Jump to content
×
×
  • Create New...

15 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_793680478-300x200.jpg

ორშაბათს, 15 მარტს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით ოდნავ შემცირდა.

დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი 58.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა დაახლოებით 4%-ით დაიკლო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი კვირას გაუმჯობესდა. გუშინ, ბიტკოინმა 60.000 დოლარის ზღვარი დასძლია და 61.597 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა ამ ნიშნულის შენარჩუნება დღის ბოლომდე ვერ მოახერხა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 59.302 დოლარზე დაიხურა.

მიუხედავად ამისა, ბიტკოინი კვლავ რჩება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ყველაზე დიდ კრიპტოვალუტად. უკანასკნელი მონაცემებით ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ეთერიუმის ფასი 2.000 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის დონე 1.930 დოლარს შეადგენდა. თუმცა ალტკოინმა ამ ნიშნულის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 5.71%-ით შემცირდა.

15 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ალტკოინის ღირებულება კი 1.791 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 მარტს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 745 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

The post 15 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   352 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 350 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(1)