაობა სამსახურზე ძნელია :up:

 

IMG_20201209_135646.jpg

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share